კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

სად შეხვდა მიშა სულუხია ვენეციის პრინცს და რა სკანდალში გაეხვია ის

მომღერალი მიშა სულუხია ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში და თავისი წარმატებების შესახებ გვესაუბრა. პოპ-მუსიკიდან კლასიკურ ჟანრში გადასვლა მიშასთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 

 

– ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდი. როგორც ვიცი, ბევრი გაქვს ჩვენთვის მოსაყოლი.

– მოსაყოლი ნამდვლად ბევრი მაქვს, რადგან ამ ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ნახევარი ევროპა მოვიარე სწავლის გამო. უკვე თითქმის ერთი თვეა, საქართველოში დავბრუნდი. 

– შვეიცარიის ამბები მოგვიყევი.

– მინდა, ჩემი გულშემატკივარი გავახარო ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯით. შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი კონსერვატორია, სადაც ისწავლება ბაროკოსა და რენესანსის მუსიკა. ეს კონსერვატორია ჩემთვის საამაყო და საოცნებოც კი იყო. ჩავედი, ჩავაბარე გამოცდები, რაც ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა. პირველივე გამოცდის შემდეგ გამოიკვეთა ქულების რაოდენობა და სტენდზე რომ გამოაკრეს შედეგები, პირველ ადგილზე არ ვიყავი?! ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. მერე მეგონა, სხვა ტურებში გადმოვინაცვლებდი ქვევით, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ამერიკიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან ჩამოსულ კოლეგებს  შორის, ქულებით პირველ ადგილზე აღმოვჩნდი. 

– წარმომიდგენია, როგორი ძალიან მაგარი შეგრძნება იქნება. მაგრამ, წარმატება გქონდა საქართველოშიც. ხშირად ჟღერდა სატელევიზიო რეკლამებში შენი სახელი და გვარი: „კონტრტენორი მიხეილ სულუხია.” ამის შესახებაც გვიამბე.

– ეს კონცერტი იყო საქართველოში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი. ამ პროექტზე მქონდა მიწვევა. „დიპლიპიტო” – ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომელიც უნდა შესრულებულიყო. სახელწოდებიდან გამომდინარე, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ტაში-ტუშზეა საუბარი, მაგრამ ასე სულაც არ არის. ეს საკმაოდ რთული მუსიკალური ნაწარმოებია, რომლის შესრულებაც მე მომიწია როგორც კონტრტენორ მიხეილ სულუხიას. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან ხალისით მოვკიდე ხელი ამ ნაწარმოებს, მაგრამ უკვე ბოლო დღეებში რეპეტიციებს გავდიოდი ნიკა მემანიშვილთან და არიელ ცუკერმანთან (გერმანელი დირიჟორი) ერთად, გია ყანჩელიც ესწრებოდა, ცოტა ვდარდობდი, რატომ მოვკიდე ამ ნაწარმოებს ხელი-მეთქი. თუმცა მიშა რისი მიშაა, თუ ამ ბარიერს არ გადალახავდა.  

– მიშა, შენ გარდა კონტრტენორი არის კიდევ ვინმე საქართველოში?

– ჩემი რეგის ხმა, როცა მე ვარ კონტრტენორი ალტო, როგორც ინფორმაცია მაქვს, საქართველოში არავის აქვს. 

– ანუ, ერთადერთი და განუმეორებელი ხარ.

– ვერ დაგეთანხმები, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ვარ, მაგრამ, მაქვს ჩემი უცნაურობები და მახასიათებელი ელემენტები. 

– როგორც ვიცი, იტალიაში წელს მაგისტრატურა დაამთავრე. 

– დიახ, დავამთავრე და იტალიასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც კარგად დამამახსოვრდა. წელს იქ ერთ-ერთ სერიოზულ კონცერტზე მომიწია გამოსვლა, სადაც ემანუელ ფილბერტო ესწრებოდა. ის ერთ-ერთი უკანასკნელი პრინცია იტალიაში, რომელსაც „ვენეციის პრინცს” უწოდებენ. უკრავდა პრაღის ორკესტრი. რეპეტიციებზე ნამდვილად არ შეინიშნებოდა, რომ ეს პომპეზური კონცერტი იქნებოდა, მაგრამ, შევცდი. საღამოს შეიკრიბა იტალიის მაღალი საზოგადოება, თავისი მსახიობებითა და ტელეწამყვანებით. თან, მაშინ იტალიურ ენას არ ვფლობდი და კამერების წინ კომენტარის გაკეთება ინგლისურ ენაზე მომიწია. მართლა არ ველოდი, რომ მოწმენდილ ცაზე ასე სწრაფად დაიდებოდა პატარ-პატარა აგურები, მაგრამ, ასე მოხდა, რაც ძალიან მიხარია. 

– მართალია, პოპ-მუსიკაშიც კარგი მონაცემები გაქვს, მაგრამ, წარმატების მხრივ, კლასიკურ მუსიკაში შენს მოღვაწეობას ვერ შეედრება. რატომ, ის უფრო ახლოს არის შენთან?

– ჩემი მოღვაწეობა კლასიკური მუსიკით დავიწყე – ბავშვობაში მევიოლინე ვიყავი. დავამთავრე ჯერ მუსიკალური შვიდწლედი, მერე – ნიჭიერთა ათწლედი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ესტრადაზე მომიწია ნაბიჯების გადადგმა, საკუთარი თავის რეალიზება რომ მომეხდინა პოპულარობისა და ცნობადობის მხრივ. ჩემს ცხოვრებაში იყო პროექტები „ნუცას სკოლა” და „ვარსკვლავების აკადემია,” რომლებმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს მაინც კლასიკურ მუსიკაზე გავაკეთე არჩევანი. ვფიქრობ, რაც ადამიანს ესმის და რასაც უფრო მეტად გრძნობს, ის უნდა აკეთოს. ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ, ასე რომ, კიდევ ბევრი მაქვს კლასიკურ მუსიკაში სასწავლი და გასაკეთებელი. 

– ინტერვიუს ისე ვერ დავასრულებ, ერთ ამბავს რომ არ შევეხო, რომელიც შვეიცარიაში მოხდა. მართალია, სკანდალური მომღერლის იმიჯი აღარ გაქვს, მაგრამ, ეტყობა, თვითონ სკანდალები დაგდევს უკან.

– ეს ამბავი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და, ჩემს მეგობარს რომ არ ენახვებინა ჟურნალი სკაიპით, არ დავიჯერებდი. შვეიცარიაში ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას, წამყვანმა გამოაცხადა, რომ იქ ჩასული ვიყავი როგორც ქართველი პოპ-მუსიკოსი. პოპ-მუსიკა, ალბათ, სხვა ქვეყნებში უფრო პომპეზურად ჟღერს ვიდრე ჩვენთან. ამიტომ, უცხოეთში ჟურნალისტები „ნადირობენ” სკანდალებზე და ძალიან აქტიურად არიან ჩასაფრებული პოპმუსიკოსებზე. გერმანელი და შვეიცარიელი პაპარაცები, მინდა ვთქვა, აშკარად კარგად მუშაობენ. ვერ გეტყვი, ასე მოკლე დროში რით მოვახერხე მათი ყურადღების მიქცევა, რადგან, მათთვის მე ნამდვილად უცნობი ვიყავი და იქ როგორც პოპ-შემსრულებელი მართლა არ ჩავსულვარ. მოკლედ, რადიოში სტუმრობის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩემით დაინტერესდნენ. ერთ დღესაც, როცა აუზზე ვიყავი და ვარჯიშის მერე ვირუჯებოდი, ფოტოკამერის გაჩხაკუნების ხმა გავიგე, თვალი რომ გავახილე და იმ მიმართულებით გავიხედე, საიდანაც ხმა შემომესმა, ორი ახალგაზრდა უკვე თავის გზაზე მიდიოდა. ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ფოტოებს მე მიღებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ დამიკავშირდა ჟურნალის რედაქტორი და კომენტარის გაკეთება მთხოვა. ვუთხარი, რომ მათ ქვეყანაში კლასიკური განათლების მისაღებად ვიყავი ჩასული და სკანდალური ფონი საერთოდ არ იყო ჩემთვის ხელსაყრელი იმ მომენტში. ვთხოვე, რომ არ გაშუქებულიყო მათი ჩაფიქრებული ამბავი და ამის შესახებ კომენტარს არ გავუკეთებდი არავითარ შემთხვევაში. ამ ქალბატონმა ჩათვალა, რომ თავიდან ვიშორებდი ან მასთან გასაუბრება არ მინდოდა. მოკლედ, ჟურნალში მაინც გამოაქვეყნეს ჩემი ფოტო, რომელსაც თან ახლდა პატარა ნიუსი, რომ ქართველი პოპ-მომღერალი მიშა სულუხია შვეიცარიაში იმყოფება, სადაც რელაქსაციას გადის, აუზზე ნებივრობს და ასე შემდეგ. ალბათ, მათ იფიქრეს, რომ რაღაც იშვიათი ინფორმაცია ჩაიგდეს ხელში.

– შენი რეაქცია როგორი იყო?

– ეს რომ დაიბეჭდა, მე უკვე საქართველოში ვიყავი. მართლა არ დავიჯერებდი, ჩემს იქაურ მეგობარს ჟურნალი სკაიპის საშუალებით რომ არ ეჩვენებინა ჩემთვის. 

– რა ჟურნალია?

– გერმანულად აღარ მახსოვს რა ჰქვია, მგონი, „ყვითელი ბადე,” რომელიც იქ ძალიან პოპულარულია. ამ ჟურნალში ცნობილი მომღერლები და სხვა ბევრი „ფეისი” იბეჭდება, ამ დროს, გადაშლი და, ერთ-ერთ გვერდზე, ჩემი აუზის ფოტოებია თავისი რელიზით. ამას ნამდვილად არ მოველოდი. იქ მაინც რატომ უნდა გავბმულიყავი სკანდალში?! ყველას ჰგონია, რომ სკანდალური ტიპაჟი ვარ, მაგრამ რეალურად ეს ასე ნამდვილად არ არის, თავისთავად ხდება ყველაფერი. რომ მომენდომებინა და იმავე ჟურნალისთვის მეთხოვა, ჩემი კონცერტი გაეშუქებინათ, შეიძლება, არც დაინტერესებულიყვნენ. სამაგიეროდ, მათთვის უფრო საინტერესო აღმოვჩნდი პოპ-მომღერლის რანგში, თან, აუზის ფონზე, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი. 

– როგორია შენი გეგმები?

– ძალიან ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ წინ წავიწიო და წარმატებული ნაბიჯები გადავდგა. მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც უცხოეთში შევიძინე, იდეა გვაქვს, საქართველოში გაკეთდეს სამდღიანი „ბაროკოს მუსიკის ფესტივალი”, რომელიც საზოგადოების თვალში საკმაოდ საინტერესოდ წარმოჩინდება. 

 

скачать dle 11.3