კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა ისრაელის ციხეში ექვსი წლით პატიმრობას ნიკა არაბიძე და როგორ გადარია მისმა ნამღერმა თბილისში სტუმრად ჩამოსული ლეონიდ აგუტინი

იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც თავს გადახდენილ უარყოფით მოვლენებს ასე ხალისიანად და იუმორით იხსენებდეს. ძნელია, არ გაგეცინოს. სწორედ ასეთია ნიკა არაბიძე და მისი ცხოვრებისეული ისტორიებიც ისეთივე სასიამოვნო მოსასმენია, როგორც მისი ყურება ტელეეკრანზე. ნიკა ახლახან დაბრუნდა წმინდა მიწიდან, სადაც კონცერტები იყო დაგეგმილი და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშაა.

 

ნიკა არაბიძე: მოგზაურობა, როგორც ყველა ადამიანს, მეც მიყვარს. ამ დროს ბევრ საინტერესო რამეს ნახულობ, მოსაყოლიც გიგროვდება და გასახსენებელიც გაქვს კაცს. თუმცა, რაც ასაკში შევდივარ, ფრენის მეშინია – მგონია, თუ აფრინდა თვითმფრინავი, აღარ დაფრინდება; თუ დაფრინდა – აღარ აფრინდება და ასე (იცინის)... 

– ფრენის დროს ეს შიში ქრება?

– ჰაერში თუ ავფრინდი, მერე ვწყნარდები, აღარ მეშინია, მაგრამ, როგორც კი დაფრენას იწყებს თვითმფრინავი, გულიც მეპარება (იცინის). სხვათა შორის, მგზავრობის დროს სასმლის „ჩარტყმა” არ მიყვარს, ზოგი შიშის გამო რომ ითხლიშება. მარტო წყალქვეშა ნავით არ ვარ ნამგზავრი, თორემ, სხვა ყველა ტრანსპორტი ათვისებული მაქვს. არც ერთი ტრანსპორტი არ მწყენს და ყველაში კომფორტულად ვგრძნობ თავს. თუმცა, თუ უსაფრთხოებაზე მიდგა საქმე, მირჩევნია, მიწაზე ვიდგე მყარად და არა ჰაერში ვიყო გამოკიდებული. ვირითა და ცხენითაც მიმგზავრია, მაგრამ, რომ დამინახეს ამხელა წონის ადამიანი, ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ, ფიქრობდნენ, ვაი, ჩვენ ბედს რა ვუთხარიო (იცინის). რა ვიცი, კი მზიდეს ეს ასოცკილოიანი კაცი და... ერთი ისტორია გამახსენდა ცხენზე: ჩემი მეგობარი მოდიოდა მაგარი მთვრალი (თან, დიდი თავი აქვს) და დაინახა ტაჩკაზე შებმული ჯაგლაგი ცხენი. პატრონს სთხოვა, ვეღარ მივდივარ, შემოვჯდები და წამწიე ცოტა წინო. პატრონმა უთხრა: კი შემოჯექი, ბიძია, მაგრამ, ცხენმა არ დაგინახოს ამხელა თავით, თორემ, არ წავაო (იცინის). ასე რომ, დამინახა თუ არა ცხენმა, კი იფიქრა, ახლა რა სიკვდილი ვქნა, ამის წათრევა არ გინდაო? მაგრამ, თავს ზემოთ ქონდა ძალა?!

– ახლახან დაბრუნდი ისრაელიდან. დასასვენებლად იყავი წმინდა მიწაზე თუ მიწვევა გქონდა?

– მიწვევით ვიყავით ბიჭები ისრაელში – კონცერტი ჩავატარეთ ქალაქ აშდოთში, რომელიც ქართველი ებრაელების ცენტრად ითვლება და ყველაზე მეტი ქართველი ებრაელი ცხოვრობს. ისრაელის მიწაზე რომ ფეხი დადგა, ეს უდიდესი მადლია და, იმ განცდის გადმოცემა, რასაც იერუსალიმის ნახვისას განიცდი, შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, საკუთარი ხელით ეხები იმას, რისიც გწამს და გჯერა – ნამდვილი ხილული სასწაულია. ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო, მაგრამ, პირველად რომ მივდიოდი ისრაელში, მაგარი კურიოზი დამემართა. მოკლედ, დამირეკეს ისრაელიდან და მითხრეს, მიდი საკონსულოში და აიღე ვიზაო. მივედი და დამხვდა წარწერა: „საკონსულო გაფიცულია”. დაცვას ვეუბნები, ვიზა მინდა და რა გავაკეთო-მეთქი. მიპასუხა: აბა, რა გიქნა, მეც ქე მინდა ვიზა, საიდან მოგცე, დადექი ჩემს გვერდით და ვიდგეთ ასე დილამდე, სხვა რა გითხრაო. არადა, აშდოთის მერის მიწვევით მივდიოდი და ორ დღეში მივფრინავ. დავურეკე და ვუთხარი: მოშე, მიშველეთ, კაცო, არ მიშვებენ-მეთქი. ის იქ გადაირია, რაღაცას მოვიფიქრებო. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, ფაქსით გამოგიგზავნეთ საბუთი, მიდი და ამობეჭდეო. ვიფიქრე: ა, ისრაელის მთავრობა, შევაწუხე და როგორ დამეხმარნენ-მეთქი (იცინის). მოკლედ, ამოვბეჭდე ის „დეპეშა”, მიჭირავს ხელში, ვაფრიალებ და ჩავედი ისრაელში. საპასპორტო კონტროლს რომ გავდიოდი აეროპორტში, მებაჟეს მივეცი ის ფურცელი, ატრიალა ხელში, მიყურა და ბოლოს მითხრა: ვისი ხარ, შვილო, საიდან მოხვედი, ეს რა „დეპეშააო”. დავიბენი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიკრეს თავი აეროპოტრის პოლიციაში. მერე გაარკვიეს, რომ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი, სადაც ეწერა, შემოუშვით ჩვენი კაციაო. სანამ გაარკვევდნენ, რაში იყო საქმე, ვფიქრობდი, თუ დამიჭირეს ახლა და ჩამსვეს ისრაელის ციხეში განაბი ნიკასავით, რაღა მეშველება, სახლში ვთქვი, ქართულ-ებრაულ დღეებზე მივდივარ და, ექვსი წლით რანაირად-მეთქი (იცინის). მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ზოგადად, გეოგრაფიულად ვიცი, სადაც არის ისრაელი და რომ ირგვლივ მტერი – არაბული ქვეყნები ჰყავს შემორტყმული, მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, თუ მათი სამიზნე მე გავხდებოდი?! (იცინის) მოკლედ, ორი დღის ჩასული რომ ვიყავი, ქალაქ აშკერონის სასტუმროში ყოველ დილით ბასეინში ვნებივრობდი, გამქონდა „გუგუნი” და, მესამე დღეს არ გავიგე, რომ, თურმე, ღაზას სექტორი ათ კილომეტრშია?! დამცხა, მაგრამ რა დამცხა. აივანზე დავდგი საწოლი, იქ მეძინა და ცალი ფეხი აივნის გარეთ მქონდა გაყოფილი – ვიფიქრე, თუ დამცხეს თვითნაკეთი ბომბი, ბასეინში გადახტომას მაინც მოვასწრებ-მეთქი. სამი დღე ასე, ცალთვალდახუჭულს მეძინა. თან, ჩემი იღბალი რომ ვიცი, კი არ ამცდებოდა, პირდაპირ შუბლში დამეჭედებოდა ბომბა, მაგრამ, გადავრჩი.

– ამერიკაშიც ხომ იყავი? როგორც გავიგე, არც კაზინოებში ვიზიტები დაგიკლია. სიმართლე თქვი, რამდენი წააგე?

– დიახ, ამერიკაშიც გახლდით. მე საბჭოთა კავშირის ბავშვი ვარ და, სულ მესმოდა, ამერიკელები ბოროტები არიან, აქ სექსი არ არის, იქ არისო. მერე დაიშალა საბჭოთა კავშირი და მესმოდა: ამერიკა მაგარია, იქ რომ არის სექსი, აქაც არისო (იცინის). სულ მაინტერესებდა ტიპური ამერიკელის ნახვა, მაგრამ, იქ რომ მოვხვდი, ორი დღე თვალით ვერ ვიხილე იქაური ადამიანი კი არა, მანჰეტენიც კი. რომ ჩავედი, ზანგი მძღოლი დამხვდა; სასტუმროში – მექსიკური ცხვირ-პირის მქონე ადამიანი, უკნიდან კი მომესმა ხმა: ბოზიშვილი ვიყო, ეგი ვინ დავინახეო. გავიხედე – ქუთაისელები არ არიან? მტაცეს ხელი და წამიყვანეს რესტორან „ბაქოში”, სადაც ზიზინობდნენ რუსები. მოკლედ, ის დღე დაღამდა, გათენდა მეორე დღე და, ისევ მოცვივდნენ ქართველები სასტუმროში, მტაცეს ხელი, გამაქანეს ქართულ რესტონან „ფიროსმანში” და მოაყარეს, მწვადი, ხინკალი და ქაბაბი. გადავირიე: ხალხი არა ხართ? ამერიკაში ვარ და ტიპური ამერიკელი მანახვეთ და ჰამბურგერი გამასიჯეთ-მეთქი (იცინის). ვიფიქრე, მე თუ არ ვუშველე ჩემს თავს, რა მოვყვე საქართველოში ჩასულმა ამერიკაზე-მეთქი და, დილის ოთხ საათზე გავიპარე მანჰეტენზე. ატლანტიკ-სითიში ჩასული კაზინოში რომ არ შეხვიდე, ცოტა სირცხვილია. იქ რომ შეხვალ, წაგება-მოგებას რომ თავი დავანებოთ, ფულიანის „ვიდი” მაინც უნდა გქონდეს ადამიანს. სად მქონდა იქ დასაკარგავი ფული, მაგრამ, ერთი ასი დოლარი „მოვიძულე” და მოვიგე ას ოთხმოცი დოლარი. ჩავიკუჭე ჯიბეში და წამოვედი. აზარტული კი ვარ, მაგრამ, „სტოპიც” ვიცი კაზინოში შესულმა.  

– გურმანი რომ ხარ, გარეგნობაზეც გეტყობა. ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის ტრადიციული კერძებით მოიხიბლე?

– ძალიან მიყვარს საბერძნეთში ჩასულს იქაური ზღვის პროდუქტების დაგემოვნება. სასმელიც კარგი აქვთ და, ასე მგონია, სამოთხეში ვარ. ორ ღამეში სულ ორი საათი მეძინა, დილის ექვსი საათიდან სულ გადარბენ-გადმორბენა, სმა-ჭამა გამიდიოდა. 

– ერთი, ეს მითხარი, როგორ გადარიეთ მთაწმინდაზე ლეონიდ აგუტინი შენ და ვახო ბიჭიკაშვილმა დუეტში შესრულებული სიმღერებით?

– ჩვენმა ქუთაისელმა მეგობარმა ბექამ ქორწილი მთაწმინდაზე გადაიხადა. ის უკრაინაში ცხოვრობს და ისეთ „სასტავშია”, რომ ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს, მათ შორის, ლეონიდ აგუტინთან და ისიც დაპატიჟებული იყო. მაგრად გავერთეთ და, რომ დავლიეთ მე და ვახანხალამ და რომ მივცვივდით მიკროფონს და ბუთქუნა და თამაზას დუეტი „გავუშვით”, სულ გადაირია აგუტინი – ეს რეები მესმისო (იცინის). ჩვენ შემდეგ მას აღარც უმღერია – ეტყობა, ისე დავაკომპლექსეთ, შერცხვა ჩვენ მერე სიმღერა (იცინის).

 

скачать dle 11.3