კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამსგავსებდნენ ბაგრატ ბატონიშვილს მეფე ხუან კარლოსს და ირაკლი ბაგრატიონის რა სურვილი აასრულა ბუნებრივად, წლების შემდეგ იოანე (ხუან) ბაგრატიონმა

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაზეთ „სახალხო განათლების“ ფურცლებზე იბეჭდებოდა ისტორიკოს მანანა ხომერიკის წერილების ციკლი, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილების ოჯახს ეხებოდა. ეს წერილები, შინაარსის გარდა, ყურადღებას იპყობდა მრავალფეროვანი და საინტერესო ფოტოებით. ქალბატონი მანანა, ფაქტობრივად, ამ ოჯახის მემატიანედ იქცა. 

 

– ქალბატონო მანანა, თქვენმა პროფესიამ თუ განაპირობა ის ფაქტი, რომ ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონ-მუხტანბატონიშვილების ცხოვრების ერთგვარი მემატიანე გახდით და ამ კუთხით ბევრ საინტერესო ინფორმაციასა და ფოტომასალას ფლობთ. 

– მართალია, ისტორიკოსი ვარ, მაგრამ ამ თემით ჩემი დაინტერესება უფრო მეტად განაპირობა არა ჩემმა პროფესიამ, არამედ იმან, რომ ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონის დასთან, მარიამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. ბატონიშვილ მარიამს საკუთარი შვილები არ ჰყოლია, ამიტომ მთელ სიყვარულს დისშვილებსა და ძმისშვილებს უნაწილებდა, რომლებიც, იმავდროულად, ისტორიული პიროვნებები გახლდნენ. ისინი უცხოეთში ცხოვრობდნენ და მარიამ ბატონიშვილი გამუდმებით იღებდა მათ შესახებ ინფორმაციას. 1973 წელს მას დართეს ნება, გამგზავრებულიყო და გაეცნო ნათესავები. მარიამ ბატონიშვილი ამ ყველაფერს თბილისში მე მიზიარებდა. წლების განმავლობაში მიგროვდებოდა მისი მოყოლილი ინფორმაციები და სწორედ მისი თანხმობით დავიწყე ჩემს ხელთ არსებული მასალების ფართო მკითხველისთვის გაცნობა. მარიამ ბატონიშვილი მამარაგებდა ამ არაჩვეულებრივი ფოტომასალით.

– იმ პერიოდში ასეთი ტიპის პუბლიკაციების გამოქვეყნება არ იქნებოდა ადვილი და ალბათ, გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული.

– მაშინ ამაზე არც დავფიქრებულვარ. ახლა რომ ვიხსენებ, იმ დროს სამი თემა იყო აკრძალული:1. რელიგია, 2. ბაგრატიონები და 3. ემიგრანტები. სამივე ეს თემა ერთად იყო გაერთიანებული ჩემს ინტერესებში. ეს ყველაფერი იმ დროს ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა – 1973 წელს მარიამ ბატონიშვილს სიონის ტაძარში შვილი მოვანათვლინე. როდესაც ესპანეთში მისი ძმა, ირაკლი ბატონიშვილი გარდაიცვალა, უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორესთან, რომლის აღსაყდრება ჯერ არ იყო მომხდარი, ჩემი თხოვნით, მიმიყვანა ჩემმა ნათლიამ, კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკის ქალიშვილმა, ქალბატონმა ნინო ფხალაძემ. ილია მეორეს ვაუწყე ირაკლი ბაგრატინოს გარდაცვალების შესახებ და ვთხოვე, მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაეტარებინა. თანხმობის მიღების შემდეგ  მასთან მივიყვანე ბატონიშვილი მარიამი და 1977 წლის 24 დეკემბერს, უწმიდესმა თავად ჩატარა ირაკლი ბაგრატიონის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მას ძალიან ცოტა ხალხი დაესწრო და მათ შორის ვიყავით მე და დედაჩემი. მეორე დღეს კი, 25 დეკემბერს, მოხდა ილია მეორის აღსაყდრება. შეიძლება, ეს ყველაფერი გარკვეული რისკს შეიცავდა იმ დროს.  მინდა აღვნიშნო, რომ, პუბლიკაციების გამოქვეყნების მხრივ, ჩემზე მეტი რისკი გასწია, გაზეთის რედაქტორმა ბატონმა აპოლონ სილაგაძემ. ასეთი ფაქტიც მოხდა – მისთვის ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ გაპრეზიდენტობამდე ხუმრობით უთქვამს: შენს გაზეთს ბარემ მონარქისტული დაარქვიო. ეს, რასაკვირველია, ჩემი წერილებით იყო განპირობებული. მოგვიანებით, როდესაც ესპანეთში ჩავედი და ბატონიშვილი ხორხე გავიცანი, მან უკვე იცოდა ჩემი პუბლიკაციების შესახებ და ალბათ, აცნობიერებდა კიდეც, რომ გაზეთის რედაქტორის მხრიდან ეს გაბედული ნაბიჯი იყო. ამიტომ, მასთან გამომატანა ბარათი, სადაც პირადად უხდიდა ბატონ აპოლონს მადლობას. შეიძლება, ვიყავი დაკვირვების ქვეშ, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ამის გამო რამე პრობლემა არ შემქმნია. 

– სულ ცოტა ხნის წინ, ხუან ბაგრატიონი არაჩვეულებრივ გოგონაზე, ქრისტინე ძიძიგურზე დაქორწინდა. ხუან ბაგრატიონის კანდიდატურას საქართველოს ტახტის მემკვიდრედ განიხილავდნენ. რას მეტყვით ამის შესახებ? 

– ნებისმიერ დინასტიაში უპირატესობა ენიჭება რიგით პირველობას. გარდა ამისა, ჩვენში მეფობა მემკვიდრეობითი იყო და არა არჩევითი. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის ვაჟი, დავით ბატონიშვილი თავის ნაშრომებში ნათლად გვეუბნება, რომ ჩვენში მეფობა მემკვიდრეობითი იყო და არა არჩევითი. ამ საკითხს კარგი პასუხი გასცა თავად ბატონიშვილმა იოანემ (ხუან ბაგრატიონი), როდესაც თქვა, რომ მის პაპას, ირაკლი ბაგრატიონს, ჰყავდა უფროსი ვაჟი, გიორგი, იგივე ხორხე, ანუ იოანეს ბიძა. თავად იოანე გაიზარდა მონარქიულ ქვეყანაში და კარგად მოეხსენება ლეგიტიმიზმის ანბანი. ამიტომაც, ბაგრატიონთა მუხრანულ შტოში, მამამისის ჩათვლით, იოანე რიგით მეხუთე ბატონიშვილია და ვფიქრობ: ამით ყველაფერი ნათქვამია. თუმცა, ეს სრულიად არ აყენებს ჩრდილს მის წარმომავლობას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მისი სიყვარული საქართველოსადმი გამოწვეულია არა ეფემერული ოცნებებით მეფობაზე, არამედ ეს არის გულწრფელი გრძნობა, რომელიც ბავშვობიდან ჩაუნერგეს ოჯახში. 

 რაც შეეხება ბაგრატიონების მუხრანულ შტოს, ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა, დღეს შევეცდები რამდენიმე მომენტს გავუსვა ხაზი. ეს ოჯახი იძულებით აღმოჩნდა ემიგრაციაში. 1942 წელს ბერლინში შედგა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ დამფუძნებელთა კრება, სადაც სრულიად საქართველოს სამეფოს ტახტის მემკვიდრედ ირაკლი მუხრანბატონიშვილი აირჩიეს. 1944 წელს ირაკლი ბატონიშვილი დაქვრივდა – მშობიარობას გადაჰყვა მისი მეუღლე (მათ ეყოლათ შვილი – გიორგი (ხორხე) ირაკლის ძე) იტალიელი გრაფიანია მარია ანტუანეტა პასკვინი. მან 2 წლის შემდეგ გადაწყვიტა, ხელმეორედ დაქორწინებულიყო. მისი საცოლე გახლდათ ესპანეთის ინფანტა, მერსედესი (ალფონსო მეცამეტის დისშვილი). მისმა სამეფო უმაღლესობამ, ინფანტ დონ ფერნანდომ, ბავარიის პრინცმა, საჭიროდ ჩათვალა შეკითხვით მიემართა მისი საიმპერატორო უმაღლესობისთვის, რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურის, დიდი მთავრის, ვლადიმირ კირილის ძისთვის, – შეეძლო თუ არა მას ეს სავარაუდო შეუღლება თანასწორუფლებიანად ეცნო, თუ მხედველობაში მიიღებდა საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტს და ასევე, საქართველოს სამეფო ოჯახის არსებულ მდგომარეობას. დიდმა მთავარმა, ვლადიმირ კირილის ძემ, შეისწავლა საქართველოს ისტორია, წერილობით დაუკავშირდა ისტორიკოსს, პროფესორ მიხეილ მუსხელიშვილს. 1946 წლის 5 დეკემბერს დიდმა მთავარმა, ვლადიმირ კირილის ძემ გამოსცა აქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მას სამართლიანად და სასარგებლოდ მიაჩნდა ბაგრატიონთა უფროსი შტოს სამეფო ღირსების აღიარება და დადებითი პასუხი შეუთვალა ინფანტ დონ ფერნანდოს. საქართველოს სამეფო ოჯახის უფროსად აღიარებული გახლდათ თავადი გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი, ირაკლი ბაგრატიონის მამა. საქართველოში ეს აქტი 1990 წელს დიდი მთავრის, ვლადიმირ კირილის ძის პირადი ნებართვით გამოვაქვეყნე. ამ აქტმა შესაძლებელი გახადა ბატონიშვილი ირაკლისა და ინფანტა მერსედესის შეუღლება.  მათ ორი შვილი შეეძინათ: მარია დე ლას პასი და ბაგრატ ჟან მარი, რომლებიც ახლო ნათესავები არიან ესპანეთის ახლანდელი მეფის. მათი ბებია ტერეზა ბურბონ ი ჰამსბურგი იყო ხუან კარლოსის პაპის, ალფონსო მეცამეტის და და მეფე ალფონსო მეთორმეტის ქალიშვილი, ესპანეთის ინფანტა. ხოლო დონ ფერნანდო, ბავარიის პრინცი დედის მხრიდანაც ბურბონი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოანე (ხუან) ბაგრატიონის მამის ძარღვებში ჭარბად არის ბურბონების სისხლი. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ ბაგრატ ბატონიშვილი, იოანე ბაგრატიონის მამა, ახალგაზრდობაში ძალიან ჩამოჰგავდა მეფე ხუან კარლოსს... ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა გიამბოთ, რაც არსად მითქვამს. მის საიმპერატორო უმაღლესობას, მთავრინა ლეონიდას რომ ვესტუმრე, მან ასეთი რამ მომიყვა: ერთხელ თურმე პარიზში სტუმრად ეწვია ძმიშვილი, ბაგრატ ბატონიშვილი. მათ იქვე, ახლოს კაფეში ისაუზმეს. მეორე დღეს კაფეს მეპატრონეს მთავრინა ლეონიდასთვის საყვედურნარევი ტონით უთქვამს: თქვენო საიმპერატორო უმაღლესობავ, რატომ არ გამაფრთხილეთ, თუ საუზმეზე ხუან კარლოსი მოგყავდათო, – იმდენად იყო მათ შორის გარეგნული მსგავსება. მე კარგად მახსოვს ის დრო, როცა ირაკლი ბატონიშვილმა სთხოვა თავის დას, მარიამ ბატონიშვილს, ბაგრატისთვის ქართველი საცოლე შეერჩია. მარიამ ბაგრატიონმა 8 წელი მაგადანში გაატარა და ზოგადად, თავისი კარჩაკეტილი ცხოვრების წესი ჰქონდა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, აქეთ-იქით ევლო და საცოლე შეერჩია. თან, ისეთი წლები იყო, მას ეს არარეალურად მიაჩნდა. ამიტომ, ამ საკითხში დახმარება ვერ გაუწია. ბატონიშვილმა ბაგრატმა თავად შეარჩია საცოლე. ეს იყო ესპანელი მარკიზა, რომელიც, ჩემს ხელთ არსებული ფოტოდან თუ ვიმსჯელებთ, თავის ახლანდელ რძალს, იოანე ბატონიშვილის მშვენიერ მეუღლეს ჩამოჰგავს. ეს ფოტო, სადაც ბაგრატი, მისი მეუღლე და რამდენიმე თვის იოანეა აღბეჭდილი, სწორედ მარიამ ბატონიშვილისგან მაქვს. სხვათა შორის, ეს ფოტო იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ უკან ბაგრატის ხელით გაკეთებული წარწერა აქვს, სადაც შვილს ვანოს უწოდებს.

სხვათა შორის, ესპანეთში რომ ვიყავი მარიამ ბაგრატიონთან ერთად, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, გლორია კირბიმ წაგვიყანა ესკორიალში – ეს არის დიდებული ადგილი: სასახლეც, მონასტერიც და იმავდროულად, პანთეონიც, ძალიან შთამბეჭდავია. ამ პანთეონში კრძალავდნენ ესპანეთის მეფეებს და ინფანტებს. სწორედ იქ არიან დაკრძალული იოანე ბაგრატიონის ბებია და დიდი ბებია... სიმართლე გითხრათ, მე მათ ოჯახს არ ვიცნობ. თუმცა ვიცი,  მშობლები არაფერს იშურებდნენ იმისთვის, რომ იოანეს კარგი განათლება მიეღო. ის იმ წელს დაიბადა, როცა მისი პაპა გარდაიცვალა, მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წლების შემდეგ ბუნებრივად ასრულდა პაპამისის, ირაკლი ბატონიშვილის, სურვილი – მან შესანიშნავ ქართველ გოგონაზე იქორწინა. მინდა, ბედნიერება ვუსურვო სიყვარულით შექმნილ, დიდი ტრადიციების მქონე ქართულ ოჯახს. 

 

скачать dle 11.3