კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბუნების საოცრება

ბუნების საოცრება

მარგალიტი ბუნების მიერ შექმნილ საოცრებათგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელია. მარგალიტისგან შექმნილი სამკაული კლასიკურია და გასაოცრად დახვეწილი.  მას კონკრეტული ფორმა აქვს – მრგვალია ან წვეთისებრი. მდიდრული, მბრწყინავი, ფერთა ორიგინალური გრადაციით. მარგალიტისგან სიურპრიზებს, მოულოდნელობებს არ ელოდებიან.  სტაბილურად ძვირფასია და პრესტიჟული... თუმცა, გამონაკლისი მარგალიტებშიც არსებობს. ეს არის მარგალიტი „კეში“. მას ფერთა წარმოუდგენლად დიდი პალიტრა აქვს. ვარდისფერი, იისფერი, შოკოლადისფერი, ზღვის ტალღისფერი... ბრწყინავს ჩვეულებრივ მარგალიტზე ორჯერ უფრო მეტად და რაც გაცილებით მნიშვნელოვანია – არასტანდარტული ფორმა აქვს. არ არსებობს ორი ერთნაირი „კეში“. იაპონურიდან თარგმანში „კეში“ ყაყაჩოს მარცვალს ნიშნავს. სინამდვილეში, „კეშის“ ყაყაჩოსთან ან მარცვალთან საერთო არაფერი აქვს, კულტივირებული მარგალიტისგან განსხვავებით. საქმე ისაა, რომ დღეს თითქმის ყველა მარგალიტი ხელოვნურად არის გამოყვანილი, ფერმაში. „ველური“ მარგალიტი – რომელიც ბუნებრივად იზრდება ნიჟარებში, ძალიან იშვიათია და კოლოსალური თანხა ღირს. ფერმაში, ნიჟარაში ხელოვნურად შეჰყავთ პაწაწინა, დაპრესილი სადაფის მარცვალი. ამ იმპლანტის გარშემო იზრდება მარგალიტი – გლუვი და თანაბარი ფორმების. მაგრამ, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ნიჟარის კედელზე გამოიზრდება მეორე მარგალიტიც – სტიქიურად და თავისი წესებით, არაბუნებრივი ფერით და ფორმით. სწორედ ეს არის „კეში“. მისი სიდიდე მთლიანადაა დამოკიდებული ნიჟარის ზომაზე. ყველაზე იშვიათია შოკოლადისფერი „კეში“ – „მოკოს“ შეფერილობით. დღემდე ვერავინ ახსნა, რა აძლევს მარგალიტს ამ შეფერილობას.

 

ცენზურა და კანონი

 

პირველი ცენზორები რომაელები იყვნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 443 წელს რომის მაგისტრატმა ცენზურა შემოიღო. მისი დამცველები მოსახლეობას აკონტროლებდნენ, თუ როგორ ასრულებდნენ ისინი ქალაქის ხელმძღვანელობის შეკვეთებს.

ცენზურის უკიდურესი ფორმაც არსებობდა – სიკვდილით დასჯა. მაგალითად, ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე აიძულეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 399 წელს დაელია საწამლავი მხოლოდ იმიტომ, რომ გააკრიტიკა ათენის დემოკრატია.

პირველი მასშტაბური ცენზურა – განკარგულება გამოიცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 213 წელს. ჩინეთის დიდი კედლის ამშენებელმა ცინ ში ხუან დიმ ბრძანა, დაეწვათ ყველა წიგნი მეცნიერებაზე, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაზე. ასევე, აიკრძალა მკითხაობა და მკითხაობასთან დაკავშირებული ლიტერატურა. ბრძანების შედეგად სიკვდილით დასაჯეს 500 მეცნიერი. რეპრესირებულ იქნა კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი.

იულიუს კეისარმა ბრძანება გასცა, ეგვიპტეში დაეწვათ ალექსანდრე დიდის ანტიკური ბიბლიოთეკა. 700 000 წიგნი და მასთან ერთად უნიკალური ისტორიაც ცეცხლმა შთანთქა. 400 წლის შემდეგ დამწვარი ბიბლიოთეკა წვალებით აღადგინეს, მაგრამ ახლა ის მეორე რომაელმა იმპერატორმა – ფეოდორსიმ დაწვა, მოტივით, წარმართულია და სახიფათოო. გავიდა 300 წელი და ზუსტად იმავე მოტივით ბიბლიოთეკა ხალიფა ომარმა გადაწვა – ეს წიგნები ყურანთან წინააღმდეგობაში მოდის და ამიტომ სრულიად უსარგებლოაო. 

რომის პაპმა პავლე მეოთხემ მიქელანჯელო აიძულა, შეემოსა „საშინელი სამსჯავროს“ ფრესკაზე გამოსახული ადამიანები „სიქსტის კაპელაში“.

ასე რომ, ცენზურა თითქმის კაცობრიობის ცივილიზაციის ასაკისაა.

 

скачать dle 11.3