კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეველოპერულმა კომპანია „m2-მა” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ვაჟა-ფშაველას გამზირის ადაპტაცია დააფინანსა

დეველოპერული კომპანია „m2“ დაარსების დღიდან საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიან, კომფორტულ, ხელმისაწვდომ ცხოვრების სტანდარტს. ასევე, გამოირჩევა ნოვატორული მიდგომებითა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტებით. სწორედ კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „m2-მა” დააფინანსა ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტროტუარებისა და გადასასვლელების რეკონსტრუქცია და  ჯამში, გამზირი 180 პანდუსით აღიჭურვება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უკვე შეეძლებათ, დამოუკიდებლად გადაადგილდნენ და თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნონ. განხორციელება შესაძლებელი გახდა სოციალური პროექტის, „სიცოცხლის ხის“ კოორდინაციისა და ჯგუფი „სოცკოდექსის“ ინიციატივის შედეგად. ჯგუფი „სოცკოდექსი“ 2012 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს სოციალური პრობლემის იდენტიფიცირებას და მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზების შემუშავებას. „სოცკოდექსი“ პროექტ „შეზღუდვების გარეშე“ ფარგლებში ტექნიკურად ახორციელებს ვაჟა-ფშაველას გამზირის პანდუსებით აღჭურვას. გამზირზე დამონტაჟებული პანდუსები აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს (დახრილობის კუთხე 5-დან 8 გრადუსამდე). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის პროექტს მიენიჭა ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხე“.

ირაკლი ბურდილაძე (კომპანია „m2-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): მინდა, აღვნიშნო, რომ კომპანია „m2-ის” მიზანია, იზრუნოს იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუქმნას კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, გარემოსთან ადაპტაციისთვის. ამ პროექტით ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ახალ წამოწყებას, რომელიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს კომფორტულად იგრძნონ თავი ნებისმიერ გარემოში და არ იყვნენ სხვაზე დამოკიდებულები. ჩვენ, ასევე, ყველა სამშენებლო პროექტის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნილებებს და შესაბამისად ვგეგმავთ გარემოს, შენობაში თუ შენობის გარეთ. 

თორნიკე გურული (სოციალური პროექტის, „სიცოცხლის ხის“ დირექტორი): მოხარული ვარ, რომ „სიცოცხლის ხე“ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამოჩნდა. 183 პანდუსს ვაკეთებთ „სოცკოდექსთან“ ერთად, კომპანია „m2-ის” დაფინანსებით. ვაჟა-ფშაველას გამზირი სრულიად ადაპტირებული გახდება და ეტლით მოსარგებლეებს მარტივად შეეძლებათ, ამ გარემოში გადაადგილება. ვამაყობთ, რომ ამ წამოწყებას ჩვენ დავუჭირეთ მხარი და ერთობლივი ძალებით, დღეს ეს გარემო ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ, თუმცა ამ ეტაპზე არ გავჩერდებით. შემდეგი პროექტი რუსთაველის გამზირის ადაპტირება იქნება. უკვე დავიწყეთ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ამ თემაზე მუშაობა. „სიცოცხლის ხე“ ჩნდება იქ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მართლაც არ არსებობს. 

 

скачать dle 11.3