კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოარგო ნინო წიკლაურს „კარგოს” ბიზნესი და რა გეგმები აქვს საქართველოში მას ზაფხულის პერიოდში

პროდიუსერი ნინო წიკლაური 6 წელია, მოსკოვში ცხოვრობს და იქ განაგრძობს საქმიანობას. ამ წლების განმავლობაში მის ცხოვრებაში არაერთი სიახლე დაფიქსირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მან ბედნიერება იპოვა და ალექსანდრ იაცკოვს გაჰყვა ცოლად. ჩვენი რესპონდენტი ამჟამად საქართველოშია და თავს ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს.   

 

– ბოლო 6 წელია, მოსკოვში ცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში პირველად ჩამოხვედი საქართველოში. წარმომიდგენია, შენს გულში რა ხდება. რა გააკეთე პირველი, როცა ქართულ მიწაზე დადგი ფეხი?

– მიწას ვაკოცე. საოცარი შეგრძნება იყო ამდენი წლის შემდეგ ქართულ მიწაზე ფეხის დადგმა. 

– ამ წლების განმავლობაში შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა – გასულ წელს ოჯახი შექმენი, რის შესახებაც ჟურნალ „თბილისელების” მკითხველმა უკვე იცის. ახლა ის გვითხარი, ამ ეტაპზე რას საქმიანობ მოსკოვში?

– მოსკოვში ამ ეტაპზე ჩემი კერძო ბიზნესით ვარ დაკავებული. 

– რა ბიზნესია?

– ეს არის „კარგოს” ბიზნესი, რომელიც მოიცავს ამა თუ იმ ქვეყნიდან რუსეთში სხვადასხვა პროდუქციის ტრანპორტირებას. მართალია, ეს ჩემი კერძო ბიზნესია, მაგრამ, მე ჰობის უფრო დავარქმევდი. მიუხედავად ამ საქმიანობისა, პროდიუსერობისთვის თავი არ დამინებებია – მყავს ორი გოგონა, რომლებიც რუსულ „ვოისზე” გადიან. ამავდროულად, სიმღერის ტექსტებს ვუწერ რუსეთში  ცნობილ მომღერლებს. თავიდან ერთ-ორ მომღერალს ვაჩუქე ტექსტი და, მართლა არ ველოდი, ისეთი შედეგი მომცა ამან. ჩემთან ცნობილი სახეები მოვიდნენ და ტექსტის დაწერა მთხოვეს. სხვათა შორის, ეს საქმიანობა ჯერ კიდევ თბილისში დავიწყე. 

– ვისთვის წერ ტექსტებს?

– თავიდან, რა თქმა უნდა, ქართველებით დავიწყე. ეს იყო დიანა ღურწკაია, რომელსაც დავუწერე ტექსტი ორ სიმღერაზე და მერე კიდევ ერთი დავამატეთ. ერთ-ერთი სიმღერა ჰიტია, რომელსაც „ვ ეტომ გოროდე” ჰქვია. ამ სიმღერის პრემიერა მუსიკის სახლში შედგა და ძალიან დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა – მსმენელმაც მოიწონა და მასმედიამაც აიტაცა. „ა სტუდიოსთან” დღესაც ვთანამშრომლობ – ბორიას გავუგზავნე ტექსტი, რომელიც ძალიან მოსწონს და მალე ჩაიწერება კიდეც. ასევე, ვმუშაობ „დისკოტეკა ავარიის” სოლისტთან, რომელიც ამ ეტაპზე ცალკე მღერის. ვმუშაობ აბრამ რუსოსთან, რომელსაც უკვე ჩემი ოთხი თუ ხუთი სიმღერა აქვს  ნამღერი, ახლო მომავალში კი კრისტინა არბაკაიტე და აბრამ რუსო გეგმავენ ჩემს სიმღერაზე დუეტის ჩაწერას. ეს ამბავი თბილისში გამოფრენის წინ გავიგე, რაც ძალიან გამიხარდა. ვმუშაობ დავით კალანდაძესთან, თამრო დუდუნიასთან და ასე შემდეგ. 

– თბილისში რამდენი ხნით ხარ ჩამოსული და თუ გეგმავ ამ ვიზიტის პარალელურ რეჟიმში მუშაობას?

– ერთ-ერთი მომღერალი ძალიან მთხოვს ჩამოსვლას და თბილისში კლიპის გადაღებას. ველოდები, ასევე, მეორე მომღერალსაც, რომელიც რამდენიმე დღეში ჩამოვა და ბათუმში მივემგზავრებით კლიპის გადასაღებად, მეორე კლიპის გადაღება კი აგვისტოში იგეგმება. ალბათ, დასვენება არ მიწერია ამ ზაფხულს, თუმცა, ეს სასიამოვნოა, რადგან, აქაც სამუშაო რეჟიმში ვიქნები. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, ეს ყველასთვის სტიმულია. შოუ-ბიზნესიდან რომ გამთიშო, ალბათ, მოვკვდები. 

– ვინ არიან ის მომღერლები, რომლებსაც კლიპი უნდა გადაუღო საქართველოში?

– ერთი გახლავთ პაულინა ანისენკო, დედით ქართველი და მამით პოლონელი გოგონა, ხოლო მეორე – სომეხი მომღერალი ჩინარ ისოიანი. ის არის სომხეთის „ვოისის” ფინალისტი. ჰოდა, როგორც ყველა სომეხს, მასაც უყვარს საქართველო, ბათუმი და ზღვა და ამიტომაც გადაწყვიტა ბათუმში კლიპის გადაღება. 

– ვიცი, რომ ბიზნესი ყოველთვის გაინტერესებდა, მაშინაც კი, როცა საქართველოში იყავი.

– საქართველოში ყოფნის დროს არაერთი ბიზნესით ვიყავი დაკავებული. აქ ვმუშაობდი „პირველი სტერეოს” მუსიკალურ რედაქტორად; ასევე, ვიყავი კონცერტების ორგანიზატორი; პარალელურად, მქონდა სილამაზის სალონის ქსელი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბიზნესს, რომლითაც მოსკოვში ვარ დაკავებული, ჩემმა მეუღლემ მომარგო. სექტემბერ-ოქტომბერში კი მოსკოვში კარაოკე კლუბის გახსნას ვგეგმავ, რომლის გახსნაზეც აუცილებლად ჩამოვიყვან ძალიან ბევრ ქართველ მომღერალს. ერთ რამეს ვიტყვი: ჩემო კარგო ქართველებო! თქვენზე მაგარი არავინ მეგულება, თქვენ ყველაზე მაგრად მღერით და მართლა ყველაზე მაგრები ხართ. რუსეთში ვერავინ დაიტრაბახებს, რომ ქართველზე კარგად მღერის, თუნდაც ის, ვინც ახლა დიდ რუსულ შოუ-ბიზნესშია. ყველა წარმატებული მომღერალი ქართველია. შეიძლება, მე არ ვარ მომღერალი, მაგრამ, სმენა მაქვს და ვხვდები, რომ ბევრ კარგ სიმღერას, რომლებსაც რუსეთში მღერიან, ბევრი ქართველი მომღერალი უკეთ შეასრულებდა. 

– მართალია მომღერალი არ ხარ, მაგრამ, მომისმენია შენი შესრულება და, ვაღიარებ, რომ საკმაოდ კარგად მღერი. 

– ვოკალის ერთ-ერთი უძლიერესი პედაგოგი მოსკოვში, რომელთანაც ძალიან ბევრი მომღერალი დადის მოსამზადებლად, არის მაიკო ბალანჩივაძე, რა თქმა უნდა, ისიც ქართველი. სულ მეუბნება, რა კარგი ხმის ტემბრი გაქვს, მოდი ჩემთან, გასწავლი სიმღერასო. ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, ასე მითხრეს-მეთქი, მიპასუხა, რატომაც არა, ვაენგამაც (მომღერალია) ხომ ეს-ესაა დაიწყო სიმღერაო. ასე რომ, გამორიცხული არაფერია, შეიძლება, მართლა მიხილოთ დიდ შოუ-ბიზნესში... ვხუმრობ, რა თქმა უნდა.  

– მოდი, შენს პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. როგორ ცხოვრობ ასეთი საინტერესო და კარგი მეუღლის გვერდით? ბედნიერი რომ ხარ, ვხვდები.

– მართლა ბედნიერი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე. პირველ ყოვლისა, იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ შეყვარებული ვარ მასზე. ეს ადამიანი ჩემთვის უფლის საჩუქარია. ერთმანეთი ტაძარში გავიცანით – ერთ მოძღვართან დავდიოდით და ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. სამი თვის განმავლობაში სულ მარტო მივდიოდი ტაძრიდან სახლში. ერთ დღესაც, შემომთავაზა, ყავა ერთად დავლიოთო, მერე ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ასე ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. დღემდე, ისე არ წავა სამსახურში, ეკლესიაში რომ არ შეიაროს. მართლა ვერ გადმოგცემ სიტყვებით იმ გრძნობას, რაც მასთან მაკავშირებს, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე რუსია, მაქვს მშვენიერი ოჯახი და მას ძალიან უყვარს ქართველები. საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს – როგორც წარმატებული ბიზნესმენები, ასევე, ხელოვანი ხალხი და ასე შემდეგ. თავის დროზე მან ძალიან დიდი დრო გაატარა საქართველოში და ყველაფერი იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ. ძალიან უნდა, ჯვარი საქართველოში დავიწეროთ. მართლა არ მჯეროდა ასეთი ბედნიერების და, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გამხდარიყო ორი ადამიანი ერთი მთლიანობა. 

– როდის გეგმავთ ჯვრისწერას?

– სექტემბრის ბოლოს აუცილებლად დავიწერთ აქ ჯვარს და ბევრ სტუმარსაც მოვუყრით თავს.  

 

скачать dle 11.3