კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ მაგისტრატურაში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე აბიტურიენტების მიღება დაიწყო

გაიარეთ რეგისტრაცია www.mba.edu.ge-ზე და, დასავლურ განათლებასთან ერთად, მიიღეთ სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობა

 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ (MBA) მაგისტრატურაში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე აბიტურიენტების მიღება დაიწყო. 

აკაკი ხელაძე („საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ რექტორი): თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების სფეროში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და საშუალება მისცეს ნებისმიერ მსურველს, დაეუფლოს ფინანსურ ცოდნას მისთვის სასურველ დონეზე. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მაგისტრატურაში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ფინანსების დარგში წელს, სექტემბერში, 50 აბიტურიენტს მიიღებს. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს არაერთ უპირატესობას აძლევს, მათ შორისაა კარიერული წინსვლა და უკეთესი პირობებით დასაქმების პერსპექტივა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი და რეალური კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა წარმატებულ ადამიანებთან. 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ მაგისტრატურაში ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩარიცხული 50 სტუდენტიდან 10 საუკეთესო მიიღებს 100­პროცენტიან დაფინანსებას „საქართველოს ბანკისგან“. შემდეგი 20 სტუდენტი კი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ სწავლის პერიოდში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას წამყვან კომპანიებში და ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ რეალური ბიზნესის წარმართვის პროცესში. სტუდენტები ისწავლიან 2013­2014 წლებში შექმნილი უახლესი სასწავლო მასალებით, რომელიც უფასოდ გადაეცემათ. დამატებით კი ყველა სტუდენტს საშუალება მიეცემა დაესწროს უნივერსიტეტის ტრენინგცენტრის ტრენინგებს შემდეგ მიმართულებებში: დროის მართვა, ლიდერობა, გაყიდვები, მოლაპარაკების წარმოება, პრეზენტაციის ტექნიკა და სხვა. უნივერსიტეტში მიღებული უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა თითოეულ სტუდენტს მისცემს რეალურ შანსს, დასაქმდეს ბიზნესის ინდუსტრიაში და მიაღწიოს კარიერულ წინსვლას. 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის” მაგისტრატურაში ბიზნესის ადმინისტრირებაზე რეგისტრაციისთვის, სტუდენტებს შუძლიათ, ეწვიონ: 

www. mba. edu.ge

 

скачать dle 11.3