კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორი სიმპტომებით იჩენს თავს ქრონიკული პროსტატიტი

როგორი სიმპტომებით იჩენს თავს ქრონიკული პროსტატიტი

ქრონიკული პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ამით არა მხოლოდ ასაკში შესული მამაკაცები, არამედ ხშირად ახალგაზრდებიც ავადდებიან. ქრონიკულ პროსტატიტს იწვევს ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საშარდე არხით, სისხლით ან ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ანთებითი კერიდან ლიმფოგენური გზით ხვდება წინამდებარე ჯირკვლებში.

პროსტატიტით დაავადებულები უჩივიან ტკივილის შეგრძნებას საზარდულისა და შორისის არეში, რომელიც გადაეცემა გარე სასქესო ორგანოებს და გავა-წელის არეს. ინფექციის დროს ძნელდება შარდვის პროცესი და ადამიანს უჩნდება ისეთი გრძნობა, თითქოს შარდის ბუშტი მთლიანად არ არის დაცლილი.

პროსტატიტი ქრონიკული პროცესია და  ავადმყოფობის გართულებას მოჰყვება ტკივილის და ტემპერატურის მატება, ავადმყოფი უჩივის ქრონიკულ უძილობას.

ამ დროს კატეგორიულად იკრძალება თვითმკურნალობა, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული პრეპარატებით. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადების გამომწვევი მიკრობი კი არ მოისპოს, არამედ სახე იცვალოს. ეს კი მკურნალობის პროცესს აძნელებს და შემდგომში მეტ გართულებებს იწვევს.

დაავადების გამწვავების შემთხვევაში, საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მწარე, მლაშე და დაკონსერვებული საკვები. ასეთ საკვებში შემავალი კომპონენტების გადამუშავების შემდეგ ორგანიზმი შარდში გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება, გააძლიეროს წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესი. ასევე, არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების დალევა. ალკოჰოლი ხელს უწყობს მცირე მენჯის არეში დაფარული, შენელებული პროცესების გააქტიურებას და ქმნის მათი განვითარებისთვის სასურველ ნიადაგს. თუ თქვენს ორგანიზმს არ აქვს მიდრეკილება შეშუპებისადმი, ეცადეთ, მიიღოთ მეტი რაოდენობით სითხე. განსაკუთრებით სასარგებლოა სამკურნალო ნაყენების, კერძოდ, მრავალძარღვას, არყის ხის კვირტების, დათვის კენკრის ნახარში.

ქრონიკულ პროსტატიტს ინფექცია იწვევს. ეს უკანასკნელი ორგანიზმში შეიძლება სქესობრივი გზითაც მოხვდეს. ამიტომ, აუცილებელია, ამ დროს და ზოგადად, პირადი ჰიგიენის დაცვა.

ქრონიკული პროსტატიტის დროს დაუშვებელია გაციება, ზედმეტად გადახურება ან გადაციება. არასრული შარდვის შემთხვევაში, შეიძლება, განვითარდეს ორმხრივი ურეტეროჰიდრონეფროზი და მოხდეს არა მხოლოდ შარდის ბუშტის დაჭიმვა, არამედ ზედა საშარდე გზების დაჭიმვაც. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს თირკმელების პროგრესირებად და ქრონიკულ უკმარისობას. შესაძლოა, განვითარდეს სქესობრივი პოტენციის დაქვეითება და დარღვევა.

ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულ ადამიანებს მკვეთრად ერღვევათ წინამდებარე ჯირკვლის ინკრეტორული და ექსკრეტორული ფუნქცია, რაც სქესობრივი უძლურების, უშვილობის, ნაადრევი ერექციის და სხვა დაავადებების მიზეზი ხდება. ამიტომ, აუცილებელია პროსტატიტის დროული გამოვლინება და სავალალო შედეგამდე სწორი და დროული მკურნალობის კურსის ჩატარება.

 

დღეში ერთი ლიტრი ლუდის დალევა ორგანიზმში თუთიის, რკინისა და ფტორის დღიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს

დღეში ერთ ლიტრამდე ლუდის დალევა ნორმალურ დოზად ითვლება. საერთოდ, ალკოჰოლის ნორმალური დოზა სისხლის წნევაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. თუ წნევა მაღალია, მას ლუდი მცირედ, მაგრამ მაინც დაბლა სწევს, რადგან, სისხლძარღვებს აფართოებს. მაგრამ, თუ მაღალი წნევა გაქვთ და დიდი რაოდენობით სვამთ ლუდს, შეიძლება, ჰიპერტონიით დაავადდეთ. ალკოჰოლი, რომელსაც ლუდი შეიცავს, სისხლძარღვიდან და ქსოვილებიდან ქოლესტერინს ღვიძლში გადააქვს, სადაც ის იშლება, ხოლო მისი შემცველობა სისხლში მცირდება. 

ლუდი ის ალკოჰოლური სასმელია, რომლის მომწარო დანამატები არა მარტო სასიამოვნოა გემოთი, არამედ ადამიანზე დამაწყნარებლად მოქმედებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ნორმალური რაოდენობით ლუდის სმა არ იწვევს სიმსუქნეს, უბრალოდ, აღძრავს მადას, რაც ზედმეტი ჭამის მოთხოვნას აღვივებს. ასევე, ლუდში შემავალი სვიის დანამატების იზომჟავები ხელს უშლის ოსტეოქონდროზის განვითარებას. ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული სასმელია. პოზიტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ვიტამინების მნიშვნელოვანი საბადოა. ლუდი შეიცავს ინაცინს, პანტოტენის მჟავას, პირიდოქსინს, მცირე დოზით კი, თიამინს და ბიოტინს. აღნიშნული ვიტამინები დადებითად მოქმედებს კანის და თმის სიჯანსაღეზე. პირიდოქსინი კი ხელს უშლის სისხლძარღვების დაავადების განვითარებას. 

თუ ადამიანი დღეში ერთ ლიტრ ლუდს სვამს, ის დააკმაყოფილებს თუთიის დღიურ მოთხოვნას და მიიღებს რკინას, ფტორს და სპილენძის ნორმის ნახევარს. კალიუმი და მაგნიუმი ხელს უშლის ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ლუდით ორგანიზმი იღებს მცენარეულ სახამებელ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის წვენის გამოყოფას. ლუდის სარგებლობა დაკავშირებულია ნატურალურ ნედლეულთან, ტექნოლოგიის განსაკუთრებულად მკაცრ კონტროლთან. ის სუფთა პროდუქტია, რომელიც შეიცავს მავნე ნივთიერებების მცირე რაოდენობას. ლუდის მომზადების პროცესში, თერმული რეჟიმები, ალკოჰოლი, სვიის იზომჟავები და ანტიმიკრობიოლოგიური თვისებები არასასურველ გარემოს ქმნის პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის. დღეისთვის რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ყოველდღიურად მიღება. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პოლიფენოლებს. თუ ასაკოვანი ხართ და დაგინიშნათ ექიმმა თუთიის, ნატრიუმის, რკინის, ფტორის, სპილენძის პრეპარატები, ნუ დაგავიწყდებათ ისეთი ნატურალური პროდუქტის მიღება, როგორიც ლუდია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ ზომიერებას. 

 

იწვევს თუ არა წონაში მომატებას ტკბილი, გამაგრილებელი წვენები

ადამიანმა ნორმალური ცხოვრების რიტმის შესანარჩუნებლად დღე-ღამეში დაახლოებით ორ ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს. ამ დოზაში შედის სითხის ის რაოდენობა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვიღებთ ხილის, სუპის, ბულიონის, კეფირისა და ბუნებრივი წყლის სახით. ადამიანს სითხის მოთხოვნილება სეზონურად ეცვლება. თუ ზამთარში, ძირითადად, ცხელ სასმელებს მივირთმევთ, ცხელ სეზონზე უფრო სუფთა წყლისა და ნატურალური წვენების მოთხოვნილება იზრდება. ერთნი უპირატესობას ბუნებრივ წყალს ანიჭებენ, მეორენი – მინერალურს. თუ თქვენ ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნებით, გახსოვდეთ, რომ არსებობს სამკურნალო და სუფრის მინერალური წყლები. სუფრის მინერალური წყალი ყველასთვის კარგია, თანაც, ის შეგიძლიათ, სვათ, რამდენიც გსურთ. სამკურნალო წყალს კი ექიმი დაგინიშნავთ, რადგან ის ორი სახისაა, კერძოდ: ბუნებრივი და სინთეზური. სინთეზური კარგია აბაზანების სახით, დასალევად კი ბუნებრივი სჯობია. წყურვილის მოკვლის საშუალებით, ადამიანი არა მარტო ვიტამინებს, არამედ მინერალებსაც იღებს. ამისათვის კი კარგია სვათ წვენები, კისელი, ბურახი და ასე შემდეგ. 

ადამიანის ორგანიზმი ბურახს კარგად შეიწოვს, რადგან ის მდიდარია ორგანული მჟავებითა და ვიტამინებით. ორგანული ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობით ბურახს კონკურენციას უწევს ხილის წვენები, ასევე, კენკროვანთა კისელი. ისინი ორგანიზმის კვების საუკეთესო საშუალებად ითვლება, განსაკუთრებით – ზაფხულში. 

ვისაც სურს, დალიოს სითხის დიდი რაოდენობა და თანაც, დაცული იყოს ზედმეტი კალორიებისგან, მაშინ კარგია ჩაი და მცენარეული ნაყენები, მაგალითად, პიტნის, ასკილის, ორკბილას. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და ნაკლებად კალორიულია. გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით სმა არ არის რეკომენდებული. 

იდეალურია, თუ ყოველდღიური კვების მენიუში შეიტანთ ხილკენკროვან სასმელებს – ბურახს, მაწონს, კეფირს, მცენარეულ ნაყენებს, ჩაის და ბუნებრივ წყალს. ასევე, კარგია ბულიონი, სუპი, ცოცხალი ბოსტნეული და ხილი. შეგიძლიათ, ორი კათხა ლუდიც მიირთვათ. ამის შემდეგ ყოველდღიური სითხის მიღების ნორმა თითქმის შესრულებული იქნება. 

დაივიწყეთ ეგრეთ წოდებული მისაღები სითხის ნორმა, რადგან ეს დოგმა არ არის, მხოლოდ ორიენტირია მათთვის, ვინც სითხეს არასაკმარისი რაოდენობით იღებს. თუ უკუჩვენება არ გაქვთ, მაშინ მიიღეთ იმდენი რაოდენობით სითხე, რამდენიც გსურთ. 

 

მაყვლის ფოთლებს სამკურნალო თვისებები გააჩნია

მაყვალი ძალიან გემრიელი და სასარგებლო კენკრაა. მასში დიდი რაოდენობითაა C ვიტამინი და კაროტინი.

მაყვალი უხვად შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებსა და მინერალებს.

კვლევებით დადგინდა, რომ ამ კენკრით მკურნალობა ანტიბიოტიკების კურსს ცვლის. ქრონიკული ანთებითი პროცესების, კერძოდ, ცისტიტის მაყვლით მკურნალობა უმოკლეს დროში იძლევა დადებით შედეგს.

მიირთვით ეფექტური და უვნებელი მაყვალი, პირიც დაიტკბეთ და დაავადებებსაც უსაფრთხოდ შეებრძოლეთ.

ერთი სიტყვით, მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, სიროფს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და ასე შემდეგ.

მაყვლის ფოთლებისგან მზადდება სასარგებლო და არომატული ჩაი. დაკრიფეთ ახალი ფოთლები და მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში. როცა ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, გააშრეთ ჰაერზე. მისგან მომზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ორგანიზმის გამაძლიერებელ და დამამშვიდებელ საშუალებად ითვლება კლასიკური ნევროზის დროს; ის, ასევე, ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა.

ხალხურ მედიცინაში მაყვლის ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის შემთხვევაში კი – გამოსავლებად. ნაყენი ასე მზადდება: 2  სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილიტრი, ანუ, 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

მრავალძარღვა კუჭის პრობლემებს მოგიგვარებთ

მრავალძარღვას ფართოდ გამოიყენებენ როგორც ხალხურ, ასევე თანამედროვე მედიცინაში. სამკურნალოდ გამოიყენება მრავალძარღვას როგორც ნედლი, ისე გამხმარი ფოთლები. ის კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კატარისა და კოლიტის დროს. ასევე, ის კარგი ამოსახველებელი საშუალებაცაა.

მრავალძარღვა აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ამიტომ, კუჭის წვენში მჟავიანობის მომატების დროს მისი გამოყენება არ შეიძლება. მრავალძარღვა შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, A, C და K ვიტამინებს, ლიმონმჟავას, ფერმენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას ფოთლებით მკურნალობენ ძირმაგარას, ინფიცირებულ ჭრილობებს. ის, ასევე, აჩერებს სისხლდენას.

ახალი ფოთლის წვენს ასმევენ ბავშვებს ყივანახველის ან ბრონქიტის დროს.

მრავალძარღვას ნაყენი ასე მზადდება: გარეცხეთ ნედლი ფოთლები და დაკეპეთ. შემდეგ დანაყეთ და გამოიწურეთ წვენი. მიღებულ წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის თაფლი და წამოადუღეთ. ეს ნაყენი მიიღეთ დღეში სამჯერ, ერთი სუფრის კოვზი, ჭამის შემდეგ.

ნაყენის მომზადება შეგიძლიათ აფთიაქში ნაყიდი გამხმარი ფოთლებითაც. ასეთ დროს 2 სადილის კოვზ დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე, ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში ოთხჯერ, ჭამამდე, ოცი წუთით ადრე.

скачать dle 11.3