კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩრდილოური ვარიანტი

„ლებედ, რაკ და შჩუკა“

 

ისე მოხდა, რომ ამ ერთ ივნისში სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აწერს ხელს, ჩვენ – ევროკავშირში ასოცირებას, აზერბაიჯანი კი არც აქეთაა, არც – იქით (როგორც კრილოვი იტყოდა: „ლებედ, რაკ და შჩუკაო“).

შესაბამისად, უცნობია, რა ტიპის ეკონომიკური კავშირები გაიბმება ჩვენ შორის (თორემ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კარგა ხანია, გაწყვეტილია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება ამ დგომარეობაში), უფრო ზუსტად, როგორ გართულდება.

ბოლო რამდენიმე წელია, რუსული პოლიტიკური სპექტრი გვიხსნიდა, რომ ევრაზიულ კავშირში განა ერთად – ჩვენ და ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს ცალ-ცალკე მიგვიღებდა, მაგრამ, რაკი სივრცე ერთიანი იქნებოდა, საზღვრები წაიშლებოდა, როგორც რფ-საქართველოს, ისე, მაგალითად, თბილისსა და სოხუმს თუ თბილისსა და ცხინვალს შორის.

სავსებით ბუნებრივია, ჩვენ ამ შემოთავაზებას გულგრილად ვეკიდებოდით (ან კი რა იყო აქ გულთან მისატანი?!). თუმცა გასულ კვირას რფ-ის ნომერ პირველმა დიპლომატმა ბრძანა, რომ „სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებით შევა (ოჰო!).“

თუ გავითვალსწინებთ, რომ ბ-ნმა ლავროვმა ეს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ, სანამ რფ-ს აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში შეტყუების იმედი ექნება, ყარაბაღის მიმართ გულგრილობას გამოამჟღავნებს, თუმცა, თუ აზერბაიჯანს თავისად დაიგულებს, ნაკლებად სავარაუდოა, სომხეთს აწყენინოს, ან, შესაძლებელია, მესამე, ჩრდილოური ვარიანტიც: სომხეთსაც აწყენინოს და აზერბაიჯანსაც (როცა ორივესაც დაიბევებს)!  – 

скачать dle 11.3