კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს ნინო ძოწენიძისთვის პროექტ „ერთი ერთში“ გამარჯვება და რა ზეიმი მოუწყო მან ოჯახის წევრებს

დასრულდა პროექტი „ერთი ერთში“, რომელიც სამი თვის განმავლობაში იპყრობდა მაყურებლის ყურადღებას და მონაწილეები თავს არ ზოგავდნენ საუკეთესო შედეგის ჩვენებისთვის. პროექტის გამარჯვებული გახდა მომღერალი ნინო ძოწენიძე, რომელსაც საჩუქრად დეველოპერული კომპანია „ვერტექსისგან” გადაეცა ბინა Mtatsminda Royal apartament-ში. ჩვენი რესპონდენტია მუსიკოსი გიგა კუხიანიძე, რომელიც მეუღლის წარმატებით ძალიან გახარებულია და, როგორც საუბრის დროს აღნიშნა, ეს გამარჯვება ნინოსთვის ძალიან დიდი სტიმულია. 

 

– ნინოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი შენ რომ იყავი, ამაში ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება.

– რასაკვირველია, ნინოს ძალიან ვგულშემატკივრობდი, მაგრამ, ჩემზე მეტად ჩვენი შვილი, სანდრო იყო დედის გულშემატკივარი. ძალიან ემოციური დღეები ჰქონდა მთელი სამი თვე, რაც პროექტი „ერთი ერთში“ მიმდინარეობდა.

– ამ სამი თვის განმავლობაში ნინოს, ალბათ, არა მხოლოდ როგორც მეუღლე და ოჯახის წევრი, არამედ, როგორც პროფესიონალი მუსიკოსი, ისე ედექი მხარში და საჭირო რჩევებსაც აძლევდი. 

– სიმართლე გითხრა, ნინოს ძალიან ბევრი რჩევის მიცემა მართლა არ სჭირდებოდა. უბრალოდ, მას ახლა დაუდგა ისეთი მომენტი, რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები გამოეტანა ფართო ასპარეზზე. მას ჩემი რჩევები ნამდვილად არ დასჭირვებია, რადგან, ძალიან კარგად იცის თავისი საქმე, რა როგორ უნდა გააკეთოს. 

– ფინალის დღე ძალიან დაძაბული და მოლოდინით აღსავსე იყო. პროექტის ოთხი მონაწილე მოუთმენლად ელოდა, ვინ გახდებოდა გამარჯვებული. 

– გუშინდელი დღე (ინტერვიუ ჩაწერილია 19.06.14, – ავტორი) მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის ფინალისტებისთვის. ჩვენს ოჯახში მართლა დიდი ზეიმია. ამის მიზეზი არ არის მხოლოდ პროექტში გამარჯვება და ამხელა საჩუქარი – ბინა Mtatsminda Royal apartament-ში, რომელიც ყველას ნუსხავდა და მთელი საქართველო ამაზეა შეშლილი. ჩვენთვის, პირველ ადგილზე ჩვენი ოჯახის ბედნიერებაა. მე, ნინო და ჩვენი შვილი ძალიან გახარებულები ვართ. მთელი ჩვენი სამეგობროს ამხელა წრე თავდაუზოგავად გულშემატკივრობდა ნინოს და მისი გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავდა. ამდენ ზარს, ამდენ მოლოცვას და ამდენ სიხარულს ვეღარ ავუდივართ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ჩვენი გამარჯვება ყველას უხარია.   

– ნინოს გულში რა ხდება?

– ძალიან გახარებულია, მისთვის ღირსეული გამარჯვება და ასეთი საჩუქარი მართლა დიდი სტიმულია. მიხარია, რომ ნინო ხალხის რჩეული იყო და მის სასარგებლოდ ამდენი ხმა შემოვიდა. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყოლია და ხალხმა შეიყვარა, მათაც კი, ვინც მანამდე ნაკლებად იცნობდა. ძალიან ბევრი კომენტარი და მიმოწერა წავიკითხეთ – თურმე, ნინო რა მაგარი მომღერალი ყოფილა, რა მაგარი მსახიობი ყოფილა და არ ვიცოდითო, – და ასე შემდეგ. ამ ყველაფრით ნინო ძალიან ბედნიერია. მას ნამდვილად მიეცა იმის სტიმული, რომ აწი და აწი უფრო მეტი იმუშაოს შემოქმედებითად და კარიერაში წინ და წინ წავიდეს. 

– ამ სამი თვის განმავლობაში რომელი მომღერალი მოგეწონა ნინოს განსახიერებით?

– ძალიან მომეწონა ტინა ტერნერი, სტივ ტაილერზე ხომ შოკში ვართ ყველა. ასევე, ევა ფიტცჯერალდი, ბიონსე, ლაიზა მინელი. ძალიან მაგრად „გააკეთა“ ირინა ალეგროვა. პრინციპში, ყველა ძალიან მაგარი იყო. თან, რაც უფრო მეტი დრო გადის პროექტის დაწყებიდან, უფრო ეჩვევი რეჟიმს, უფრო მაგრად აკეთებ შენს საქმეს, უფრო მეტად შედიხარ ეშხში, მოგება გინდა, სიხარული გინდა, საჩუქარი გინდა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრისთვის რომ იბრძვი, მერე უკვე ძალიან ბევრს მუშაობ და, თავისთავად, იზრდები. ბოლო გამოსვლებში ნინომ ძალიან მაგარი ნომრები უჩვენა მაყურებელს და მისგან დიდი ენერგეტიკა მოდიოდა. 

– ნინო მართლაც ძალიან მაგარი იყო ფინალში, სტივ ტაილერის როლში.

– ნინოს ძალიან უნდოდა, ლოტოტრონზე რომელიმე მომღერალი კაცი ამოსვლოდა, მაგრამ ეს ფინალამდე არ მოხდა. მართლა საოცარი გარდასახვა გვიჩვენა, იმდენად ჰგავდა სტივ ტაილერს, მართლა შოკში ვიყავით ყველა. ძალიან მაგარი გრიმი ჰქონდა გაკეთებული. საერთოდ, ძალიან მაგარი პროექტია „ერთი ერთში.“ აქ მხოლოდ სიმღერაზე კი არა, ბევრ რამეზე ერთად აქვს მონაწილეს სამუშაო. რთულია და, თან, საინტერესო, მით უმეტეს, რომ თითოეული ნომრის მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო აქვთ კონკურსანტებს. 

– ფინალურ ტურში ნინოს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა დარბაზში.

– ნინოს გულშემატკივარი ყოველთვის იმდენია, რამდენიც სხვების, უბრალოდ, ენერგეტიკა გადაედო მთელ დარბაზს და მერე უკვე ყველა ნინოს გულშემატკივარი აღმოჩნდა. 

– დამსახურებულად მოპოვებული ბინა როდის უნდა ჩაგაბარონ?

– გვაჩვენეს ბინა, რომელიც ძალიან მოგვეწონა. სამი თვის განმავლობაში ყველა მონაწილე ამ ბინაზე ოცნებობდა, მაგრამ, ჩვენ გაგვიმართლა. მადლობა ამ კომპანიას ასეთი კარგი პრიზის დაწესებისთვის და, რა თქმა უნდა, „ჯიდიესს.“ როგორც გვითხრეს, გარემონტებული ბინა Mtatsminda Royal apartament-ში ნოემბერში ჩაბარდება გამარჯვებულს. 

– ბინა დიდია?

– თუ არ ვცდები, 55 კვადრატული მეტრია. ნინომ ძალიან ბევრი იშრომა, ფაქტობრივად, სულ „ჯიდიესში“ იყო, ნორმალურად ვერც კი გვნახულობდა მე და სანდროს. შრომამ შედეგი გამოიღო და მაყურებლის ღირსეული რჩეულიც გახდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც ერთი ესემესი გამოუგზავნა და არჩევანი ნინოზე გააკეთა. ნინოსთვის ეს პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 

 

скачать dle 11.3