კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მთავარი დანაკლისი

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი შვედეთის ნაკრების გარეშე მიმდინარეობს და ბრაზილიურ მოედნებზე ნამდვილად იგრძნობა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნა, ფეხბურთელის, რომელმაც თავად განაცხადა, რომ მის გარეშე მუნდიალი აღარ არის საინტერესო. 

* იბრაჰიმოვიჩების მრავალშვილიანი ოჯახი მალმეს რუსენგორდის უბანში ცხოვრობდა, სადაც არაერთი ბალკანელი ემიგრანტი ოჯახი იყო დასახლებული. მათ საკუთარი საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით „ბალკანიც” კი ჰქონდათ ჩამოყალიბებული და სწორედ იქ დაიწყო პატარა ზლატანის საფეხბურთო კარიერა. გარდა ამისა, ფეხბურთის პარალელურად, ზლატანი კორეული საბრძოლო ხელოვნებით, კერძოდ, ტაეკვანდოთი იყო გატაცებული, რომელშიც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ამ ხელოვნებამ მის საფეხბურთო ფილოსოფიაზეც იქონია დიდი გავლენა.

* 12 წლის ასაკში ზლატანით მალმეს მთავარი გუნდი, იმავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი „მალმე” დაინტერესდა, 1999 წელს კი იბრაჰიმოვიჩის პროფესიული დებიუტი შედგა დიდ ფეხბურთში. საინტერესოა, რომ, პირველმა, ვინც თვალი დაადგა ნიჭიერ ზლატანს, ლონდონის „არსენალის” მწვრთნელი არსენ ვენგერი იყო, რომელიც პირადად არაერთხელ ესაუბრა 18 წლის ზლატანს, თუმცა მისგან თანხმობა არ მიუღია. „აიაქსში” გატარებულმა სამმა წელმა იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონის ორი ტიტული, ერთი თასი და მსოფლიო დონის გოლეადორის ტიტული მოუტანა; გარდა ამისა, ზლატანის ტალანტი სამშობლოშიც დააფასეს და ის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი გახდა. 

*  მომავალი მეუღლე,  შვედი მოდელი ჰელენა სეგერი, ზლატანმა ამსტერდამში გაიცნო, რომელმაც ზლატანს  ორი ვაჟი აჩუქა. სხვათა შორის, ჭკვიანმა ჰელენამ ფეხბურთელის ცეცხლოვანი ტემპერამენტის დაოკება მოახერხა და, ერთ დროს წვეულებებისა და ღრეობების მოყვარული ზლატანი სამაგალითო მეოჯახედ და მოსიყვარულე მეუღლედ აქცია.

* საფეხბურთო ოსტატობის გარდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სხეულზე არსებული 11 ტატუირებითაც არის ცნობილი, რომელთა უმეტესობა მის ოჯახთან არის დაკავშირებული: მშობლებისა და მეუღლის, დების, ძმებისა და შვილების სახელები და დაბადების თარიღები, რომლებსაც „იბრაჰიმოვიჩის კოდს” უწოდებენ; „წითელი დრაკონის” ტატუირება მარჯვენა მხარზე, გვარი „იბრაჰიმოვიჩი” არაბული ასოებით; „ორი ტუზი” მარჯვენა მხარეს, დრაკონის ქვემოთ და წარწერა – „მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩემი განსჯა” ლათინურ ენაზე. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული ვარსკვლავია მოქმედ ფეხბურთელებს შორის.

скачать dle 11.3