კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრეზიდენტები და მათი ყველაზე ცნობილი საყვარლები

ისინი პლანეტის ყველაზე საიდუმლო მასალების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას და, ამავე დროს, ამ ინფორმაციის ნაწილს წარმოადგენდნენ. ისინი ყველაზე ცნობილი სახელმწიფო მმართველების ყველაზე ცნობილი საყვარლები არიან და სწორედ მათ შესახებ იქნება საუბარი „თბილისელების” ამ ნომერში. 

მერილინ მონრო და ჯონ კენედი

ჯონ კენედიმ და მერილინ მონრომ ერთმანეთი 1960 წელს, ტბა ტახოზე გაიცნეს, როცა მსახიობი იქ ისვენებდა. თუმცა, თავდაპირველად მონროს მიმართ ინტერესი არა ჯონმა, არამედ, მისმა უმცროსმა ძმამ, რობერტ კენედიმ გამოხატა. რომანის დაწყების თარიღად 1961 წლის ოქტომბერი სახელდება, კენედი უკვე პრეზიდენტი იყო, ხოლო მონრო – აღიარებული სექს-სიმბოლო. ამ რომანის შესახებ მხოლოდ პრეზიდენტის პირადმა დაცვამ და „ეფბიაის” დირექტორმა ედგარ ჰუვერმა იცოდნენ. ჰუვერის განკარგულებით, მონროზე 24-საათიანი თვალთვალი ხორციელდებოდა და მისი ყველა სატელეფონო ზარი ისმინებოდა. ჰუვერის აზრით, მონრო ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და, როდესაც 1962 წლის 4 აგვისტოს ვარსკვლავი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ მონრო კენედისთან კავშირს შეეწირა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება. „მან ძალიან ბევრი რამ იცოდა და იყო სრულიად უმართავი. რა თქმა უნდა ის წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკისთვის,” – წერდა მონროს ერთ-ერთი ბიოგრაფი. 

სილვია კრისტელი და ვალერი დ’ესტენი

ვალერისა და სილვიას რომანი 1974 წელს, დ’ესტენის გაპრეზიდენტებამდე დაიწყო. თანამდებობაზე არჩევის შემდეგაც კი, მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. მართალია, სილვია არ ცხოვრობდა ელისეს სასახლეში, მაგრამ ის ყველა ოფიციალური მიღების მონაწილე იყო და სისტემატურად მოგზაურობდა დ’ესტენთან ერთად საგარეო ვიზიტების დროს. საინტერესოა, რომ სილვიასა და ვალერის რომანი არ წარმოადგენდა ინტერესის საგანს ჟურნალისტებისთვის და მათი ურთიერთობის შესახებ პრესის ფურცლებზე თითქმის არაფერი დაბეჭდილა. 

მონიკა ლევინსკი და ბილ კლინტონი

მათ ერთმანეთი კლინტონის საარჩევნო კამპანიის დროს გაიცნეს. 1995 წელს მონიკა თეთრ სახლში სტაჟიორად მუშაობდა და მას ხშირად ხედავდნენ ოვალური კაბინეტიდან გამოსულს, სადაც, წესით, მას შესვლის უფლება არ ჰქონდა. ამ ფაქტის გახმაურებისთანავე ალაპარაკდნენ კლინტონის ღალატზე და, მიუხედავად პრეზიდენტის საჯაროდ დაფიცებისა, რომ არ ჰქონია სექსი ლევინსკისთან, საქმე იმპიჩმენტამდე მივიდა, კლინტონი ტყუილის თქმაში ამხილეს და მას პრეზიდენტის სავარძლის დაკარგვის საშიშროება შეექმნა, თუმცა, გულახდილი აღიარების შემდეგ კლინტონმა შეინარჩუნა პრეზიდენტობა, ხოლო მონიკამ სახელი გაითქვა. მოგვიანებით მონიკა ლევინსკიმ კლინტონთან რომანის შესახებ დაწერილი წიგნი გამოსცა, რომელიც მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

скачать dle 11.3