კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპისთვის შეღერებულები

ანუ ევრაზიელთა „შავი პარასკევი“

 

ბევრი ველოდეთ თუ ცოტა, გასულ კვირას ასოცირების შეთანმხებას ხელიც მოვაწერეთ და ევროპელობისთვის კიდევ ერთხელ გავემზადეთ, თუმცა საერთო სიხარულს გამონაკლისებიც ახლდა: კერძოდ, რაკი ევრაზიული კავშირის ჩვენებურ მოტრფიალეებს 27-ში „შავი პარასკევი“ გაუთენდათ, მათმა ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ შეგვახსენა, რომ „რეალურად ეს ხელშეკრულება არაფრის მომცემია (რამეთუ მზე კვლავაც ჩრდილოეთიდან ამოდის – )“. არაფრის მომცემი კი იმიტომ ყოფილა, რომ ბ-ნ ჭყოიძეს შეუსწავლია იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებსაც ასოცირების შეთანხმებაზე ათეული წლების წინათ მოუწერიათ ხელი. შეუსწავლია და დაუდგენია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, იმიტომ რომ, რუსული ბაზარი ევროკავშირულს სჯობია.

თუმცა იქვე დასძენს, რომ „ეს დაძაბავს სიტუაციას რუსეთთან (ნეტავ, მეტი რაღა უნდა დაძაბოს?!). უკვე გააკეთა ლავროვმა განცხადება, ლავროვის გარდა კი ყველაზე საშიში და სახიფათო ის არის, რაც ოსეთის თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ განაცხადა (ოსეთიო?!), რომ ისინი აპირებენ ჩაატარონ რეფერენდუმი და შეუერთდნენ რუსეთს.“

ასეა თუ ისე, ბ-ნი ჭყოიძე აანონსებს, რომ სექტემბერში დიდი აქციის ჩატარებას აპირებენ (ქორწილი არ გამომაპაროთ!) დასავლეთის საწინააღმდეგოს. მომყავს ციტატა: „სადაც დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის, ეკონომიკის წინსვლისთვის აუცილებელია საქართველოს არა რაღაც ასოცირების ხელმოწერები და ზღაპრად მოჩვენებული რაღაც ნატოს და ევროკავშირთან გაწევრიანება, არამედ გაწევრიანება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რომელიც შეიქმნება 2015 წელს (მააშ!).“

ჩვენ არ ვიცით, რატომ არ უნდა ბ-ნ ჭყოიძეს ხარისხიანი პროდუქციის მირთმევა, უზრუნველყოფილი და დაცული ახალგაზრდობა და სიბერე (და უამრავი სხვა რამეც), თუმცა ვიცით, რომ ჩვენს მეწარმეებს, ჩვენთვის რძის პროდუქტებს მცენარეული ცხიმისგან რომ ამზადებენ (ანუ მათ მიერ დამზადებული რძის პროდუქტი რძის პროდუქტები არ არის), ევროპულ ბაზარზე ეს (და არა მხოლოდ ეს) აღარ გაუვათ. – 

скачать dle 11.3