კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მონათლული ვარ ეკლესიისგან განკვეთილი  მოძღვრის მიერ. ვითვლები თუ არა მონათლულად?

პასუხი: თუ თქვენი ნათლობის საიდუმლო საეკლესიო პირმა მაშინ შეასრულა, როცა ის დედაეკლესიის წიაღში იყო და მისი კურთხევით მოქმედებდა, მაშინ მონათლულად ითვლებით.

კითხვა: ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა, რომელიმე ეკლესიაში წავიდე მონაზვნად, რადგან ჩემი სიცოცხლე გაუსაძლისია და ეს ერთი გამოსავალი დამრჩა. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: მძიმე სულიერი, ფიზიკური თუ მატერიალური მდგომარეობის გამო მონაზვნად წასვლა არ შეიძლება. ჯერ ეკლესიაში დაიწყეთ სიარული, იცხოვრეთ ქრისტიანულად. შეგიძლიათ, მიმართოთ რომელიმე მონასტერს და დროებით პოვოთ იქ ნავსაყუდელი. ხოლო, გახდებით თუ არა მონაზონი, ამას მომავალი გიჩვენებთ.

კითხვა: აღდგომის ხატზე გამოსახულია ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან მართალთა სულების ამოყვანა. რა უნდოდათ მართალთა სულებს ჯოჯოხეთში?

პასუხი: მხოლოდ მაცხოვრის აღდგომის შემდეგ გაიღო უკუნის კარი – მანამდე მართალნიც ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ, მაგრამ, ტანჯვას არ განიცდიდნენ თავისი სიმართლით განვლილი ცხოვრების გამო. აღდგომის შემდეგ კი მართალნი სასუფეველს იმკვიდრებენ, ხოლო ცოდვებით დამძიმებული სულები მიდიან ჯოჯოხეთის ჯურღმულებში.

კითხვა: ყველაზე მეტად როდის გვესხმის თავს ბოროტი ძალა?

პასუხი: ეს ხდება წმიდა საიდუმლოთა მიღების შემდეგ, გულითადი ლოცვის შემდეგ, სარგო საქმის გაკეთების შემდეგ, რადგან, ეშმაკს ბოროტებით აქვს გული სავსე და ადამიანის სიკეთე და სათნოება სძაგს. ამიტომ, მუდმივად ფხიზლად უნდა იყოთ.

скачать dle 11.3