კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფასო რჩევები

და ჩვეულებრივი თაღლითები

 

ის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ბანკებისთვის უმად მისართმევი კერძია, ჩვენი რეალობის ლამის სავიზიტო ბარათია. ზედაც, ბანკები რამდენიმე ასეულმილიონიანი მოგებებით ასრულებენ საანგარიშო წლებს, სესხების პროცენტებს კი ცეცხლს უკიდებენ, აღარაფერს ვამბობ მიკროსაფინანსოებისა და ლომბარდების საპროცენტო განაკვეთზე, რომელთა მიზანიც ისედაც გაღატაკებული მოქალაქისთვის საერთოდაც წესის აგებაა.

სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოსახლეობა გააფრთხილა, ერიდეთ ეგრეთ წოდებულ „საკრედიტო მახეს“, განსაკუთრებით, საქართველოს ბანკების ტერიტორიაზეო. კერძოდ, ბ-ნი ქადაგიძე მოქალაქეებს ურჩევს, სესხის აღებამდე დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულებას (თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მომხმარებელს იმ კაბალურ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის უფლების იოტისოდენა შანსიც არ აქვს, შესაბამისად, წაკითხვით ოდენ საკუთარ კითხვის უნარს თუ გაივარჯიშებს).

ამას გარდა, ბ-ნი ქადაგიძე მოქალაქეებს იმასაც ურჩევს, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ განვადების, საკრედიტო ბარათისა და სესხის გადაფარვის პროდუქტებით სარგებლობისას. თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამ რჩევას „საქართველოს ბანკის“ დირექტორი გამოეხმაურა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, ირაკლი გილაურმა, აქეთ დაგვამუნათა – 100 პროცენტით რომ მართლები ვიყოთ, ბანკირები არ ვიქნებოდითო (ანუ ჩვეულებრივი თაღლითები ვართ და ამ თაღლითობითა და თქვენი სიბრიყვე-გაჭირვებით ვშოულობთ პურსო – ).

ამის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რჩევები რეალურად გამოადგეთ მოქალაქეებს. თუ ბ-ნი ქადაგიძის რჩევები გულწრფელია, მას სულ თავისუფლად შეუძლია, კანონის დონეზე იხსნას მოქალაქეები თაღლითი და უკვე საკმარისად გამძღარი ჩვენი თანამემამულე ბანკირებისგან.

скачать dle 11.3