კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წამოეგო

პოლ ფრენკსი უკვალოდ გაუჩინარდა და უკვე თითქმის ერთი წელი ხდებოდა, მის შესახებ არავის არაფერი გაეგონა. პატარა ქალაქ ჰარისონში პოლი თითქმის ლეგენდად იქცა. ერთნი ამტკიცებდნენ, ამნეზია დაემართა და ახლა სადღაც ტაიტიზე, სანაპიროზეა წამოწოლილიო... მეორენი ამბობდნენ, ეტყობა, ცოლს გაექცა და სახელიც და გვარიც შეიცვალაო... მხოლოდ ცნობისმოყვარეების უმნიშვნელო ნაწილი ვარაუდობდა, რომ პოლი ცოცხალი აღარ იყო და მათ შორის აღმოჩნდა პოლის მეუღლე – ვერაც. ქალმა ლამის რკინის ქალამნები ჩაიცვა და პოლიციელებს კარი აუტალახა მოთხოვნით, მოეძებნათ მისი ქმრის გვამი. ამტკიცებდა – პოლს მე ძალიან ვუყვარდი და ის არასდროს მიმატოვებდაო... პოლი კი არც მკვდარი ჩანდა, არც ცოცხალი. მხოლოდ ერთმა ადამიანმა – პოლ ფრენკსის ბავშვობის მეგობარმა, სტივ საიმენმა იცოდა, სად იყო პოლი და რა დაემართა მას. იცოდა იმიტომ, რომ საკუთარი ხელით გაამგზავრა საიქიოს. მოკლა და მისი გვამი საგულდაგულოდ ჩამარხა ქალაქის განაპირას, ძველ ფერმაში. რატომ უნდა მოეკლა სტივს საუკეთესო მეგობარი? პოლი მთელი ცხოვრება ყოველთვის ყველაფერში სჯობნიდა სტივს. ცოლადაც კი ის ქალი მოიყვანა, რომელზეც სტივი უსაზღვროდ იყო შეყვარებული. თუმცა, სანამ პოლი არ მოკლა, ვერ გრძნობდა, როგორ ძალიან სძულდა ის... იმ საბედისწერო საღამოს მოხდა გარდატეხა სტივის ფსიქიკაში. ვერა ნიუ-იორკში გაემგზავრა დედასთან. პოლმა დაურეკა და სთხოვა სტივს, მასთან კარტის სათამაშოდ მისულიყო. პოლისთვის აზარტული თამაშები სერიოზული გატაცება იყო და ვერასთან ამის ნიადაგზე არაერთხელ მოსვლია კონფლიქტი. მართალია, სტივს ყოველთვის უგებდა და ვალი ერთხელაც არ მოუთხოვია, მაგრამ, იმ საღამოს ყველაფერი სხვაგვარად იყო: პოლი, რაღაცნაირად აღგზნებული და აფორიაქებული, თითქოს მტრული ტონით ელაპარაკებოდა, მაგრამ, თან, მეგობრულად უღიმოდა. მოულოდნელად უთხრა, დღეს ვალების გასტუმრების დრო დადგა. მე მახსოვს, რამდენი გაქვს ჩემი ვალი. მოდი, დავითვალოთ – თუ არ ვცდები, თანხა ოცდათოთხმეტ ათასზე ავიდა. მეც ზუსტად მაგდენს ჩამოვალ და წაგებულმა მთელი „კუში“ აანაზღაუროს. კარტში, ადრე თუ გვიან, ვალების გასტუმრების დრო დგება – ეს კანონია, რომელიც უსიტყვოდ უნდა მიიღოო. სტივიც იძულებული გახდა, დათანხმებულიყო – პოლს შეეძლო ადამიანების საკუთარი ნებისთვის დამორჩილება...

პირველივე ხელზე სტივმა წააგო. უშვერად შეიგინა და პოლს უთხრა, რომ არ ენდობოდა მის დარიგებულ კარტს. პოლმა გადაიხარხარა: 

– ეს სისუსტის ნიშანია, პატარავ. კარგი, მზად ვარ, კიდევ ერთი ხელი გეთამაშო. კარტიც შენ დაარგიგე. კიდევ არ გჯერა, რომ ძლიერი ვარ?

სტივმა კარტი აურია. ხელები შესამჩნევად უკანკალებდა... ყვავის ქალი ამოუვიდა. თითქმის მოგებული ჰქონდა, მაგრამ პოლმა კარტი გახსნა და...

– შენი დედაც!.. – იბღავლა სტივმა, – სამი ტუზი? რაღაცას მატყუებ... – მერე უცებ, თავადაც ვერ მიხვდა, ეს როგორ მოხდა, მუშტი მთელი ძალით მოიქნია და პოლს ნიკაპში ქვემოდან ამოარტყა. პოლი სკამიანად გაიშხლართა იატაკზე. სტივი მაგიდას გადაახტა, პოლს ყელში სწვდა და მთელი ძალით მოუჭირა... როცა საღი განსჯის უნარი დაუბრუნდა, პოლი უკვე აღარ სუნთქავდა... ვინ დაუჯერებდა, რომ მეგობარი შემთხვევით შემოაკვდა?! ბევრი არ უფიქრია: ზემოთ ავიდა, სამგზავრო ჩანთაში პოლის ნივთების ნაწილი ჩააწყო – ზუსტად იმდენი, რამდენიც კაცს მოგზაურობისთვის სჭირდება. იქაურობა დაალაგა, ჩვრით ყველაფერი გაწმინდა, რასაც შეეხო... გვამი ჩანთასთან ერთად ჩადო მანქანაში და მიტოვებული ფერმისკენ გაემართა. გაუმართლა, რომ პოლი და ვერა განმარტოებით მდგარ ვილაში ცხოვრობდნენ და არავის დაუნახავს...

***

ვერა შავ ტანსაცმელში კიდევ უფრო ლამაზი მოეჩვენა...

– ის მკვდარია, მკვდარი, ამაში დარწმუნებული ვარ! ვუყვარდი და არ მიმატოვებდა. იქნებ, ვინმეს ვალი ჰქონდა და მოკლეს? კარტში ხომ ასე ხდება?

– არა, ვერა, არა... პოლს საკმარისზე მეტი ჰქონდა ფული, რომ ვალები არ აეღო.

– მაშინ, სხვას ჰქონდა მისი ვალი და, რომ არ დაებრუნებინა, მოკლა... – ჯიუტობდა ვერა. 

სტივმა ამოიოხრა. ვერას გადარწმუნება ძნელი იყო. მაინც უყვარდა ეს ქალი, თუმცა იცოდა, რომ, ახლაც კი, პოლის სიკვდილის შემდეგ, არანაირი შანსი არ ჰქონდა.

– პოლმა ფული არ დაგიტოვა? დარწმუნებული ვარ, ექნებოდა შავი დღისთვის გადანახული.

– არა, საერთოდ არაფერი დამრჩა. დაზღვეული ვყავდი, თუ მას რამე დაემართებოდა, მაგრამ, სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს ფულის გადახდაზე, სანამ პოლის სიკვდილი დადასტურებული არ იქნება, ან, შვიდი წელი უნდა გავიდეს მისი გაუჩინარებიდან.

– მართლა? ცუდია. მე დაგეხმარებოდი, მაგრამ, ჩვენი საბროკერო ფირმა დაიხურა და ახლა მძიმე მდგომარეობაში ვარ.

– არა უშავს, აგარაკი გავყიდე და არ მიჭირს. პოლიციაზე ვარ გაბრაზებული, საერთოდ არაფერს აკეთებენ....

სტივი დაემშვიდობა ქალს და წამოვიდა. ფინანსური მდგომარეობა მართლა ძალიან მძიმე ჰქონდა: სამუშაო დაკარგა, ცოტა დანაზოგი, იმ იმედით, რომ თანხას გაზრდიდა, კარტში წააგო... ერთი კვირის შემდეგ ნაცნობ ბარმენს უჯდა წინ და სვამდა.

– შენი მეგობარი პოლის შესახებ ისევ არაფერი ისმის? – დაინტერესდა ბარმენი.

– არა. ვფიქრობ, ცოლი მიატოვა და ვინმე ლამაზმანთან ერთად გაიქცა.

ბარმენმა თავი გააქნია:

– არ არის ასე. ის, მგონი, ვიღაცამ მოკლა... გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე აქ იყო. სვამდა. ბევრი დალია და წაიტრაბახა, რომ სეიფში, ბანკში, საკმაო თანხა აქვს გადანახული. სეიფის გასაღებიც კი მაჩვენა. ზედ პატარა ბირკა ჰქონდა  შებმული საიდუმლო კოდით. მერე საფულეში ჩადო. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ფულის გამო გაასაღეს.

სტივს პირი გაუშრა... გაახსენდა, რომ საფულე თან ჩაატანა საფლავში... ხელის მოწერის გაყალბებას, ალბათ, შეძლებდა – ეს არ იყო რთული, მაგრამ, იმის წარმოდგენაზე, რომ საფლავიდან მკვდარი უნდა ამოეთხარა, გააჟრჟოლა... სხვა გამოსავალი მაინც არ ჰქონდა. ერთი ჭიქა ვისკი კიდევ დალია და იმავე საღამოს, გვიან, ბარით შეიარაღებული გაეშურა მიტოვებული ფერმისკენ... ეშინოდა, რომ საფლავს მაშინვე ვერ იპოვიდა, მაგრამ გაუმართლა. ოთხი ფუტის სიღრმეზე რომ გათხარა, კარგად შენახული ფეხსაცმელი გამოჩნდა... განაგრძო თხრა და გვამი წელამდე ამოთხარა. მშრალ, ცხელ მიწას გვამი კარგად შეენახა... ჯერ შარვლის ერთი ჯიბე მოსინჯა, მერე მეორე და, ის იყო, საფულეს ხელი წაატანა, რომ თვალის მომჭრელმა შუქმა მის გარშემო ყველაფერი გაანათა... თვალები მოჭუტა და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს გაქცევას აპირებდა, მაგრამ, იმავე წუთში ხმამაღლა დაუყვირეს:

– სისულელე არ გააკეთო, საიმენ! ხელები მაღლა ასწიე და ისე ამობობღდი მაგ საფლავიდან! შენ დაპატიმრებული ხარ პოლ ფრენსკის განზრახ მკვლელობისთვის. გაქვს დუმილისა და ადვოკატის აყვანის უფლება.

უკვე ხელებზე ბორკილდადებულთან თვალცრემლიანი ვერა მივიდა:

– ვგრძნობდი, რომ ეს შენ იქნებოდი... ყველაზე ძალიან შენ ცდილობდი ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ პოლმა მიმატოვა... კერძო დეტექტივი დავიქირავე და ბარმენი მოვისყიდე... ვიცოდი, ვიცოდი, რომ წამოეგებოდი ამ სატყუარაზე... მე პოლს შენზე გაცილებით ძლიერ ვუყვარდი, ამიტომაც გავაკეთე არჩევანი მის სასარგებლოდ...

 

скачать dle 11.3