კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შეიძლება თუ არა ჩაეთვალოს ბრალდებულს ავადმყოფობის გამო  სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა  საპატიოდ და რა კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება, ჩაითვალოს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის გამოუცხადებლობა საპატიოდ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ზოგადად, საპატიო მიზეზად ითვლება სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, როცა ეს გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე, არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, არსებობს თუ არა რაიმე პრინციპი, რომლის მიხედვითაც სასამართლო განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის თანმიმდევრობას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  სამართლიანი პროცესისა და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით, გამოყენებულია პატიმრობა.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას გულისხმობს უდანაშაულობისა და თავისუფლების  პრეზუმპციის  პრინციპი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ უდანაშაულობისა და თავისუფლების პრინციპში იგულისხმება შემდეგი პრინციპული დებულებები: 1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. 2. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე. 3. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. 4. პირი უნდა იყოს თავისუფალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდა მისი დაპატიმრების აუცილებლობა.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, ექსპერტიზის დასკვნა  წარმოადგენს თუ არა უტყუარ მტკიცებულებას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაბამისად, არც ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ და უტყუარ მტკიცებულებად და ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება.

скачать dle 11.3