კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თაღლითობა ქართულ-მეწარმულად

ევროკავშირის გასაღები

 

ჩევულებისამებრ, საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო: ერთნი გულით მიესალმებიან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, მეორენი – ვაი რომ, გადაგვეკეტება რუსული ბაზარი, ევროპულზე დამკვიდრება კი რთულზე რთულიაო (თუმცა იოლი ფაფის ჭამაა, ისიც, თუ გააგრილებ – ).

სკეპტიკოსნი მოსთქვამენ, რომ ქართველ მეწარმეებს გაუჭირდებათ ევროკავშირის ნორმების დაკმაყოფილება (ბუნებრივია, გაუჭირდებათ, რადგან, მაგალითად, ქართულ ბაზარზე თეთრ ფქვილს საღებავს შეურევენ და რუხ, დიეტურ პურად გაასაღებენ ან პროდუქტს მცენარეული ცხიმისგან დაამზადებენ და რძის პროდუქტად შემოგვასაღებენ, პრინციპით, ყველაფერი გენიალური – მარტივია!).

სამწუხაროდ, რადგან ჩვენებურ მეწარმეთა დიდი ნაწილი ოსტატურად ფლობს და იყენებს თაღლითურ ილეთებს, რასაც მსხვილი სუპერმარკეტების არანაკლებ დახვეწილი თაღლითური სქემები ემატება, უფლებადამცავი ორგანიზაციები მომხმარებელს აფრთხილებენ: თუ ამა თუ იმ სუპერმარკეტში ამა თუ იმ პროდუქტზე გამოცხადებული სპეციალური დაბალი ფასი, როგორც წესი, სალაროსთან მაღალი აღმოჩნდება (იმ იმედით, რომ მყიდველი ვერ მიხვდება ფასში 20-50-თეთრიან სხვაობას), თქვენ გაქვთ პატრულის გამოძახებისა და სუპერმარკეტის პასუხისმგებელი პირის თაღლითობაში მხილების უფლება. 

скачать dle 11.3