კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

რატომ უმალავს ცოლს უცხოეთიდან ჩამოტანილ სუვენირებს პროფესორი გიორგი გალდავა და ეწინააღმდეგება თუ არა მისი კოლექცია საქართველოს კანონმდებლობას

კოლექციონერობა მოულოდნელად და ზრდასრულ ასაკში დაიწყო. როცა სამეცნიერო ხარისხებისა თუ პროფესიულ გამოცდილების საკმაოდ დიდი „კოლექცია“ უკვე ჰქონდა...

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, საქართველოს დერმატოლოგ-ვენეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გალდავა საკმაოდ უცნაური, შეიძლება ითქვას, პიკანტური ნივთების შეგროვებით არის გატაცებული, რომლებიც მის პროფესიასთან არის კავშირში და, თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს კანონმდებლობასაც კი ეწინააღმდეგება...

 

გიორგი გალდავა: 2003 წელს ვიყავი სანკტ-პეტერბურგში და იქ შევიძინე ამ ქალაქის სიმბოლო, ძალიან ორიგინალური ნივთი, რომელიც იმდენად ლამაზი იყო, რომ ჩემმა მეუღლემ წამართვა და სახლში დაიტოვა. გულში გავიფიქრე, ნახავთ, თქვენ რას გიზამთ, იმდენ სუვენირს შევიძენ უცხოეთში, რომ დიდი კოლექცია მექნება-მეთქი და, ასე დაიწყო ეს ყველაფერი... ბავშვობაშიც, სტუდენტობის პერიოდშიც, სულ სწავლით ვიყავი დაკავებული. ასეთ რაღაცეებზე ფიქრის არც დრო იყო და არც შესაძლებლობა. უკვე მერე, როცა ხარისხი დავიცავი, კონგრესებზე, სიმპოზიუმებზე დავიწყე სიარული და თითქმის ორ თვეში ერთხელ მიწევდა უცხოეთში წასვლა. გადავწყვიტე, ყველა ქვეყნიდან თუ ქალაქიდან ჩამომეტანა იქაურობისთვის დამახასიათებელი, ორიგინალური და სამახსოვრო ნივთი. თან, ვაღიარებ, ვცდილობდი, რომ ჩემს პროფილთან შესაბამისობაში ყოფილიყო (იცინის).

– ეს უკვე საინტერესოა...

– რა თქმა უნდა. აღმოვაჩინე, რომ თურმე, შეიძლება, ამ ტიპის ნივთების, სუვენირების შეძენა და შეგროვება. თემატური კუთხე შევქმენი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ამ პიკანტურ ეგზემპლარებს, ჩემი ოჯახის წევრები უკვე აღარ წამართმევდნენ.

– მოდით, გავხსნათ კვანძი და ვთქვათ, რა ნივთებია ეს... 

– (იღიმება) ესენია სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის, ორიგინალური პრეზერვატივები. სწორედ ისინი, რომელთა შესახებ საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო და აკრძალა. მაგრამ, ჩემი სუვენირი-პრეზერვატივები ამ კანონის მიღებამდე ბევრად ადრეა შეძენილი და სრულიად ლეგალურად არის ქვეყანაში შემოტანილი. ბევრი არ არის, სულ რამდენიმე ცალია, მაგრამ, ასეთ ორიგინალურებს სხვაგან ვერსად ნახავთ. შეძენილია ამსტერდამში, აბსოლუტურად ოფიციალურად, არა აფთიაქში, არამედ, სუვენირების მაღაზიაში და, დღეს თუ მათ ვინმე კონფისკაციას გაუკეთებს, ძალიან დამწყდება გული. თან, ვადაგასულებიც არის და არავის გამოადგება.

კიდევ კოლექციაში მაქვს ნივთები, რომლებიც დაკავშირებულია ვენერასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან, ასევე, სასქესო ორგანოებთან. მაგალითად, ფალოსი-სასმისი; სანთებელა, რომლიდანაც მამაკაცის სასქესო ორგანო ამოხტება; თურქეთში შევიძინე მითოლოგიური, სკანდალური გმირები, რომლებმაც სახელი პიკანტური ისტორიებით გაითქვეს... ჩემს კოლექციაში ვერ ნახავთ მაცივარზე მისაკრავ მაგნიტ-სუვენირებს – მეტად პოპულარულებს საქართველოში. ისეთი ნივთები მაქვს, ყველას აოცებს. ყოველი მათგანი პირადად ჩემი შეძენილია. აქ ვერ ნახავთ ვერც ერთ ნაჩუქარ ნივთს. ასეთი პრინციპი მაქვს: არ მინდა, მქონდეს ისეთი ქვეყნის ან ქალაქის სამახსოვრო სუვენირი, სადაც მე თავად არ ვარ ნამყოფი. ეს კოლექცია უკვე თორმეტი წელია, გროვდება და მისმა სიმრავლემ ერთხელ პრობლემაც კი შემიქმნა, როცა ჩვენი – კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტი ნინოშვილის ქუჩიდან დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე, ახალ შენობაში გადმოდიოდა. ძალიან გამიჭირდა მისი ტრანსპორტირება... სპეციალურ ყუთებში სათითაოდ ჩავაწყვე და საკმაოდ ვიწვალე.

– ანუ, უცხოეთში ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების მაგივრად ინტიმურ სუვენირებს იძენთ? მეუღლე როგორ ხვდება ამ გატაცებას?

– ჩემს მეუღლეს სხვა გატაცება აქვს – „ბრელოკებს” აგროვებს. უკვე ძალიან დიდი რაოდენობით აქვს, ქვეყნების მიხედვით და, ერთ გრძელ, სქელ ჯაჭვზე აქვს აცმული.

– თქვენს კოლექციაში ვნახე საკმაოდ ორიგინალური, ინტიმური „ბრელოკი”. დაგიწუნათ მეუღლემ?

– ვინ აჩვენა?! ჯიბეში მედო და პირდაპირ ჩემს კაბინეტში მივიტანე. ჩემი თემატიკაა და, თანაც, ძალიან იშვიათი, ვერსად ნახავთ მსგავსს – მშვენიერი, მინიატურული კასრია, რომლის მიღმაც მამაკაცის სასქესო ორგანოები იმალება. ჩემი კოლექცია ხელშეუხებელია. არ იცვლება, არ იყიდება და, გაჩუქებაზე ხომ, საერთოდ ზედმეტია საუბარი.

– ესე იგი, დადიხართ უცხოეთში და ინტიმურ სუვენირებს ეძებთ?

– მივლინებებში ყოფნისას სპეციალურად მაქვს დრო გამოყოფილი ამ საქმისთვის, თუმცა, ჩემს კოლექციაში მხოლოდ ინტიმური სუვენირები არ არის, ბევრი იშვიათი და ორიგინალური ნივთია: ქალაქების სიმბოლოები, დიდი ადამიანების მინიატურული სტატუეტები, უცნაური ნივთები... აი, ამ პომადა-სანთებელათი მეუღლე ვაეჭვიანე (იღიმება). მანქანაში ჩავდე და ვითომ გავიოცე – უი, ეს აქ როგორ აღმოჩნდა-მეთქი... ფალოსიანი სანთებელათი ჩემს მეგობრებს გავხუმრებივარ. ისეთი სახეები აქვთ ხოლმე... ერთი შეხედვით ხომ ჩვეულებრივი სანთებელაა. ოღონდ, უნდა იცოდე, ვის ეხუმრო ამ ფორმით, თორემ, თუ ვერ გაგიგო, ცუდად იქნება საქმე...

– როგორ აღმოჩნდა თქვენს კოლექციაში ეს შუშის ფალოსი-სასმისი?

– საკმაოდ უცნაურად. არსად შემიძენია. როცა ჩვენი ინსტიტუტი ჯერ კიდევ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობდა, არქივში, დოკუმენტებს შორის აღმოვაჩინეთ. მოვიკითხეთ და ვიღაცამ გაიხსენა, რომ ეს ყოფილა საჩუქარი ჩვენი ორგანიზაციისთვის. ძალიან ვუფრთხილდებით.

– და, რის სადღეგრძელოს სვამთ ამით?

– ჯანმრთელი პაციენტების. ღმერთმა არ მოგვაკლოს ჯანმრთელი პაციენტები-მეთქი, ვამბობ.

– ძირითადად რომელი ქვეყნებიდან არის ეს პიკანტური სუვენირები?

– ძირითადად, ეგზოტიკური ქვეყნებიდან, როგორებიცაა ინდონეზია, ტაილანდი, თურქეთი... იქ მრავლად არის ამ ტიპის პიკანტური სუვენირები. ევროპაში პიკანტური სუვენირებით ამსტერდამია მდიდარი. ჩემდა გასაოცრად, მსგავსი ვერაფერი ვიპოვე ბრაზილიაში. რაც შეეხება კასრში დამალულ ფალოსს – ესპანურია. ინდოეთშიც ვერ ნახავ ეროტიკული შინაარსის ან პიკანტური ხასიათის სუვენირებს – იქ ძირითადად რელიგიური თემატიკის, ბუდასთან დაკავშირებული ნივთები იყიდება. ძალიან ბევრია ტაჯმაჰალის მინიატურული მოდელები.

– ვენეროლოგი რომ არ ყოფილიყავით, დაინტერესდებოდით ასეთი შინაარსის სუვენირებით?

– ალბათ, არა (იცინის). მაშინ, ავად უნდა ვყოფილიყავი რაღაც გადახრით, მაგრამ, ახლა ეს არის პროფესიული და არავის გაუჩნდება შეკითხვა – „რატომ?”

 

скачать dle 11.3