კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დაგეგმოთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება მთვარის ფაზების მიხედვით

სასოფლო-სამეურნეო ასტროლოგიის ცოდნა და მთვარის ფაზებთან დაკავშირებული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება გვეხმარება სწორად დავგეგმოთ და წინასწარ განვსაზღროთ, რომელ დღეს რა სახის სამუშაოს ჩატარებაა უფრო შედეგიანი. ჩვენი წინაპრები სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით ადგენდნენ, როდის მოეხნათ მიწა, დაეთესათ მცენარეები, დაერგოთ ხეები და აეღოთ და დაებინავებინათ მოსავალი.

 გთავაზობთ ივლისის პროგნოზს, თუ რომელ დღეს არის კარგი მსგავსი სამუშაოების ჩატარება.

1  ივლისი – კარგია კარტოფილის, ლობიოს, თივის აღება-დაბინავება. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას.

2 ივლისი – კარგია მიწათმოქმედება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ბალახის მოცელვა, თივის შენახვა, ხეებზე გამხმარი ტოტების შეჭრა და გადაბელვა. ასევე, კომპოტების, მურაბებისა და წვენების დამზადება და ზამთრისთვის შენახვა.

3 ივლისი – კარგია მიწათმოქმედება, ხილის დაკრეფა და ზამთრისთვის შენახვა. მოერიდეთ მცენარეების დარგვასა და ხეების მოჭრას. 

4 ივლისი – კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, ხეების გადაბელვა, ბოსტნეულის ამოღება მიწიდან, საწებლებისა და წვენების დამზადება და ზამთრისთვის შენახვა.

5 ივლისი – კარგია მიწის სასუქებით განოყიერება, ხეების დარგვა, ხილის მოკრეფა-შენახვა, თივის შეგროვება.

6 ივლისი – მოერიდეთ მიწის დამუშავებას, ხეხილის დარგვას, მცენარეების მოჭრას,  ხილის კრეფას, ბოსტნეულის აღებასა და ზამთრის მარაგის შენახვას. 

7 ივლისი – კარგია მიწათმოქმედება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მორწყვა, კომპოტების, წვენებისა და მურაბების დამზადება.

9 ივლისი – კარგია ხეების დარგვა – ისინი მალე გაიზრდებიან და ნაყოფსაც ადრე გამოიღებენ. 

12 ივლისი – ამ დღეს სავსემთვარეობაა, ამიტომ, მოერიდეთ  მცენარეების დარგვა-გადარგვას, მორწყვას, მიწის სასუქით განოყიერებას, ბალახის მოცელვას და ზამთრისთვის შენახვას; ასევე, ზამთრისთვის კომპოტებისა და მურაბების დამზადებას და მწნილის ჩადებას.

15 ივლისი – კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, მორწყვა, ბალახის მოთიბვა ზამთრისთვის შესანახად, ზამთრისთვის კომპოტებისა და მურაბების მოხუფვა და შენახვა.

17 ივლისი – მოერიდეთ მიწის სამუშაოებსა და ზამთრისთვის მარაგის შენახვას.

20 ივლისი – კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, მორწყვა, გადაბელვა, მიწის განაყოფიერება-გაფხვიერება. 

24 ივლისი – კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, მორწყვა, ხილის კრეფა და დაჩირვა, მურაბებისა და კომპოტების დამზადება.

26 ივლისი – ნუ დაკრეფთ ყვავილებს. მოერიდეთ ხეების მოჭრას, გადაბელვასა და მიწიდან ბოსტნეულის ამოღებას.

28 ივლისი – არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა, მორწყვა, ხილის კრეფა, ბოსტნეულის აღება და ზამთრისთვის შენახვა, თივის მოგროვება.

29 ივლისი – დღეს ახალმთვარეობაა. კატეგორიულად იკრძალება ზამთრისთვის პროდუქტების მოხუფვა, ხილის კრეფა, ბოსტნეულის აღება-დაბინავება და მიწათმოქმედება. 

скачать dle 11.3