კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ლამაზი შუბის მტყორცნელი

ყველაზე ლამაზი

შუბის მტყორცნელი

 

პარაგვაელი ლამაზმანი ლერინ ფრანკო შუბის მტყორცნელია და სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. სამხრეთ ამერიკაში ის საუკეთესოდ ითვლება, თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით მისი მიღწევები ნაკლებად შესამჩნევია. სამაგიეროდ, ლერინ ფრანკო წარმატებას წარმატებაზე აღწევს სამოდელო სფეროში: „მის პარაგვაის” ლაურეატი და „მის ბიკინი სამყაროს” ლაურეატი; პიკანტური ფოტოსესიები „მაქსიმისთვის” და „სპორტს ილუსტრეიდისთვის”; გარდა ამისა, ფრანკო სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქომაგადაც ითვლება და თანამემამულე ლარისა რიკელმეს ღირსეულ კონკურენციას უწევს.

 

ცეცხლოვანი ფრენბურთელი

ბრაზილიიდან

 

ბრაზილიელი ჟაკლინ კარვალიო მსოფლიო ფრენბურთის აღიარებული ვარსკვლავია. 186 სანტიმეტრი სიმაღლის ლამაზმანი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ათობით სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელია. ჟაკლინი 11 წლის ასაკში დაინტერესდა ფრენბურთით და, ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, მოახერხა მსოფლიო ფრენბურთის ოლიმპზე ასვლა. ის ბრაზილიური ჟურნალ-გაზეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია და ისიც სიამოვნებით თანმხდება გულახდილ ფოტოსესიებზე. გარდა ამისა, ჟაკლინი გულმხრუვალედ ქომაგობს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებს.

 

ყველაზე სექსუალური

მეგოლფე ქალი

 

ანა როუსონი გოლფის ლეგენდაა ქალებს შორის. ავსტრალიაში დაბადებული როუსონი გოლფის ჯოხის ქნევაში არაფრით ჩამოუვარდება გოლფის მსოფლიო ლეგენდას ტაიგერ ვუდსს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მეგოლფედ ითვლება. გოლფის გარდა, ანა წარმატებულ მოდელადაც მიიჩნევა და სიამოვნებით პოზირებს გულახდილ ფოტოსესიებში. წლებია, ანას მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მეგოლფე ქალის ტიტული ეკუთვნის და თავის თაყვანისმცემლებს, გოლფის მოედნებზე გამარჯვებებთან ერთად, ახალი ფოტოსესიებითაც უხარებს გულს. 

скачать dle 11.3