კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

იდეალური კრიმინალი

როცა პატიმარ ტოლანდს ციხის უფროსის კაბინეტში დაუძახეს, უსიამოვნო შეგრძნებამ მთელ სხეულში ჭიანჭველებივით დაურბინა. ასეთი გამოძიებები ძალიან ცუდად ჰქონდა დაცდილი. ბოლო დროს, რამდენიმე მწარე გაკვეთილის შემდეგ, ისე იქცეოდა, ციხის ადმინისტრაციისთვის არანაირი მიზეზი არ მიუცია, რომ დაესაჯათ. ამიტომ, ვერ მიხვდა, რა შეიძლებოდა ნდომოდა მისგან ციხის უფროსს – ვიბერლის. კეპი ბოლომდე ჩამოიფხატა შუბლზე და კაბინეტში თავდახრილმა შეაბიჯა. ვიბერლი მარტო არ იყო, მასთან ერთად ზორბა მამაკაცი დახვდა, რომელშიც ტოლანდმა მაშინვე ამოიცნო ტომ გლიკი – პოლიციის კაპიტანი. სწორედ მან გაუშვა ციხეში.

– დაჯექი, ტოლანდ, – თქვა ვიბერლიმ, – თუ გინდა, შეგიძლია, მოწიო კიდეც.

 ეს უკვე კარგის ნიშანი იყო და ტოლანდი ცოტათი მოეშვა. მადლობა გადაუხადა და სიგარეტს მოუკიდა.

– ჩვენ შევისწავლეთ შენი საქმე. თავიდან სერიოზულ პრობლემებს გვიჩენდი, მაგრამ, ბოლო ორი წელია, მგონი, გამოსწორდი. ცუდი მეგობრები გყავს და ამაზე იფიქრე. თუმცა, არაფერი არ არის გვიან, თუ მართლა მოინდომებ. 

ტოლანდს ხმა არ ამოუღია. სიგარეტის მოწევას განაგრძობდა და ელოდა, კიდევ რას ეტყოდნენ. ციხის უფროსმა ჩაახველა, გლიკს შეხედა და უთხრა:

– შენთვის ახალი ამბავი გვაქვს, ტოლანდ: ორი დღის წინ, ბანკის ძარცვისას, სასიკვდილოდ დავჭერით რეციდივისტი ქურდი, დენი ლულანდი. სიკვდილის წინ მან გვიამბო თავისი ყველა დანაშაულის, მათ შორის, კომპანია „გურნიკ ბეიკინგის“ შესახებაც. მისი რევოლვერიდან ამოღებული ტყვიაც იდენტური აღმოჩნდა იმ ტყვიისა, რომელიც კომპანიის დარაჯის ფეხიდან ამოვიღეთ. ეჭვი აღარაა, რომ „გურნიკის“ სეიფის გატანა სწორედ მას უნდოდა.

ტოლანდი სკამზე აწრიალდა. სიგარეტი ხელში მოსრისა და მექანიკურად ჩაიტენა ჯიბეში.

– მერე, მე რა, ამ ამბიდან?

– ის, რომ თავისუფალი ხარ. გუბერნატორმა უკვე მოაწერა ხელი შენი გათავისუფლების ბრძანებას და ხვალ სახლში წახვალ.

– ანუ, იმისი თქმა გინდა, რომ სამ-ნახევარი წელი ტყუილად, სხვისი დანაშაულის გამო ვიჯექი ციხეში? – ირონიულად და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა ტოლანდმა. 

ტომ გლიკი მოიღუშა:

– ტონალდ, არ გირჩევ, პოლიციას უჩივლო და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია მოითხოვო.

– რატომაც არა? მშვენიერი იდეაა... მით უმეტეს, რომ ფული ძალიან დამჭირდება. ჩემი დოსიეთი დიდხანს ვერ ვიშოვი წესიერ სამსახურს.  თან, ცოლი და პატარა შვილი მყავს, ფული იმათაც გამოადგებათ.

– გეუბნები, ეს არ გააკეთო. არც ისეთი კანონმორჩილი მოქალაქე ხარ, როგორადაც თავი მოგაქვს.

– ჰმ, სულ რაღაც ორი ჩხუბია ჩემს ანგარიშზე. სეიფის ძარცვის მცდელობისთვის ხომ ტყუილად დამაპატიმრეთ. წარმომიდგენია, როგორი ზეწოლის ქვეშ მიაცემინეთ დარაჯს ჩემზე ჩვენება, რომ ამომიცნო.

– მან ეს უკვე აღიარა, – იძულებული გახდა, დათანხმებოდა კაპიტანი, – მაგრამ, მე მაინც არ გირჩევ, სასამართლოს მიმართო. კარგი ავტომექანიკოსი ხარ და სამუშაოც არ მოგაკლდება. თუ გინდა, ამაზე მე ვიზრუნებ.

– ნუ შეწუხდებით, როგორმე მივხედავ საკუთარ თავს. შემიძლია, წავიდე? 

ტოლანდი ისე გავიდა კაბინეტიდან, არც ერთს არ დამშვიდობებია. მას უკეთესი გეგმა ჰქონდა, ვიდრე სასამართლოში უსამართლო განაჩენის გამო ჩივილი...

ტოლანდი მეორე დღეს, პირველ საათზე გაათავისუფლეს. დაუბრუნეს ტანსაცმელი და ის 93 დოლარი, რომელიც ციხეში ყოფნისას გამოიმუშავა; ასევე, მისცეს ქალაქში ჩასასვლელი ავტობუსის ბილეთი. ტოლანდმა ღამით ყველაფერი მოიფიქრა და უმნიშვნელო დეტალებამდე გათვალა. პრინციპში, ბევრი არც არაფერი იყო გასაკეთებელი. ერთ-ერთ გაჩერებაზე იყიდა პატარა, იაფფასიანი ჩემოდანი, საპარსი, კბილის ჯაგრისი, პერანგი და ახალი საცვლები. ჩააღწია პატარა სასტუმრო „კარლილამდე“ და ნომერი თავის სახელზე შეუკვეთა... როცა პოლიცია ძებნას დაუწყებდა, უნდოდა, მალე და უპრობლემოდ ეპოვათ. შხაპი მიიღო და, იქვე, პატარა კაფეში, გემრიელად ისადილა. ორი  ჭიქა ნამდვილი შავი ყავაც დალია, მერე ისევ ნომერში ავიდა და დაიძინა. მეორე დილით, ადრიანად, ქალაქის ღარიბ უბანში წავიდა და პატარა საპარიკმახეროში შევიდა.

– მე კურკის მეგობარი ვარ. მინდა, მათხოვოთ მისი 45-კალიბრიანი რევოლვერი, თავის ჩასადებიანად. გვიან საღამოს დაგიბრუნებთ – ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, საფოსტო ყუთში ჩავაგდებ. 

პარიკმახერმა უსიტყვოდ გამოუტანა იარაღი... ტოლანდმა პატარა მაღაზიაში ორი შეკვრა საიზოლაციო ლენტი, ათი ცალი საფოსტო მარკა, ამანათისთვის ყუთი და ასევე, შესახვევი ქაღალდი იყიდა და შებინდებას დაელოდა. ტაქსი კომპანია „გურნიკიდან“ ორი კვარტლის მოშორებით გააჩერებინა – ასე გაცილებით უსაფრთხო იყო. დარჩენილი გზა ფეხით გაიარა. კომპანიის ტერიტორია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ, ტოლანდმა ზუსტად იცოდა, სად რა მდებარეობდა... დარაჯმა ჯერ მკერდზე მიბჯენილი რევოლვერის ლულა დაინახა, მერე ტოლანდიც იცნო, რომელსაც არც უცდია სახის დაფარვა და შიშისგან ერთიანად აკანკალდა.

– ნუ იზამ ამას, ტოლანდ. მე გლიკმა მაიძულა, შენ წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება.

 არც აპირებდა მის მოკვლას, მაგრამ, ჰანსმა ხომ ეს არ იცოდა?! ტოლანდმა დარაჯი სკოჩით მაგრად გაკოჭა და პირიც აუკრა. მერე სეიფი ოსტატურად გააღო  სპეციალური ბრტყელტუჩათი – სამი წელი სეიფის გატეხის სპეციალისტთან ერთად იჯდა კამერაში და დრო ტყუილუბრალოდ არ დაუკარგავს... ფულის დასტები აკურატულად ჩაიწყო ჩემოდანში და კომპანიის ტერიტორია უხმაუროდ დატოვა, თან, საგულდაგულოდ გაწმინდა ყველაფერი, რასაც კი შეეხო. სასტუმროში ფეხით დაბრუნდა. გზად საპარიკმახეროსკენ გაიარა და, დაპირებისამებრ, რევოლვერი საფოსტო ყუთში ჩააგდო... 

ნომერში მისულმა ფული დიდ კონვერტში ჩააწყო, შეფუთა, საიზოლაციო ლენტით შეკრა, დააკრა ათივე მარკა და არარსებული მისამართი დააწერა. სამაგიეროდ, ზედმიწევნით ზუსტად მიუთითა  გამგზავნის – თავისი ცოლის, დიეზის მისამართი. ამანათი დანიშუნლების ადგილას ვერ მიაღწევდა და მის დეიზის დაუბრუნებდნენ. ამ პროცედურას ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა, მაგრამ, ტოლანდს არსად ეჩქარებოდა. ამანათი უახლოეს საფოსტო ყუთში ჩააგდო და ისევ სასტუმროში დაბრუნდა. ჯერ კარგად იბანავა, მერე ფეხსაცმლის ძირები გარეცხა და გაამშრალა, შარვალი საგულდაგულოდ გაწმინდა და ჯაგრისით  ფრჩხილების ქვეშიდანაც კი გამოირეცხა არარსებული მტვერი. ბოლოს საწოლზე წამოწვა და მშვიდად დაელოდა...

დილის 8 საათზე მოადგნენ კაპიტანი გლიკი და ორი სერჟანტი.

– ოჰო, რა ხდება, კაპიტანო? – თავაზიანი ღიმილით შეეგება მათ ტოლანდი.

– ღამით „გურნიკის“ სეიფი გაძარცვეს და დარაჯმა შენ დაგადო ხელი.

ტოლანდს ისტერიული სიცილი აუტყდა:

– რომელმა დარაჯმა, გლიკ, დამცინით თუ ხუმრობის გუნებაზე ხართ? იმან, რომელმაც ერთხელ უკვე მისცა ცრუ ჩვენება სასამართლოზე ჩემ წინააღმდეგ? ამჯერად ეს ამბავი აღარ გაგივათ, ყველაზე უნიჭო ადვოკატიც კი გაანადგურებს თქვენს ბრალდებას. რომელი მოსამართლე დაუჯერებს დარაჯს, რომელმაც, შეშინებულმა იმით, რომ ციხეში ტყუილუბრალოდ გაშვებული ადამიანი მასზე შურს იძიებდა, ხელმეორედ დაადანაშაულა ძარცვაში?! თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ, გლიკ... გაქვთ კიდევ რამე ჩემ წინააღმდეგ, გარდა თქვენი გონებაჩლუნგი დარაჯის ჩვენებისა?.. მაშინ გეტყვით, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გატეხა სეიფი „გურნიკში“ და დარაჯის ნაბოდვარიც ფეხებზე მკიდია... ახლა კი, ბოდიში, დრო აღარ მაქვს, ჩემს ცოლთან და შვილთან უნდა დავბრუნდე – იმდენი ხანია, არ მინახავს...

კაპიტანმა ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია...

 

скачать dle 11.3