კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: განსაკუთრებით რომელი ჯიშის ძაღლებს უჭირთ ცხელი ზაფხულის გადატანა?

პასუხი: ცხელი სეზონის გადატანა განსაკუთრებით უჭირთ გრძელბეწვიანი  და მოკლეცხვირიანი ჯიშის ძაღლებს; გრძელბეწვიან ძაღლებში კი განსაკუთრებით მათ, რომლებსაც მუქი ფერი აქვთ. ძაღლი უნდა ამყოფოთ გრილ ადგილას, პერიოდულად უნდა აბანაოთ და უნდა ჰქონდეს მუდმივად წყალი. ის ჯიშები, რომლებსაც კრეჭენ ბეწვს, ზაფხულშიც უნდა გაკრიჭოთ, ხოლო ისეთებს, რომლებსაც უტარდებათ ტრემინგი, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ – ყოველივე ეს დაიცავს ძაღლს სითბური დაკვრისგან. ამ პერიოდში ხშირია გულის უკმარისობები და ეგზემები. ეს უკანასკნელი კი გამოწვეულია ბეწვის ჩახურებით.

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, ზაფხულის კვების შესახებ – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პასუხი: კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზაფხულში. უმნიშვნელოვანესია პროდუქტების სიახლე, რადგან, საკვები სიცხეში ადვილად ფუჭდება. ამ პერიოდისთვის სასურველია, ძაღლს მისცეთ ნაკლებად ცხიმიანი საკვები. სიცხეში ზოგიერთი ძაღლი ნაკლებს ჭამს, რაც ნორმალურია.

კითხვა: დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე სარისკო ძაღლის გარეთ გაყვანა?

პასუხი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის გაჩერება მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე ცხელი მზეა, მაგალითად, 12 საათიდან 16 საათამდე. ცხოველის გასეირნება სასურველია უფრო მოგვიანებით და ისეთ ადგილას, სადაც ჩრდილია. თუ არის ცხოველის ტრანსპორტირების აუცილებლობა, მაშინ, სასურველია, ეს მოხდეს საღამოს საათებში. ასევე, კარგია, თუ გამოიყენებთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც დაიცავს ცხოველს ტრანსპორტის დაავადებისგან. გადაადგილების დროს აუცილებელია, თან იქონიოთ წყალი და პირსახოცი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, დაასველოთ და ძაღლს შემოახვიოთ. რაც უნდა მცირე ხნით მოგიხდეთ მანქანიდან გადასვლა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცხოველის დატოვება დაკეტილ ავტომობილში.

არ უნდა დაგვავიწდეს, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს სხეულის ტემპერატურა გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე ადამიანს. ამას ემატება ბეწვის საფარველი, რის გამოც სწრაფად ხდება მათი ორგანიზმის გადახურება. ხოლო გაგრილების, ანუ სითბოს გაცემის ზედაპირი კი – გაცილებით პატარა. ამიტომ მათ აქვთ სითბური და მზის დარტყმისკენ მიდრეკილება. სიცხეს განსაკუთრებით უნდა მოარიდოთ დაავადებული ცხოველები, ლაპარაკია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემების დაავადებები, განსაკუთრებით საფრთხილოა ეპილეფსია. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გულის მანკი, ძნელად იტანენ სიცხეს. იგივე მოსდით ცხოველებსაც, რომლებსაც აქვთ გულის პათოლოგიები, უწევთ არტერიული წნევა, მატულობს გულისცემა და სუნთქვითი მოძრაობები; ვითარება ქოშინი, ხდება ვენური შეგუბება, რაც იწვევს ციანოზს (ლორწოვანი გარსები ლურჯი ფერისაა); შეშუპებები ვითარდება კიდურებისა და გულ-მკერდის ქვეშ; ასევე, შეიძლება, განვითარდეს ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპებაც, რაც ძალიან საშიშია ცხოველისთვის. ასეთი ძაღლები ადვილად ექვემდებარებიან სტრესს და კარგავენ გონებას. დაავადების ამგვარი სიმპტომატიკის ჩამოყალიბება ხდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: კატებში – ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიები, ძაღლებში კი – დილატაციური კარდიომიოპათია, ენდკარდიოზი და სარქველების უკმარისობა. 

 

скачать dle 11.3