კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მონატრება?!

„და თუ ეს სიყვარულია“

 

მართალია, ამაზე კარგა ხანია, საუბრობენ, თუმცა მხოლოდ ახლა გაირკვა, რომ 1 აგვისტოდან რფ  საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას იწყებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არის (სავსებით ლოგიკურადაც), ფაქტია, რომ ახალ გზას ჩვენი მონატრების გამო არ აშენებენ (რომ საზღვრის მეორე მხრიდან ჩვენი ცქერით გული იჯერონ).

როგორც დაღესტნის ტელევიზია აცხადებს, ავარო-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტ-ბეტონის საფარით მოპირკეთდება. სამუშაოები საკმაოდ ძვირი დაჯდება, რადგან, თუმცა გზის სიგრძე მხოლოდ 83 კილომეტრია, მან 3 მთა უნდა გაიაროს და 5 გვირაბი დასჭირდება. შედეგად კი, თურმე, ეს უმოკლესი გზა იქნება საქართველომდეც და შავ ზღვაზე გასასვლელად (ვითომ, შავ ზღვაში ჩახრჩობას აპირებენ და ამისთვის მხოლოდ აფხაზეთის სანაპირო არ ჰყოფნით?!).

ჩვენ არ ვიცით, რა აქვთ გუმანში ჩრდილოეთში (თუმცა რთული მისახვედრი არ არის, რომ კარგი არაფერი), მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არც ის ვიცით, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ჩვენი მხარე  – ან კი რა პრევენცია უნდა გაატარო, თუკი იქ, ჩრდილოეთში, ტანკების შემოგრიალება უკვე გადაწყვიტეს?! 

скачать dle 11.3