კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გომბიო“ და ევროკავშირი

ქართული „ტვირთი“

 

რაკი ფაქტია, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის ასოცირებას წინ ვერაფერი დაუდგება (მეტი გულდაჯერებისთვის სამჯერ ხეზეც დავაკაკუნე!), ევროკომისიის პრეზიდენტი ბ-ნი ბაროზოც გვეწვია და ჩვენი დედაქალაქიდან მოუწოდა რფ-ს, ამათ  არაფერი ავნოო (პათოსით: „ეს გოგო ჩემთვის მინდაო“). ნაკლებ სავარაუდოა, რფ-მ ეს რჩევა შეისმინოს, თუმცა ისიც თითქმის გამორიცხულია, უკრაინასავით ამჯერად ბომბები დაგვიშინოს.

ასეა თუ ისე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენებურ ოს და აფხაზ სეპარატისტებს შესთავაზა, ჩვენთან ერთად თქვენც ისარგებლეთ ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებითო. პერსპექტივები კი, მართლაც, არის (განსაკუთრებით, იზოლაციაში მყოფი სეპარატისტებისთვის): უვიზო მიმოსვლით დაწყებული და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობით დამთავრებული.

თუმცა ამის პარალელურად, მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ანქვაბი გაისტუმრეს, კვლავ გააქტიურებულმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციებთან არსებული კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები უკანონოდ ითვლება! რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში დარჩენილი ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის პროცესი აქტუალიზდება.

ჯერჯერობით ჩამორთმევის მოტივად ის სახელდება, რომ გალელი ქართველების დიდ ნაწილს საქართველოს პასპორტებიც აქვს და სეპარატისტულიც, თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ მიმართ უფრო მკაცრი სანქციებიც გატარდეს (ქართველების ხმა არჩევნებში სეპარატისტებს რამსებს ურევს). ანუ ჩვენ არ ვიცით, მიიღებს თუ არა აფხაზი საზოგადოება პრემიერ ღარიბაშვილის შეთავაზებას, თუმცა უკვე ვიცით, რომ გალელ ქართველებს არადემოკრატიულად მოექცევიან, რაც გვაფიქრებინებს, რომ ვითარება უცვლელია: გომბიოს ბუმბულში აწვენდენ, ის კი გაიძახოდა „ფუჩეჩი-ფუჩეჩიო“. 

 

скачать dle 11.3