კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (103)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რა უნდა ვისწავლოთ ქართველებმა პოლონელებისგან

ნუ ვიტყვით, რომ ქართველები ყველაზე... ყველაზე ერი ვართ და საქართველოც ყველაზე... ყველაზე... ქვეყანაა... გასაგებია, რომ სამშობლო ყველანაირი უნდა გიყვარდეს, მაგრამ შეუძლებელია, არ დავინახოთ ის, რაც ძალიან აკლია ჩვენს ქვეყანას და გულიც მწყდება, რომ ვერ ვიყენებთ იმ პოტენციალს, რომელიც მას აქვს.

რა უნდა ვისწავლოთ ქართველებმა პოლონელებისგან... დავიწყოთ იმით, რომ პოლონეთი ნამდვილად არის ქვეყანა, რომელიც უნდა ნახო და გაოცდე... დღეს ეს ბევრად გაადვილებულია. ავიაკომპანია „ვიზიარმა“ დანიშნა პირდაპირი რეისები ქუთაისიდან პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში სილიზიაში, კერძოდ, ქალაქ კატოვიცეში. ბილეთები ნამდვილად ხელმისაწვდომია, რაც პოლონეთში მოგზაურობას უფრო აადვილებს. კატოვიცედან ერთ ნაბიჯზეა კრაკოვი – პოლონეთის გული, რომელიც აბსოლუტურად ცალკე საუბრის თემაა და სხვა რომ სულაც ვერაფერი ნახო, მარტო მისი სუნთქვის შემკვრელი სილამაზეც გეყოფა, პოლონეთში ხელმეორედ ჩასვლის სურვილი რომ გაგიჩნდეს. კრაკოვი მთლიანად მუზეუმი და პოლონეთის ნამდვილი მარგალიტია. ის ხუთი საუკუნის განმავლობაში იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი. ყოველწლიურად მას ორი მილიონი ტურისტი ნახულობს. ქალაქის ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული.

პოლონეთით აუცილებლად მოიხიბლება ის, ვინც სიძველეების, სასახლეებისა და შუა საუკუნეების ციხესიმაგრეების მიმართ გულგრილი არ არის. აქ თითქოს რაინდებს დაუტოვებიათ თავიანთი ანაბეჭდი და შენც უნებლიეთ ხდები ამ ყველაფრის ნაწილი, ზღაპარში ხარ და რეალობაში დაბრუნება არ გინდა.

კატოვიცეში ჩასულმა აუცილებლად უნდა ნახო პოლონეთის რელიგიური ცენტრი „იასნა გორა“. პოლონეთის ყველაზე წმიდა და ისტორიული მონასტერი, თავისი უნიკალური ბიბლიოთეკით და სახენაიარევი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით, რომელსაც „შავ მარაოს“ ეძახიან...

პოლონეთი არის ქვეყანა, სადაც პოსტინდუსტრიული ტურიზმია განვითარებული. სახელმა შეიძლება არ დაგაინტერესოთ, მაგრამ, როცა „გვიდოს“ ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროს ნახავთ, რომელიც მიწის ქვეშ სამას მეტრზეა განლაგებული და ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, მიხვდებით, რაზეა საუბარი. გიდთან ერთად ნახავთ ქვანახშირის მოპოვების მთელ ტექნოლოგიურ პროცესს, უძველესი დროიდან დღემდე...

არანაკლებ გამაოგნებელია უძველესი, მარილის მომპოვებელი მაღარო ვილიჩკაში, მიწისქვეშეთში – ასი მეტრის სიღრმეზე, თავისი მარილისგან გამოკვეთილი სამლოცველოებით, ჭაღებით, დარბაზებითა და ბარებით.

მოკლედ, კატოვიცე უნდა აღმოაჩინო, თავისი მთავარი სავიზიტო ბარათით, რომელიც თურმე ასე გვაკლია ქართველებს – წარმოუდგენელი სიმწვანე... პოლონელები, ფაქტობრივად, პარკებში ცხოვრობენ... და გამაოგნებელი სისუფთავე... რაც შეეხება სტუმარმასპინძლობას... პოლონელები არათუ არაფრით ჩამოუვარდებიან ქართველებს, იქ ტურისტი ყველაზე საპატიო სტუმარია თითოეული პოლონელისთვის.

 

скачать dle 11.3