კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რიანა – მსოფლიო შოუ-ბიზნესის ყველაზე სექსუალური „პანტერა”

ნიჭიერი, ლამაზი და თამამი... მისი შემხედვარე, შეუძლებელია გულგრილი დარჩე.   მისი სილამაზე და სექსუალურობა  თვალშისაცემია. მას რიანა ჰქვია და ამით ყველაფერია ნათქვამი. 

* ლამაზმანის სრული სახელი და გვარია: რობინა რიანა ფენტი. იგი კუნძულ ბარბადოსზე დაიბადა და იქვე დაამთავრა დაწყებითი და საშუალო სკოლები. 

* პოპ-მომღერლობის გარდა, რიანა ფოტომოდელი, დიზაინერი და ბარბადოსის საპატიო ელჩია კულტურის საკითხებში.

* რიანას დედა ჩვეულებრივი ბუღალტერია, ხოლო მამა ტანსაცმლის მაღაზიაში საწყობის გამგედ მუშაობს. 

* რიანა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფრჩხილების ფერს, მანიკიურს მას სპეციალურად დაქირავებული სპეციალისტი უკეთებს.

* ყველაზე მეტად რიანას მატყუარა ადამიანები არ უყვარს. მისი თქმით, ურჩევნია, პირდაპირ უთხრან, რომ ძროხასავით გამოიყურება, ვიდრე ზურგსუკან ილაპარაკონ.

* რიანას თქმით, მისთვის პოპის დედოფალი მადონაა, თვითონ კი პოპის „შავი” დედოფალია.

* ბავშვობაში რიანა ეგზორციზმის რიტუალს დაესწრო საკუთარ სახლში.

* რიანას ძალიან უყვარს კერძების მომზადება და უარს არც ჭურჭლის გარეცხვაზე ამბობს.

* რიანა „რედ ბულის” დიდი მოყვარულია.

* რიანა თვითონ იღებავს თმას.

* ბოლო მონაცემებით, რიანას სხეულზე 16 ტატუირებაა, მათ შორის, მას კიდევ დამატებით მოუწია დროებითი ტატუების გაკეთება ფილმ „საზღვაო ომის” გადაღებებისთვის.

* რიანას თქმით, ბარბადოსზე ცხოვრების პერიოდში მას არც ერთხელ არ მოუსმენია როკ-მუსიკისთვის.

* 2008 წლიდან, ბარბადოსში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც რიანას ეძღვნება.

* რიჰანას არ უყვარს მექსიკური, ჩინური, იაპონური და ინდური სამზარეულო. ვარსკვლავი პრაქტიკულად არ ჭამს ბოსტნეულს და ძირითადად მხოლოდ ხილით იკვებება.

* ბიონსეს გარდა, რიანა მერაია ქერის, ალიშა ქიზისა და უიტნი ჰიუსტონის მსმენელია.

* რიანას აქტივები 75 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

* „ვენუსის” ვერსიით, რიანას ყველაზე ლამაზი ფეხები აქვს.

* რიანას საყვარელი კინომსახიობები არიან: დენზელ ვაშინგტონი, ჯესიკა ალბა, ჰოლი ბერი და ტერენს ჰოვარდი.

* რიანა პირველი ბარბადოსელი მომღერალია, რომელმაც „გრემის” ჯილდო მიიღო.

* რიანას საყვარელი ფერებია შავი და მწვანე.

* საკუთარ თავს რიანა არ მიიჩნევს ლამაზად, პირიქით, ამბობს, რომ ის უშნოა.

* რიანა ყველაზე ახალგაზრდა შავკანიანი მოდელია, რომელიც „ვოგის” გარეკანზე მოხვდა.

* რიანა 1988 წლის 20 თებერვალს დაიბადა. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია.

* რიანა „ინსტაგრამის” დიდი მოყვარულია და ხშირად აქვეყნებს თავის პიკანტურ ფოტოებს ინტერნეტში.

 

скачать dle 11.3