კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა მოუნათლავმა ადამიანმა გადაიწეროს პირჯვარი?

პასუხი: პირჯვრის გადაწერის უფლება მოუნათლავ ადამიანს აქვს. ასევე, მას შეუძლია დაესწროს წირვა-ლოცვის იმ ნაწილს, რომელსაც „კათაკმეველთა ლიტურგია“ ეწოდება (კათაკმეველი ნიშნავს მოუნათლავს).

კითხვა: შეიძლება თუ არა ორსული ქალის მონათვლა და მონათვლის შემთხვევაში ნათლობა გადადის თუ არა ნაყოფზეც?

პასუხი: ორსული ქალის ნათლობა, რა თქმა უნდა, შეიძლება. რაც შეეხება იმას, გადადის თუ არა ნათლობა ნაყოფზე – ინათლება მხოლოდ დედა და არა მისი ნაყოფი.

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია მოსვირინგებას? ცოდვას ხომ არ ჩავიდენთ ტატუს გაკეთებით?

პასუხი: ქრისტიანობა მოსვირინგებას უარყოფითად უყურებს. ადამიანის სხეული ღვთიური ქმნილება და სულის ტაძარია. ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება. სვირინგი გავრცელებული იყო ველურ წარმართებში და მათ წეს-ჩვეულებებს უკავშირდებოდა.

კითხვა: როგორ ვევედროთ უფალს ჩვენი სანუკვარი სურვილის ასრულება?

პასუხი: თუ თქვენი თხოვნა უფლისთვის სათნოა და მთელი გულით სთხოვთ, აუცილებლად მიიღებთ ღვთის შეწევნას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი სურვილები არ იყოს ცხონების საწინააღმდეგო. უფალს ისეთი რამ არ უნდა ვთხოვოთ, რაც ჩვენთვისვე საზიანოა და ჩვენს სულს სარგებლობას არ მიუტანს.

კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ ბოროტის მოქმედებისგან დავიცვა თავი?

პასუხი: წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და არ დაკარგოთ უფლის რწმენა.

скачать dle 11.3