კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაატარე ზაფხული ზღაპრულ სამყაროში „პეგას ტურისტიკთან“ ერთად

ცხელი ზაფხული და სასიამოვნო დასვენება ყველა ადამიანისთვის სასურველია, განსაკუთრებით, თუ მას კომფორტულ გარემოში გაატარებს. ზოგი თავისივე ქვეყანაში დასვენებით კმაყოფილდება, ზოგისთვის კი უფრო სასურველია, კუთვნილი შვებულება სხვა ქვეყანაში გაატაროს და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ არჩევანი და ფიქრობთ, სად გაემგზავროთ, ამაში ჩვენი რესპონდენტი, „Pegas Touristik Georgia -ს” გაყიდვების სამსახურის უფროსი, სალომე ბერაია ნამდვილად დაგეხმარებათ. „Pegas Touristik”-ის მეშვეობით, უკვე უამრავმა ადამიანმა გამოსცადა რა არის ნამდვილი დასვენება და სრული კომფორტი, რაც მოგზაურობის დროს აუცილებელია.  კომპანია „პეგას ტურისტიკი” 1994 წელს რუსულ ბაზარზე შეიქმნა და მისი 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თურქი ბიზნესმენია. „პეგას ტურისტიკი” 23 მიმართულებით ახორციელებს რეისებს, აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა, სერვისები და ასევე, საკუთარი ავიაკომპანია Nordwind Airlines. რაც შეეხება „პეგას ტურისტიკის” საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობას და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ სიახლეებს ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.  

სალომე ბერაია: ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ვართ. დავიწყეთ პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულება ანტალიის მიმართულებით და თურქეთის რეგიონი ავითვისეთ. შემდეგ დავამატეთ დუბაის მიმართულება, ასევე, ეგვიპტე, რომელიც მოიცავს ხურგადასა და შარმ-ელ-შეიხს – ორივე საკურორტო ზონაა. 2014 წლის ზაფხულის სეზონის სიახლე კი კუშადასის მიმართულებაა, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. 

– რამდენი დღე-ღამე შედის დამსვენებლის განკარგულებაში?

– რეისებიდან გამომდინარე, ჩვენ მათ ვთავაზობთ: 7 ღამესა და 8 დღეს, ან 14 ღამესა და 15 დღეს. მერე უკვე იზრდება 28 დღემდე და ასე შემდეგ. 10-დღიანი ტურების საშუალება ჯერჯერობით, ფრენებიდან გამომდინარე, არ არის. 

– რა შედის დამსვენებლის განკარგულებაში?

– „პეგას ტურისტიკი” არის ტურ-ოპერატორი, რომელიც ქმნის პროდუქტს და შემდეგ უკვე საქართველოში არსებულ ყველა სააგენტოს აწვდის. ტურისტულ სააგენტოში მისულ ტურისტს, უკვე სააგენტო აწვდის გამზადებულ პაკეტს, სადაც შედის: პირდაპირი ავიაბილეთი, იმ სასტუმროში განთავსება, რომელსაც თვითონ მგზავრი ირჩევს. პაკეტში, ასევე, შესულია სამოგზაურო დაზღვევა და ტრანსფერი – აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით – სასტუმროდან აეროპორტამდე. ეს არის მთლიანი, სრულიად შეკრული პაკეტი. ფასები ბალანსირდება სეზონის მიხედვით და სასტუმროებიდან გამომდინარე. გვაქვს გაყიდვების ძალიან გამარტივებული ონლაინ-სისტემა, სადაც თავად ტურისტს შეუძლია, დაათვალიეროს სასურველი სასტუმრო, გაეცნოს ფასებს და უკვე მომზადებული ინფორმაციით მიმართოს ტურისტულ სააგენტოს. ჩვენი აუცილებელი პირობაა, ტურები ტურისტულმა სააგენტოებმა იმავე ფასში გაყიდონ, რაც ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული. 

– რამდენი ხნით ადრეა შესაძლებელი საგზურის დაჯავშნა?

– ანტალიის ჯავშნები გავხსენით ზუსტად 2013 წლის დეკემბერში. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, დეკემბერში დაიგეგმოს მომავალი წლის ზაფხულის დასვენება. ადრეული ჯავშნის განხორციელების შემთხვევაში, ტურისტი სარგებლობს 45 პროცენტამდე ფასდაკლებით და ზოგავს საკუთარ ბიუჯეტს. ქართულმა ბაზარმა საკმაოდ კარგად აიტაცა ეს მეთოდი, ადრეულმა ჯავშნებმა თურქეთის მიმართულებით ნადვილად გაამართლა.

– ადრეული ჯავშანი ძალიან კარგია, მაგრამ რაც შეეხება მინიმალურ დროს, რამდენი დღით ადრეა შესაძლებელი ჯავშნის გაკეთება?

– არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს. თუ ბორტზე ადგილია, გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრეც შესაძლებელია დასვენების დაგეგმვა. 

– რომელი ავიახაზები გემსახურებათ?

– ჩვენი პარტნიორია თურქეთის ავიახაზები. თურქეთის მიმართულებით, ანტალია იქნება ეს თუ კუშადასი, ყველა რეისს ვასრულებთ „თურქიშ ეარლაინსით.” მინდა, ისიც გითხრათ, რომ თურქეთში გასამგზავრებლად არ არის საჭირო პასპორტი, ამ შემთხვევაში, აიდიბარათიც საკმარისია. 

– მინიმალური ფასი რამდენია პაკეტის შესაძენად, მაგალითად, კუშადასში?

– მინიმალური ფასი ერთ ადამიანზე, იწყება 379 დოლარიდან.

– ბავშვების დასვენებას რაც შეეხება, ფასები როგორია?

– ეს გამომდინარეობს ინდივიდუალურად, სასტუმროს მიხედვით. ამ საკითხს განსაკუთრებით თურქეთში აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, არის სასტუმროები, სადაც 11 წლამდე ბავშვი უფასოა, არის სასტუმროები, სადაც ლავირება ხდება 6 წლამდე, ხოლო 6-დან 12 წლამდე, უკვე სხვა ფასია. 2 წლამდე ბავშვისთვის კი ფრენაც უფასოა.

– მართალია, ანტალია ძალიან პოპულარულია ქართველი ტურისტებისთვის, თუმცა მას, როგორც ჩანს, მალე ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს კუშადასი. მათთვის, ვინც ფიქრობს იქ გამგზავრებას, რას ეტყვით, რით არის გამორჩეული?

– კუშადასი ძალიან კარგ ადგილზეა, მოსახერხებელი მდებარეობა აქვს და საინტერესოა ისტორიული ექსკურსიებისთვის. ვგულისხმობ, უძველეს ქალაქ ეფესოს, რომლის მონახულებაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია. ასევე. ძალიან მნიშვნელოვანია, წმინდა ღვთისმშობლის სახლი, რომელსაც უამრავი ლეგენდა უკავშირდება. გადმოცემების თანახმად, ეს არის ადგილი, სადაც ღვთისმშობელი გარდაცვალებამდე, ბოლო 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იქ არის სურვილების კედელი, სადაც მომლოცველს საშუალება აქვს, ჩაიფიქროს სურვილი, დაწეროს და მიამაგროს კედელზე. იქვეა, წმინდა წყალი. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, თუ ამ წყალს დალევ, 7 წლის ცოდვები ჩამოგერეცხება. ეს იმიტომ, რომ როგორც უკვე გითხარით, ლეგენდის თანახმად, ღვთისმშობელი სწორედ 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე. ასევე ტურისტს შეუძლია, მოინახულოს უამრავი, არქიტექტურით გამორჩეული საინტერესო თურქული სოფელი. ღვინის ტურებისთვის კი ძალიან საინტერესო სოფელია შირინჯე,  სადაც სპეციფიკური გემოს ღვინოს ამზადებენ. ეს ტურისტებს ძალიან იზიდავს. ულამაზესი დასახლებაა – ქალაქი ალაჩათი, თავისი გამორჩეული არქიტექტურით. ვიწრო ქუჩებითა და რესტორნების მრავალფეროვნებით ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს. ასე რომ, საკმაოდ ხალხმრავლობაა კუშადასის რეგიონში, როგორც აქტიური, ისე პასიური დამსვენებლებისა. აქტიური დასვენების მოყვარულებს, შეუძლიათ ძალები მოსინჯონ  windsurfing-შიც, გამოცდილი ინსტრუქტორი დაგეხმარებათ დაეუფლოთ სპორტის ამ სახეობას. კუშადასი ყველანაირი გემოვნების ადამიანის მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასე რომ, ვისაც გსურთ, სასიამოვნოთ გაატაროთ ზაფხულის  დასვენების დღეები, დრო აღარ დაკარგოთ და ისარგებლეთ „პეგას ტურისტიკის” – ტურ-პაკეტებით www.pegast.ge. 

 

скачать dle 11.3