კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„უცოდინარობა სიბნელეა“

ანუ რატომ არ ჰყავთ იაპონელებს მომსახურე პერსონალი

 

2006-სა და 2011 წლებში საქართველომ წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მიიღო მონაწილეობა. კვლევის მიზანი 9-10 წლის მოზარდების კითხვის უნარისა და მასთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლა იყო. სულ კვლევაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 173 სკოლა და 4 796 მოსწავლე იყო ჩართული.

საბოლოოდ, ჩვენმა მოსწავლეებმა საშუალოზე დაბალი შედეგი აჩვენეს, კერძოდ, 500-ზე დაბალი, კონკრეტულად კი ჩვენმა 9-10 წლის თანამემამულეებმა 488 ქულა დააგროვეს. ხოლო ჩვენ შემდეგ ადგილებს ინაწილებენ: აზერბაიჯანი, ირანი, ყატარი, ომანი და მაროკო (რუსთაველი, ალბათ, საფლავში ბრუნავს!).

შედეგები საგანგაშო და ტრაგიკულია და, წესითა და რიგით, ნიშნავს, რომ განათლების განხორციელებულმა  რეფორმამ ვერ გაამართლა. მეორე მხრივ, შესაძლოა, ოპტიმისტმა ისიც კი თქვას, რომ მომსახურე პერსონალს კითხვის უნარი მაინცდამაინც არ სჭირდება, თუმცა, თუ იაპონიის მაგალითს გავიხსენებთ, შესაძლოა, მომსახურე პერსონალობაც სანატრელი გაგვიხდეს.

მაგალითად, იაპონელები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ხალხია (საერთაშორისო კვლევებით, იაპონიის მოსახლეობა 100-პროცენტიანი წიგნიერების ზღვარს აღწევს), განათლების სისტემაზე მთლიანი შიგა პროდუქტის მხოლოდ 3,3 პროცენტს ხარჯავს, თუმცა საფუძვლად კონფუციანიზმი უდევს.

ამჯერად არ შევჩერდებით იაპონური განათლების სისტემის დეტალებზე, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იაპონიაში თითოეული მოსწავლე დღეში 15 წუთს სკოლის შენობის, მათ შორის, სველი წერტილების სავალდებულო დალაგებას უთმობს, რათა სისუფთავეს ბავშვობიდან ეზიაროს. სხვათა შორის, რიგით დამლაგებელს, რომლის პროფესიასაც იაპონიაში „ჯანმრთელობის ინჟინერი“ ეწოდება, ზეპირი და წერითი ტესტის ჩაბარება უწევს. და, მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ერია, ისინი არ ცნობენ მომსახურე პერსონალს და ყველა ყოფით საქმეს თავად ართმევენ თავს.

ამის გათვალისწინებით კი, თუ ასეთი ტემპით განვაგრძეთ განათლების რეფორმა, ვეჭვობ, მალე ჭურჭელსაც აღარ დაგვარეცხვინებენ… – 

скачать dle 11.3