კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  ალერგიის გარდა, რა შეიძლება იწვევდეს კანის ქავილსა და ალაგ-ალაგ სიწითლეს, რაც მალევე ქრება? ანუ, რომელიმე ორგანოს დაზიანების ბრალი ხომ არ შეიძლება იყოს? 

პასუხი:  ალერგიის გარდა, მსგავსი რეაქციები დამახასიათებელია კანის პარაზიტული დაავადებებისთვის, ჰელმინთოზების, სისხლის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებისთვის.    

კითხვა:  თუ შეიძლება, ამიხსენით, რას ნიშნავს სიტყვები – „სტრომა გამკვრივებულია” (საკვერცხეების ექოსკოპიის პასუხის მიხედვით)?

პასუხი: სტრომის გამკვრივება, შესაძლებელია, მულტიფოლიკულოზის ფონზე მიმდინარეობდეს, რაც ანოვულატორული ციკლის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია (ანუ, ფოლიკული დროულად არ მწიფდება).

კითხვა: მაინტერესებს, კატის ბეწვი თუ იწვევს ექინოკოკს? 

პასუხი:  თუ კატას სამ თვეში ერთხელ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებს აძლევთ, არ არის საშიში! ექინოკოკი ცხოველს ემართება მხოლოდ დაავადებული ხორცისა და ძვლის უმი სახით მოხმარებისას. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ ექინოკოკოზი ადამიანს ცხოველისაგან გადაედება, მაგრამ, ამ მხრივ საშიშია ექინოკოკის კვერცხებით დაბინძურებული საკვებიც (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა), წყალი და დაბინძურებული ხელები. ამიტომ, ექინოკოკოზის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე, შინაური ცხოველების ყოველკვარტალური პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია.

კითხვა: ენდომეტრიოზი ექოსკოპიიით დგინდება? ციკლის რომელ ფაზაშია ექოს გაკეთება მიზანშეწონილი?

პასუხი:  ენდომეტრიოზი დგინდება ექოსკოპიურად; ამ მიზნით, ექოსკოპია კეთდება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს.

კითხვა: როდესაც მშობლებს აქვთ სისხლის ჯგუფი: ერთს 0(I) რეზუს დადებითი, ხოლო მეორეს AB(IV) რეზუს დადებითი, შესაძლებელია თუ არა მათ შვილს მშობლებისგან განსხვავებული სისხლის ჯგუფი ჰქონდეს? და თუ დასაშვებია, რომელი სისხლის ჯგუფი შეიძლება ჰქონდეს ბავშვს?

პასუხი:  თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, ხოლო მეორეს AB (IV) ჯგუფისა, მათი შვილები II (A) ჯგუფისანი იქნებიან, ან B (III) ჯგუფისანი. როგორც ხედავთ, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, შვილებს არ ჰქონდეთ მშობლების ჯგუფის სისხლი. რაც შეეხება რეზუსს, თუ ორივე მშობელი რეზუს-დადებითია, მათ შეიძლება, ეყოლოთ როგორც რეზუს-დადებითი, ასევე რეზუს-უარყოფითი შვილები. ეს თავისებურება დამოკიდებულია მშობელთა გენოტიპზე.

კითხვა: ვარ 14 წლის. რამდენიმე დღის წინ დამეწყო უცნაური ტკივილი ყურთან, ანუ ყურის ხვრელთან თითის დადებით მტკივა. ეს რას უნდა ნიშნავდეს და რა შეიძლება, გავაკეთო?

პასუხი:  უნდა მიმართოთ ოტოლარინგოლოგს. ხშირი მიზეზი გარეთა ან შუა ოტიტია (ყურის ანთება). დადგენა ხდება დათვალიერებით.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3