კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი დეფიციტი შეიძლება შეუქმნას ქალს ქმრის „უწყინარმა“ გასართობმა და რას ვერ ხვდებიან კაცები

„მომაქციე ყურადღება!” – ეს არის მთავარი პრეტენზია, რომელიც ცოლების უმრავლესობას ქმრების მიმართ უჩნდება. ქალები კატებივით ვართ – გვიყვარს ყურებით და, გვინდა, საყვარელი ადამიანისგან სითბოს ვგრძნობდეთ. ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა და მასზე უარის თქმა მდედრის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. სამწუხაროდ, მამაკაცებს ეს არ ესმით. ვერ ხვდებიან, ან, არ უნდათ, რომ მიხვდნენ და სწორედ ამის გამო ჩნდება ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები, რასაც ქალი დეპრესიამდე, ზოგჯერ ღალატამდეც კი მიჰყავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მუდმივ, ხმაურიან სკანდალებზე.

 

ლენუკა (36 წლის): შეიძლება, ვინმემ მითხრას, ამხელა ქალს რა უმნიშვნელო პრობლემები გქონია, თავს რატომ იღლიო, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით არის უმნიშვნელო. თავიდან მეც ასე მეგონა და საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რა სულელი ვარ-მეთქი. მერე ბევრი წავიკითხე, გავიგე და მივხვდი იმასაც, რომ ოჯახების უმეტესობას ზუსტად ის პრობლემები ანგრევს, რომლებიც მე შემექმნა.

ჩემი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია. მე ახლაც ვიტყვი, რომ საუკეთესო მამაკაცია მთელ ქვეყანაზე.

– აბა, რა პრობლემა გაქვთ, ვერ ვხვდები.

– დაგაბნიეთ? ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ხომ გითხარით, თავიდან მეც ძალიან დაბნეული ვიყავი-მეთქი. როცა ერთმანეთი გავიცანით, მომხიბლა იმით, რომ ძალიან ყურადღებიანი იყო. მანამდე არასოდეს მინახავს ასეთი ყურადღებიანი მამაკაცი. არადა, პატარა და ქარაფშუტა გოგო არ ვიყავი, 27 წლის ვხდებოდი მაშინ. ზუსტად ერთ კვირაში მოახერხა ჩემი „შებმა“ – ამ სიტვის პოზიტიური მნიშვნელობით. ყველას ვეუბნებოდი, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ვიპოვე-მეთქი. არაფერი შეშლია იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით; არ მოდუნებულა და, ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ჩემით ცხოვრობდა. რა გასაკვირია, რომ შემიყვარდა. სხვათა შორის, ლაპარაკით კი არ იჩენდა ყურადღებას და ცდილობდა, დაემტკიცებინა, როგორ ვუყვარდი, საქმით აკეთებდა ამას. გამაოგნებელი იყო და სრულიად არაპროგნოზირებადი, ოღონდ, პოზიტიურად არაპროგნოზირებადი.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– ძალიან მგრძნობიარე იყო. ჩემი კი არ ესმოდა, მე მგრძნობდა ყველაფრით, გამოხედვითაც კი. ზუსტად ხვდებოდა, რა მწყინდა, რა მიხაროდა, რა მინდოდა კონკრეტულ მომენტში და რისი გაკეთების სურვილი მქონდა. საუკეთესო დაქალზე ახლობელი გახდა. მის გარეშე გატარებული დღე დაკარგულად მიმაჩნდა. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი ინტერესებით ცხოვრობდა. ხვდებით, ხომ, ეს მთავარი რატომ არის? – მე მუდმივად მყავდა გვერდით ადამიანი, რომელთანაც ყველაფერზე შემეძლო საუბარი, ის კი მისმენდა და ვგრძნობდი, რომ ყურადღებით მისმენდა. ჩემთვის ეს დიდი კომფორტი იყო. იცით, რაშია საქმე?! ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ ის ვიღაცას სჭირდება, ვიღაცისთვის ძვირფასია და საყვარელი; რომ არსებობს ადამიანი, რომლის იმედიც შეუძლია ჰქონდეს.

– თქვენი ქმრის იმედი აღარ გაქვთ?

– იცით, რაშია პრობლემა? არ ვიცი. ბოლო ორი წელია, ის ჩემთან აღარ არის.

– გაშორდით?

– არა. ვიცოდი, რომ ამას მკითხავდით. მაგრამ რეალობა ძალიან უცნაურია. ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად ცხოვრობს ოჯახში. ბავშვებიც ჩვენთან ერთად არიან და თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ მე გაგიჟებას არაფერი მიკლია, ისე დამღალა მასთან ურთიერთობამ. სად გაქრა ჩემი სიცოცხლისმოყვარე, ხალისიანი, ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი ქმარი, არ ვიცი. მისთვის ახლა ერთადერთი რამ არის მთავარი – რომ ხელი არ შეუშალონ. გადაირია კომპიუტერულ თამაშებზე. აი, თქვენ გეცინებათ, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი სერიოზული პრობლემაა ჩემთვის ეს თითქოსდა უწყინარი გართობა. ან თამაშობს, ან ინტერნეტში კრიმინალურ სერიალებს უყურებს დაუსრულებლად და სრულიად არაკონტაქტურია. მასთან ლაპარაკზე ოცნებაც კი აღარ შემიძლია. მახსენდება, როგორ მედგა მხარში, როგორ იზიარებდა ყველა ოჯახურ საქმესა თუ პრობლემას და ტირილი მინდება. საერთოდ აღარაფერი აინტერესებს და ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. სექსითაც ვეღარ ვაინტერესებ. არადა, ჯანმრთელი მამაკაცია. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. პირდაპირ უარს კი არ მეუბნება, მაგრამ, „მოიცადე, მოიცადეს” გაიძახის და ამას დასასრული არ უჩანს. მერე მეც ვიღლები და ხელს ჩავიქნევ ხოლმე. სიზმრად მეჩვენება ის დრო, როცა ერთად ვვახშმობდით, მიყვებოდა სახალისო ამბებს და მაცინებდა; მერე გამომკითხავდა, როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ; მერე ბავშვების ამბებით ინტერესდებოდა... სრული იდილია გვქონდა და თავი ყველაზე ბედნიერ ქალად მიმაჩნდა.

– როდის დაიწყო თამაშით გატაცება?

– წელიწად-ნახევრის წინ და მაშინვე არ მესიამოვნა. როცა ვუთხარი, მაგით ჩვენთვის ძალიან ძვირფას დროს ფლანგავ-მეთქი, მისაყვედურა: მე არ დავდივარ ძმაკაცებში საქეიფოდ, არ ვზივარ ეზოში და არ ვთამაშობ კარტს, სულ თქვენ გვერდით ვარ და, შემარჩინეთ ეს ორი საათი პირადი სიამოვნებისთვისო.

– მუშაობს?

– დიახ. თავის საქმეს აკეთებს და ხელფასიც სახლში მოაქვს, მაგრამ, მარტო ფული ხომ არ არის მთავარი? მე მისი სიახლოვე, მისი მხარდაჭერა მჭირდება; მისი ღიმილი და თავზე ხელის გადასმა. ნამდვილად არ მინდა, ჭირვეულ და პრეტენზიულ ქალად ჩამთვალოთ. არც პრეტენზიული ვარ და არც ჭირვეული. მიყვარს ქმარი და მასთან სიახლოვე რატომ უნდა მენატრებოდეს? რას ვითხოვ განსაკუთრებულს? ურთიერთობის ისეთი დეფიციტი მაქვს, რომ, ამას წინათ ჩემს ძველ მეგობარ კაცს შევხვდი, ძალიან დიდი ხანია, ვმეგობრობთ. გამიხარდა და, რომ ჩამიხუტა, მივხვდი, როგორ მაკლდა მამაკაცის ელემენტარული ალერსი. ამან ძალიან შემაშინა.

– იფიქრეთ, რომ დაუშვებდით ღალატსაც, თუ შემთხვევით შეხვდებოდით ვიღაცას, ვინც თქვენ მიმართ ყურადღებას გამოიჩენდა?

– დიახ, ზუსტად მიხვდით და ამან ლამის შემშალა. მე, ქალს, რომელსაც უყვარს ქმარი, რომელიც მისთვის ერთადერთი მამაკაცია, უცებ რეალურად გამიჩნდა იმის მოთხოვნილება, რომ მქონოდა ურთიერთობა სხვასთან. ვიგრძენი, რომ ძალიან ადვილი იქნებოდა ჩემი წინააღმდეგობის  დაძლევა, თუკი მონდომებული მამაკაცი მიზნად დაისახავდა ჩემთან სიახლოვეს.

ჩემი ქმარი იღიმება, მაგრამ, უღიმის მონიტორს და არა მე. გულგრილია ჩემ მიმართ. საერთოდ ვეღარ ხვდება, რა მაცვია, არ აინტერესებს, სად მივდივარ, ვის ვხვდები. ზოგჯერ ვფიქრობ, რამე სერიოზული ინტრიგა ხომ არ მოვუწყო, რომ ჩემი დაკარგვის ან ჩემი მხრიდან ღალატის შიში ჩავუნერგო. აღარ შემიძლია მეტი. საშინლად ვნერვიულობ და განვიცდი. ერთი ჩემი მეგობარი, რომელმაც შეამჩნია, როგორი დათრგუნული ვარ ბოლო დროს და მიზეზი გაიგო, მეუბნება, რომ ეს ძალიან კარგი საშუალებაა და აუცილებლად გაამართლებს – შეაჯანჯღარებს ჩემს ქმარს და ჭკუაზე მოიყვანს. მე მაინც მეშინია. ისე რომ არ გამოვიდეს, როგორც მგონია და ოჯახი საერთოდ დამენგრას, მერე რაღა ვქნა?! ხომ შეიძლება, ჩემს ქმარში უცებ ამოხეთქოს ეჭვიანობის ვულკანმა, ან, ხომ არ არის გამორიცხული, ის ვიღაც მამაკაცი მართლა მომეწონოს?!

– ქმარი ხომ გიყვართ? ეს როგორ უნდა მოხდეს?

– მე არ ვიცი, წინასწარ რა მოხდება, ვეღარ ვენდობი საკუთარ თავს, ისე ვარ დათრგუნილი და შეცვლილი. მჭირდება სითბო და ყურადღება – ვაღიარებ, რომ ამის უსაზღვრო მოთხოვნილება მაქვს  და არაფერი არაბუნებრივი არ არის ამაში. რატომ ვერ ვაგებინებ ჩემს ქმარს, რას მოვითხოვ მისგან?!

– ანუ, ელაპარაკეთ ამაზე?

– დიახ, ვცადე რამდენჯერმე. ვერ იგებს ან არ იგებს. კაჭკაჭივით იმეორებს – არ მესმის, ჩემგან რა გინდა. რა პრეტენზია გაქვს, ჩემთვის ვერთობი, ხომ არაფერს ვაშავებო. როგორ გავაგებინო, რომ აშავებს, თანაც, ძალიან სერიოზულად?! მამაკაცებს შეცდომით ჰგონიათ, რომ ქალს ყურადღება, კომპლიმენტი და ყვავილები მხოლოდ ქორწინებამდე სჭირდება, არადა, ოჯახში ყოველდღიური რუტინით დაღლილებს კიდევ უფრო მეტად გვჭირდება. პირადად ჩემთვის ეს ჰაერივით არის და ამის თქმის არ მრცხვენია. მე ქალი ვარ –  ემოციური, მგრძნობიარე და არა რობოტი. ოჯახი როგორ დავანგრიო? თუმცა, იმასაც ვგრძნობ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, გული გამისკდება. ჩემს ქმარს, მგონი, საერთოდ დაავიწყდა, რომ მის გვერდთი ქალი ცხოვრობს. დამავიწყდა, ბოლოს როდის მაჩუქა დაბადების დღეზე საჩუქარი. როცა ვუთხარი, რომ მწყინდა ეს ამბავი, მიპასუხა, მთელ ჩემს ხელფასს შენ გაძლევ და რაღა საჩუქარს მთხოვო. ვერ ხვდება, რომ ერთი ცალი ყვავილიც გამაბედნიერებს. იყო დრო, როცა ეს არ ეშლებოდა. წარმოგიდგენიათ?! – იყიდე შენთვის, რაც გინდა და მოგწონს, მე რა შუაში ვარო? მითხარით, რისი ღირსია ასეთი ქმარი?!

 

скачать dle 11.3