კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ფატუნა ბუშიჰედს მაიკლ ჯეკსონის მამასთან და რით გააოცა ქართველმა დიზაინერმა სელებრითი სტუმრები

დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი მართალია, ქართველ მომხმარებელს დიდად არ ანებივრებს საკუთარი კოლექციით, მაგრამ მას ძალიან კარგად იცნობენ ევროპასა და ამერიკაში. ჩვენი რესპონდენტი ახლახან დაბრუნდა მონაკოდან, სადაც ჩვენება გამართა. ჩვენებას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო და რაც მთავარია, მოიწონა მისი ახალი კოლექცია. საქართველოში დაბრუნებულ დიზაინერს შევხვდით და დაწვრილებით გამოვკითხეთ ამ ჩვენების შესახებ.     

 

– ახლახან დაბრუნდი საქართველოში. მორიგი ჩვენება გამართე, ამჯერად მონაკოში. უფრო დაწვრილებით მოგვიყევი, რა ხდებოდა იქ?

– ეს იყო პრივატული ჩვენება, რომელიც მონაკოში, ერთ-ერთ, ძალიან ცნობილ და პრესტიჟულ იახტაზე გაიმართა. იახტაზე მხოლოდ 60 სტუმარი იყო, აქედან თითქმის ყველა სტუმარი სელებრითი გახლდათ. ამ ყველაფერს მსოფლიო პრესა აშუქებდა, „ფეშენ-ტივი” იღებდა და აფიქსირებდა ყველაფერს. მონაკო ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ადგილია, სადაც საოცრებები ხდება. 

– ამჯერად საოცრების მონაწილე შენც იყავი.

– კი და ძალიან ვამაყობ ამით.

– სელებრითები ახსენე და ჩვენთვის ცნობილი თუ იყო ჩვენებაზე ვინმე?

– კი, როგორ არა. ჩვენებაზე იყვნენ ჯოი ჯეკსონი – მაიკლ ჯეკსონის მამა, ლორენცო ქვინი – ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ენტონი ქვინის შვილი. ლორენცო ძალიან კარგი ფერმწერი, მოქანდაკე და ფანტასტიკური არტისტია. გარდა ამისა, ის არაჩვეულებრივი ადამიანია. იყვნენ სტუმრები „ვოგიდან.” არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ მკითხველს შეუძლია, ჩემს ვებ-გვერდზე შევიდეს: www.patunafashion.com და იქ ნახავს ყველა სტუმარს, არა მხოლოდ მონაკოს ჩვენების, არამედ სხვა ივენთებისაც. 

– ჩვენების დროს ყველა ფეხშიშველი რატომ იყო?

– იახტაზე, სადაც ჩვენება გაიმართა, არც ერთი სტუმარი და არც მოდელები არ უნდა შესულიყო ფეხსაცმლით. ეს ჩემი კაპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან ძვირად ღირებულ იახტაზე ვიყავით, რომელიც 15 მილიონად არის შეფასებული. მართლა წარმოუდგენლად ზღაპრული ცხოვრებაა მონაკოში. ერთ მეზობელს თუ 15-მილიონიანი იახტა ჰყავს, მეორე 20-მილიონიანს ყიდულობს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან. იახტაზე ფეხშიშველი შესვლის მოთხოვნაც იმიტომ იყო, რომ ფეხსაცმელს ხელით მოქსოვილი ხალიჩა არ გაეფუჭებინა. უამრავი დეტალისგან არის მოქსოვილი ხალიჩა, რომელსაც ბიოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა. ორგანიზმისთვის ძალიან კარგია, თან სიარულის დროს მასაჟს აკეთებს. სიმართლე გითხრა, იმის დროც არ მქონდა, ბოლომდე გავოცებულიყავი. მართალა ზღაპრულად იყო ყველაფერი.

– შემოთავაზება თავად გაგიკეთეს?

– რა თქმა უნდა, თავად შემომთავაზეს, რომ ჩვენება სწორედ ამ იახტაზე ჩატარებულიყო. 

– საკუთარი ტენდენციები გაქვს?

– მოდის ტენდენციების მიმდევარი არ ვარ, მე საკუთარი ტენდენციები მაქვს. საერთოდ, ტენდენცია არის მასისთვის, ვისაც ყოველდღიური და კომფორტული სამოსი სჭირდება. ჩემი სამოსი კი, რაღაც მომენტში, არ არის კომფორტული, რადგან ეს საღამოს გრძელი კაბებია. რომელსაც ყოველდღიურად ვერ ჩაიცვამ.  ვერაფრით გააკვირვებ მსოფლიოს, თუ არ დაინახეს, რომ შენ საკუთარი სტილი და ხედვა გაქვს. შესაბამისად, მერე მათგან მოწვევასაც იღებ. ამერიკაში არაერთი ჩვენება გამიმართავს მათივე მიწვევით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩემი აზრით, ამერიკა არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები. უფრო მეტიც, ამერიკა ერთგვარი მიქსერი და ნიჭიერი ადამიანების თავშესაფარია. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა ოცნება აგიხდება, თუ ძალიან მშრომელი და მიზანდასახული ხარ. მე შრომა არ მეზარება, ეს ჩემი ცხოვრების სტილია.

– ყველა ჩვენება, რომელიც გაგიმართავს ამერიკასა თუ სხვა ქვეყანაში, ინტერნეტში თავისუფლად შეიძლება, მოიძიოს მსურველმა, ისევე როგორც შენი „ფეისბუქის” გვერდზე. იქ ასახულია ფაქტები და შესაბამისად შენი ჩვენების შესახებ მკითხველს მხოლოდ სიტყვებზე დაყრდნობით არ უწევს ამ ყველაფრის დაჯერება. 

– არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და არც წინასწარ ვსაუბრობ, მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენების შემდეგ, როცა ფოტო და ვიდეომასალას მაწვდიან, ის თავსდება ჩემს ვებ-გვერდზე და ასევე, „ფეისბუქის” გვერდზე. აი, ამის შემდეგ უკვე შეუძლია, ნებისმიერმა ადამიანმა გაიგოს, თუ რომელ ქვეყანაში, როგორი ჩვენება გაიმართა. ამ ყველაფერს კომენტარებიც მოყვება ხოლმე. ზოგს ეგონა, რომ ზედმეტად ვაფორმებდი ჩემი ჩვენების შესახებ ინფორმაციას, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩემთვის წარმოუდგენელია, ის ვთქვა, რაც არ არსებობს. ეს ხომ მხოლოდ თავის მოტყუებაა და არა იმ პერსონის მოტყუება, ვისაც ამას უყვები. შესაბამისად, ყოველთვის მიყვარს ფაქტებით საუბარი. ამიტომ ვდებ ამდენ ფოტო და ვიდეომასალას, ისევე როგორც მსოფლიო პრესის მიმოხილვებსა და შეფასებებს ფატუნა ბუშიჰედის შესახებ. ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა ბევრისგან გარჩევენ. მე მაქვს ჩემი ხაზი, რომელიც არავის ჰგავს. ამ ხაზის მოძებნა ძალიან რთული იყო. კოლექციას ჩემს სხეულზე ვირგებ, უბრალოდ, მას მეტ სიგრძეს ვაძლევ, რადგან მოდელები, რომლებიც კოლექციას წარმოადგენენ, ჩემზე გაცილებით მაღლები არიან. უპირველესად, საკუთარ თავზე ვცდი და ვირგებ. ცოტა ვეგოისტობ, მაგრამ ასეა. 

– სამი შვილის დედა ხარ, მაგრამ შენი პროფესიისთვის დრო არ დაგიზოგავს. ერთი მეორეს ძალიან კარგად შეუთავსე. მახსოვს, როცა მესამე შვილს ელოდებოდი, მთელი 9 თვე მუშაობდი ახალ კოლექციებზე. უფრო მეტიც, ფეხმძიმობის მეცხრე თვეში ამერიკაში ჩვენებაც კი გამართე. ეს საკუთარი პროფესიის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემაა. 

– 5 დღით ამერიკაში გადავფრინდი, მერე დღენახევრით ლონდონში მომიწია წასვლა. 

– როგორ ახერხებ, ყოველთვის იყო ფორმაში, მოუარო სამ შვილს, პარალელურად იმუშაო ახალ-ახალ კოლექციებზე და გამართო სხვადასხვა ჩვენება?

– ვფიქრობ, რაც უფრო დაკავებული ხარ, მით უფრო ასწრებ ყველაფერს. უბრალოდ, უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და შენი პროფესია. იმის გარდა, რომ პროფესიაზე უნდა იყო გადართული, საკუთარ თავსაც უნდა მიხედო – ჯანსაღი საკვებით იკვებო და გქონდეს ცხოვრების ჯანსაღი სტილი. ეს ყველაფერი კი ადამიანზე აუცილებლად აისახება. რაც შეეხება ბავშვების გაზრდას, რასაკვირველია, ძალიან დიდ დროს ვუთმობ მათ. სანდრო უკვე 17 წლისაა, ქელი – 7-ის და ანდრიანა – წლის და 5 თვის. დროის გადანაწილება ძალიან ადვილია, თუ იცი, როგორ გააკეთო ეს. ზუსტად ვიცი, დილით რომ ავდგები, ანდრიანათი უნდა დავკავდე, მერე მოდის ჩემი დამხმარე, თიკუნა. მეხმარება ასევე, დედა. იმავდროულად, მე უკვე ჩემს სტუდიაში ვმუშაობ.   

– გეგმებზე საუბარი არ გიყვარს და მაშინ ის მითხარი, თბილისში როდემდე რჩები? პასუხის მიხედვით მივხვდები, თუ რამდენ ხანში გაქვს მორიგი ჩვენება.

– თბილისში ყოფნა დაახლოებით, თვე-ნახევარი მომიწევს. 

 

скачать dle 11.3