კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (103)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რის გამო ჰქონდა ნანა ნებიერიძეს დეპრესია და როგორ გაუმკლავდა ის წლების წინ მიღებულ სერიოზულ ტრავმას

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩენისთანავე, ნანა ნებიერიძემ ძალიან ბევრი ადამიანის სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა, რაც აშკარად დღემდე გრძელდება. მშვენიერი ქალბატონი ამჟამად მთლიანად შვილის, 20 წლის ნინას გათხოვების ამბებზეა გადართული.

 

ნანა ნებიერიძე: დაკავებული ვარ იმით, რომ ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი შვილი თხოვდება. თავიდან ცოტა გამიჭირდა ამასთან შეგუება, ეს ბუნებრივიცაა – დედა ვარ, ვიცოდი, ეს როდესმე მოხდებოდა... მაგრამ, ფაქტის წინაშე რომ დგახარ, ცოტა იძაბები. ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ, რადგან სასიძო არაჩვეულებრივი ბიჭია. ორჯერ ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, ჩემი შვილი როგორი ბედნიერია და უკვე ადგას თავის გზას.

– როგორ ეგუებით სიდედრის ამპლუას? 

– ამის გამო ყველა დამცინის: ვაიმე, ნებიერიძე, შენ ხარ სიდედრი? ნეტავ, ჩემი სიდედრი ყოფილიყავი... მეც მინდა ასეთი სიდედრი... რა თქმა უნდა, ხუმრობენ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ბებიობისთვისაც ვემზადები. უკვე ჩემი სიტყვა ვთქვი: ის ჩემი ბავშვი იქნება, წავიყვან, გავზრდი. 

– ასე მგონია, ძალიან მეგობრული დედა ხართ. 

– ზედმეტად მეგობრული ვარ. ხანდახან მავიწყდებოდა, რომ ჩემი შვილია. ერთადერთი, რაზეც მქონდა პრობლემა და ვჩხუბობდით, ეს გახლდათ სწავლა. ზარმაცი იყო, სხვა მხრივ, არაჩვეულებრივი ბავშვია. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, სწორად გამიგეთ. თავისი მინუსებიც აქვს, პლუსებიც, მაგრამ როგორც პიროვნება, მართლაც, არაჩვეულებრივია. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შვილი მყავს. მე ცოტა სხვანაირად ვიზრდებოდი, სპორტს მივსდევდი, სულ წასული ვიყავი, მოსკოვში, კიევში ვსწავლობდი. ამიტომ, მგონი, ჩემს მშობლებს არ მოუწიათ ჩემზე ზრუნვა და ტანჯვა. ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. 10 წლის ვიყავი, როცა სულ მარტო გადავფრინდი კიევში, შეჯიბრებაზე მივდიოდი. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს იმისთვის, რომ არასდროს ვყოფილვარ მათზე ზედმეტად მიჯაჭვული. თავისუფალი ვიყავი. რა თქმა უნდა, როგორც მშობლები, მაკონტროლებდნენ, მეჩხუბებოდნენ, მასწავლიდნენ, მაგრამ ჩემს არჩევანში, საქციელში თავისუფალი ვიყავი. 

– ამ ასაკში, რომელშიც ახლა ნინაა, ის უკვე გყავდათ? 

– კი, მყავდა. ზუსტად 20 წლის ვიყავი, სპორტს რომ დავუბრუნდი და სერიოზულად ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის. ნინა ჟურნალისტიკაზე სწავლობს, სპორტთან კავშირი არ აქვს. თუმცა, ცურვა იცის, ჩოგბურთს თამაშობს, თხილამურებზე დგას, ცხენით ჯირითიც იცის, ცეკვაზე, სიმღერაზე დამყავდა – რაც შემეძლო, ყველაფერი მაქსიმალურად მივეცი. ჯერ ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს. მე ამხელა ქალი ვარ და როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მივიღე მონაწილეობა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. კარგია, როდესაც პოპულარული ხარ, ხალხს მოსწონხარ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საკუთარ თავში – მე ძალიან ბევრი რამ შემიძლია. ეს კი ძალიან დიდ ძალას მმატებდა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. ადამიანი ბუნების საოცრებაა, მას ყველაფერი შეუძლია. უბრალოდ, სწორად უნდა მიუდგე, სწორად  იფიქრო და მერე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა. ჩვენ ხომ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები, ნებისმიერ ადამიანს ძალიან ბევრი რესურსი აქვს. 

– რა იყო თქვენი პირველი წარმატება? 

– ვიყავი ევროპის ჩემპიონი წყალში ხტომაში, იყო სხვა წარმატებებიც... მერე მქონდა სერიოზული ტრავმა – მე და ნინას მამა გავცილდით. მქონდა პაუზა, მაგრამ მერე ისევ დავიწყე ვარჯიში, რადგან მივხვდი: ეს იყო საქმე, რომელიც კარგად ვიცოდი. იმ მომენტში, ცოტა დაბნეული ვიყავი, დავიკარგე ცხოვრებაში, რადგან ეს ჩემთვის სერიოზული ტრავმა იყო. ამიტომ, რაც კარგად ვიცოდი  და მიყვარდა, იქ დავბრუნდი და მივაღწიე კიდეც წარმატებას. ვარჯიში, ეს არის სერიოზული, ყოველდღიური, როგორც ფიზიკური, ასევე მორალური, ფსიქოლოგიური დატვირთვა. ამიტომ, იმ დროს ძალიან დამეხმარა. არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ხარ ასაკით, თუ დიდი – ეს ერთნაირი ტკივილია. შეიძლება, ახალგაზრდობაში უფრო მეტ პერსპექტივას ხედავ, ვიდრე ასაკში, მაგრამ ტკივილი მაინც ერთი და იგივეა. მე მარტო არასდროს ვყოფილვარ – ნინა მყავდა. მყავს დედა, მამა, ძმა, და, მეგობრები, უამრავი ხალხი. იოლად არა, მაგრამ თამამად ვგრძნობდი თავს და წინ მივდიოდი. ადამიანი ძლიერი უნდა იყო. ეს ცხოვრებაა და არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის. არავინ იცის, ხვალ ან ზეგ რა მოხდება. ამიტომ, თუ შენ შინაგანად ძლიერი ხარ, ყველაფერს მიაღწევ. ტირილი, დეპრესიები არაფერს მოგცემს და არც არის საჩემო საქმე. თუმცა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ისეთი, როგორც სხვები: დეპრესიაც მქონია და ტირილიც ვიცი. უბრალოდ, ვცდილობ, ეს არავის ვაჩვენო. თამამად შემიძლია გითხრათ: ჩემი მშობლები ვერც ხვდებიან, როდის მაქვს სერიოზული პრობლემები, რადგან მაქსიმალურად ვცდილობ, ეს მათ არ ვაჩვენო. ამიტომ, რომ მიყურებენ, ამბობენ: ნებიერიძეს რა ენაღვლება, ყველაფერი კარგად აქვს. კი, კარგად მაქვს – აბსოლუტურად მართლები არიან, მაგრამ ცხოვრებაში სხვა რაღაცეებიც ხდება. როდესაც რაღაც პრობლემა ჩნდება, ჩვენ შეგვიძლია, ავირჩიოთ, რა არის კარგი და რა – ცუდი, რა – შავი და რა – თეთრი. ასეთ დროს ხვდები: იქ რაღაც შეცდომა დავუშვი, ახლა აღარ უნდა დავუშვა და ასე, ნელ-ნელა შეცდომებზე სწავლობ ცხოვრებას. ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ და ვცდილობ, გავიგო, რა შეცდომა დავუშვი. 

– რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს პირად ცხოვრებაში? 

– სულ ვცდილობ, ვიცხოვრო ერთი დღით და მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი დღით ასეთი ბედნიერი ვარ. მყავს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, გვერდში მიდგას და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, დავეხმარო.

 – როგორ მოგხიბლათ? 

– ორი სიტყვით შემიძლია ვთქვა: ერთი შეხედვით. რომ დავინახე, მივხვდი: ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან, სულთან. ასეთ ურთიერთობაში, ანუ, როცა ორ ადამიანს შორის ასეთი გრძნობა არსებობს, იქ ორმხრივია ყველაფერი. თუ გახსოვთ, „ნოკიას“ ერთ-ერთ მოდელში იყო ასეთი ფოტო: ჯერ დევს დიდი ქვა, მერე მასზე ცოტა პატარა, ასე პატარავდება ქვები და ბოლოში დევს ძალიან პატარა, რომელსაც მოჰყვება ისევ დიდი ქვა, მერე უფრო პატარა და ასე შემდეგ. ეს არის ბალანსი. თუ ამოვარდება ერთი ქვა, არ აქვს მნიშვნელობა, ის დიდი იქნება თუ პატარა,  ბალანსი ინგრევა. ამიტომ, ამ ცხოვრებაში მთავარი ბალანსია. როცა ადამიანი წყნარად, მშვიდადაა, ეს მისთვისაც კარგია და სხვებისთვისაც. 

– თუმცა, ამ ბალანსის დაცვა არ არის ადვილი. 

– სწორედ, ეს არის ცხოვრება. რა თქმა უნდა, 20 წლის ასაკში ასე არ ვფიქრობდი, წლებს, გამოცდილებას ბევრი რამ მოაქვს. თან, ძალიან მიყვარს კითხვა, ბევრს ვკითხულობ – მაინტერესებს ადამიანების ურთიერთობა, რა არის ცხოვრება. 

– რა არის თქვენთვის ცხოვრება? 

– არ მინდა, ბანალურად გამომივიდეს: სიყვარული, ბავშვები და ასე შემდეგ. როცა შინაგანად მშვიდად ხარ, გიყვარს საკუთარი თავი, სხეული, შინაგანი განწყობა, მაშინ ხარ ბედნიერი და ეს არის ცხოვრება. როდესაც შენ ბედნიერი ხარ, მერე სხვებიც აუცილებლად კარგად იქნებიან. ამიტომ უნდა ვაჩუქოთ ადამიანებმა ერთმანეთს სითბო, ფლუიდები, ბევრი პოზიტივი. 

– როდესაც სპორტს ოფიციალურად დაანებეთ თავი, ალბათ, ეს იყო თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი. 

– ძალიან რთული იყო. ოლიმპიადა არ მომიგია, მაგრამ, როცა პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, ამ სფეროში ამდენ ხანს ხარ დაკავებული, იქ ტურისტად წასვლას აზრი არ აქვს. თან, ნინა იმ დროს სკოლაში სწავლობდა, ვიფიქრე: როდემდე... ჯობია, მეტი დრო ჩემს შვილს ვაჩუქო-მეთქი. აი, ზუსტად იმ პერიოდში მქონდა სერიოზული დეპრესია. რომ ამბობენ ხოლმე: ასაკოვანი ადამიანები პენსიაზე გადიანო... დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვიყავი. ეს არის საშინელება. რაღაც პერიოდი სულ დაკავებული ხარ, სულ შრომობ და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მთავრდება და არ იცი, რა მოხდება. ნინა, ნინა, ნინა...  მთლიანად მასზე ვიყავი გადართული. თუმცა, ახლაც თვე არ გავა, სიზმარში არ ვნახო ვარჯიში, ჩემი მწვრთნელი, აუზი... ისეთი ნიუანსები, რაც რეალობაში არ მახსოვდა. ძალიან მენატრება, ისევე, როგორც ცეკვები – ისე შემიყვარდა, ისე მენატრება ეს ყველაფერი... ლევანი თავისთავად, რადგან ძალიან გამიმართლა – არაჩვეულებრივი მეწყვილე მყავდა. სხვათა შორის, ახლახან შემომთავაზეს ფილმში გადაღება. როგორც მითხრეს, ყოფილ „მის საქართველოს“ ვთამაშობ, მგონი, შარში ვარ. ვნახოთ, რა იქნება, ვფიქრობ. 

– მანამდე ხომ იყო სპექტაკლი „ყინულის დედოფალი“.

– ეს, საერთოდ, სხვა სამყარო იყო. პირველად იყო ჩემს ცხოვრებაში, ისე ვნერვიულობდი. ცხოვრებაში არ მიცეკვია და სცენაზე არ ვმდგარვარ. მაშინვე დავთანხმდი, ძალიან მაინტერესებდა, თან ვგიჟდები ზაალ ჩიქობავაზე, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, პროფესიონალი. ალბათ, ჩემში დაინახა ის, რაც სჭირდებოდა. რომ დამინახა, მაშინვე თქვა: ეს იქნება ყინულის დედოფალი, მიუხედავად იმისა, რომ მე და ყინულის დედოფალი საერთოდ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ხასიათით, შინაგანად – სად ყინულის დედოფალი და სად – მე. მაგრამ, ვფიქრობ, შევძელი, ჩავერთე როლში. ყველაზე რთული ის იყო, ბავშვები რომ მოდიოდნენ და ამბობდნენ ჩემზე: ამ დეიდას ვერ ვიტან... მე ამ დროს გული მისკდებოდა, ვამბობდი: კარგი ვარ, თბილი ვარ და ვიხსნიდი ყველაფერს. 

 

скачать dle 11.3