კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაქვს ძალიან ცხიმიანი თმა. როგორი შემადგენლობის შამპუნი უნდა გამოვიყენო?

პასუხი: თავისთავად, თმა არ შეიძლება, ცხიმიანი იყოს. ცხიმიანი ან მშრალი, როგორიც წესი, არის თავის კანი. ცხიმიანი თავის კანის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ შამპუნები, რომელთა შემადგენლობაში შედის ლიმონის, ევკალიპტის, ჭინჭრის ექსტრაქტები, თუთია, ზღვის წყალმცენარეები. ეს საშუალებები ამცირებს სებუმის (სეკრეტის) გამომუშავებას და არეგულირებს წყალ-ლიპიდურ ბალანსს. მათი ყოველდღე გამოყენება საჭირო არ არის. შედეგს 3-4-ჯერ დაბანის შემდეგ იგრძნობთ.

კითხვა: მაქვს თხელი თმა. ვიზუალურად მოცულობის გასაზრდელად ვიკეთებ ლოკონებს, მაგრამ, ერთ-ორ საათში დამეშლება ხოლმე. რას მირჩევთ?

პასუხი: ლოკონების გაკეთების შემდეგ, ძირებიდან 2-3 სანტიმეტრის დაშორებით, თმის მთელ სიგრძეზე წაისვით შამპუნი პანთენოლის შემადგენლობით. ის გაამკვირვებს ლოკონებს და გაზრდის მათ მოცულობას.

კითხვა: მაინტერესებს, რა ფერის თვალის „ჩრდილებია“ ამ სეზონზე აქტუალური?

პასუხი: ამ სეზონზე აქტუალურია „ჩრდილის“ ნებისმიერი ფერი, რომელიც უხდება თქვენი თვალების, თმის ან სამოსის ფერს, ოღონდ, უნდა დაიცვათ ერთი წესი: გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ფერის „ჩრდილი“.

კითხვა: სახის მასაჟის რამდენი სახეობა არსებობს?

პასუხი: მასაჟის უამრავი სახეობა არსებობს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი და მიღებულია: პლასტიკური, კოსმეტიკური, ჟაკე-მასაჟი და ასე შემდეგ. სულ ცოტა ხნის წინ კი შემოვიდა მასაჟის ახალი მეთოდი – ოსტეოპათიური, რომელიც მხოლოდ სპეციალისტთან უნდა გაიკეთოთ. ამ უნიკალურ მასაჟს საოცარი შედეგი აქვს: ხსნის შეშუპებას, ათანაბრებს კანის ფერს; აახალგაზრდავებს კანს, ამცირებს ძველი ნაოჭების სიღრმეს, აქრობს წვრილ ნაოჭებს, კანის ქსოვილიდან გამოდევნის წიდებსა და ტოქსინებს, ხსნის კუნთების დაძაბულობასა და სტრესს.

 

 

скачать dle 11.3