კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენიმე რჩევა ქალი მძღოლებისთვის

მითი იმის შესახებ, რომ ქალბატონგებმა ავტომობილის მართვა არ იციან და სწორედ მათ გამო ხდება ავტოავარიათა შემთხვევების უმეტესი ნაწილი, ქვიშით ნაგებს ჰგავს. იმაზე, რომ ქალბატონები საჭესთან არანაკლებ კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ვიდრე მამაკაცები, ყველა მძღოლი ქალბატონი დამეთანხმება და არც მამაკაცებთან გვჭირდება ამის მტკიცება. მაგრამ, როდესაც ჩვენი უფლებების დასაცავად პროფესიონალი გამოდის, მისი მოსმენა ნამდველად ღირს. ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე თავად გვესაუბრება იმის შესახებ, თუ როგორ მოსწონს მას ქალი საჭესთან.

მევლუდ მელაძე: მიზეზი, თუ რატომ მიაჩნიათ ქალბატონები ცუდ მძღოლებად, ძალიან მარტივია: მამაკაცებს, მეტ-ნაკლებად, ბავშვობიდანვე აქვთ შეხება ავტომობილთან – ხან მამიკო, ხან ბიძა, ხან მეგობარი სვამს საჭესთან და ის უკვე შეჩვეულია ავტომობილს. ასევე, მამაკაცების უმრავლესობამ სრულწლოვნებამდე, ასე თუ ისე, იცის ავტომობილის მართვა. ქალები კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პირიქით არიან – მამიკოები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ და, შესაბამისად, ისინი მართვის სწავლას იწყებენ მაშინ, როდესაც მართვის მოწმობას აიღებენ ან ავტომობილს შეიძენენ. ამიტომ, ქალი გარკვეულ მომენტებზე ვერ ახდენს რეფლექსურ რეაგირებას და უწევს ფიქრი. სწორედ ამ ფიქრის გამო ამბობენ მამაკაცები, რომ ქალი საჭესთან საშიშია.

– ანუ, ეს ჩვენი ტვინის მოწყობაზე არ არის დამოკიდებული? მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ სწრაფი რეაგირების უნარი არ გვაქვს.

– არავითარ შემთხვევაში! უბრალოდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ბოლო წლებში იმატა ქალი მძღოლების რიცხვმა და, შესაბამისად, მათ უმეტესობას პრაქტიკა არ აქვს, ხოლო, ის მძღოლი ქალბატონები, რომლებსაც რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ, პატარა შეცდომასაც კი არ უშვებენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სპორტულ შეჯიბრებებში ავტომანქანებს ქალბატონები ბევრად უკეთესად მართავენ, ვიდრე მამაკაცები. ქალებს, მამაკაცებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მობილიზებული გონება აქვთ და უფრო მეტ რამეზე შეუძლიათ ერთდროულად ფიქრი.

– ეს თქვენი დაკვირვებით შეამჩნიეთ თუ რამე სტატისტიკაც არსებობს?

– მსოფლიოში ხშირად ტარდება მსგავსი  ტიპის ტესტირებები. ამ ტესტირებით გამოვლენილია, რომ საჭესთან მყოფ ქალს შეუძლია, თავისუფლად ისაუბროს მობილურ ტელეფონზე, წაისვას პომადა, ჩაიხედოს სარკეში, გაგზავნის მესიჯი და თან მართოს ავტომობილი. ასე რომ, აზრი, თითქოს ქალი საჭესთან სერიოზული საფრთხეა, მცდარია.

– პროცენტულად ვინ უფრო მეტ ავარიას ახდენს – ქალი თუ კაცი?

– წვრილმანი ავარიები, როგორიცაა პარკირება, მანქანის ოდნავ „გასმა“, მეორე მანქანის გაჩხაპნა ან ფარის დაზიანება – ქალების „კისერზეა“; საშუალო და მძიმე ავარიების რაოდენობით კი ქალები ახლოსაც ვერ მოვლენ მამაკაცებთან.

– ბევრი მძღოლი ამბობს, როგორ იდეალურადაც არ უნდა მართავდეს ქალი მანქანას, შეიძლება, ისეთი სულელური ქმედება ჩაიდინოს, რომ გაგაოცოსო.

– მამაკაცები ბევრად უფრო პრაქტიკულები და რეალისტები ვართ, ვიდრე ქალები. თქვენ უფრო რომანტიკულები და მრავალფეროვანები ხართ და, შესაბამისად, შეიძლება, ისეთი რამ გააკეთოთ, რაც მამაკაცს არასდროს მოუვა აზრად. ისევე, როგორც სიყვარულში, ქალი ფანტაზიების კარნახით მოქმედებს და იგივე ხდება საჭესთან.

– თქვენი დაკვირვებით, როგორი უნდა იყოს ქალების ურთიერთობა პატრულთან?

– მიუხედავად იმისა, თუ ქალბატონია მძღოლი, თუკი მოძრაობის წესები დაარღვია, უნდა დაჯარიმდეს, მაგრამ, საქართველოში ყოველთვის იქნება მძღოლი ქალბატონების დანდობა. თუმცა, ქალსაც გააჩნია – თუ უცებ გადმოხტება ვიღაც „სტერვა“ გოგო მანქანიდან და წიკვინს დაიწყებს, ქალი ვარ და რატომ მაჯარიმებთო, ასეთ შემთხვევაში მას აუცილებლად დააჯარიმებენ. მაგრამ, თუ ავტომობილიდან ლამაზი, გაღიმებული გოგო გადმოვა, აღიარებს შეცდომას და გთხოვს, მაპატიეო, აპატიებ, აბა, რას იზამ? ჩემი რჩევა იქნება ქალბატონებისთვის – ყოველთვის გაიღიმეთ და ყველაფერი გამოგივათ!

 

скачать dle 11.3