კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უადგილოდ შეუპოვრები

პირველ ადგილზე აშშ-ს შემდეგ!

 

თუმცა გაირკვა, რომ მთელი ქვეყნის საარჩევნო მასშტაბით „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოების არჩეული დეპუტატების, გამგებლებისა და მერების რაოდენობით საგრძნობლად ჩამორჩება მმართველ კოალიციას (მიუხედავად მეორე ტურების აუცილებლობისა) და ზოგ შემთხვევაში მას არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გადაუსწრეს, ყოფილი მმართველები შედეგებით მაინც კმაყოფილნი არიან (მეორე ადგილზე ვართო). მოტივი ძველი და ნაცნობია, როგორც საბჭოთა დროინდელი სახელმძღვანელოები გვამცნობდნენ, ამა და ამ მიღწევით საბჭოთა კავშირს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში აშშ-ს შემდეგო. – 

იმ მარტივი მიზეზით, რომ  ადამიანს სულ მცირე რამ სჭირდება ბედნიერებისთვის, ყოფილთა სიხარულის ადამიანური აქცენტები გასაგებია. ამის მიუხედავადაც, მხოლოდ სიხარულის ამ ნაგლეჯს არ სჯერდებიან და მარნეულის საარჩვენო ოლქში ლომებივით იბრძვიან, რაკი მათი კანდიდატი დამარცხდა.

იმდენად თავგანწირვით, რომ, მოარული ხმებით, ინციდენტი, რომელიც ხალხის რჩეულებს ჯაფარიძესა და ნადირაშვილს შეემთხვათ ბაქოს აეროპორტში, სწორედ მარნეულს უკავშირდება (რაც ფულის გადმოტანის ვერსიას არ გამორიცხავს). თითქოს ჩვენებური დეპუტატები მეზობელ აზერბაიჯანს აზერბაიჯანელი კოლეგების მარნეულში საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი კანდიდატის „დაჩაგვრის“ გამო სთხოვდნენ დახმარებას.

დამეთანხმებით, რომ ეს ბრალდება არადეკლარირებული მილიონის გადმოტანის მცდელობის ბრალდებას ჯიბეში ჩაისვამს და მსგავსი რამ მხოლოდ მტერს თუ მოუმწიფდება თავსა თუ გულში. თუმცა ისიცაა, რომ დაბეჯითებით რამის მტკიცება შეუძლებელია.

შეუძლებელი, რადგან ჩვენი ყოფილები დღემდე თვით ომში დამარცხების ფაქტს არ აღიარებენ, არათუ ბაქოს აეროპორტის ინციდენტზე გაგვანდონ სრული სიმართლე.

ასეა თუ ისე, მარნეულს არ თმობენ და ჩნდება ეჭვი, ასეთი თავგანწირვით (რაც ჰარმონიულად ჯდება პათოსში წყალწაღებულისა და ხავსის შესახებ) 2008 წლის აგვისტოში რომ ებრძოლათ თითოეული გოჯი მიწისთვის, იქნებ ოკუპაციის მასშტაბი 20 პროცენტზე გაცილებთი ნაკლებიც ყოფილიყო. ვითომ არ უღირდათ?! – 

скачать dle 11.3