კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„m2 იპოდრომთან“ – დათქმულ ვადაზე 4 თვით ადრე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი

m2-ის მიმართ გამოცხადებული ნდობა და უპრეცედენტო პროექტით გამართლებული იმედი

 

m2 ქართულ სამშენებლო ბაზარზე გამოირჩევა მაღალხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტით, ხელმისაწვდომი ფასებითა და საინტერესო პროექტებით. კომპანიის მიზანია, მოსახლეობას შეუქმნას თანამედროვე საცხოვრებელი პირობები.  კომპანიამ ამჯერადაც გაამართლა საზოგადოების იმედი და იპოდრომზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დათქმულ ვადაზე 4 თვით ადრე დაასრულა. ამ ფაქტის აღსანიშნავად, m2-მა საზეიმო მიღება გამართა მედიისთვის, პარტნიორებისა და მოწვეული სტუმრებისთვის. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ, სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიულოცა ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. შეხვედრამ სასიამოვნო მუსიკისა და ალაფურშეტის ფონზე ჩაიარა. მოწვეულმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. საცხოვრებელი კომპლექსი მოწესრიგებული სადარბაზოებით, ულამაზესი გამწვანებით, საბავშვო ზონითა და სპორტული მოედნით, მართლაც მაღალ სტანდარტს შეესაბამება. 

ირაკლი ბურდილაძე: თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ დეველოპერს დათქმულ ვადაზე 4 თვით ადრე დაემთავრებინა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. ჩვენი კომპანიისადმი ნდობა დიდია, რასაც ბინების 97 პროცენტის გაყიდვა მოწმობს. ნდობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ კლიენტს და პირობა მივცე, რომ სამომავლოდაც გავამართლებთ მათ იმედებს. 

მოგეხსენებათ, რომ კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. აღნიშნული პროექტი 20 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) დააფინანსა, საიდანაც მხოლოდ 10 მილიონის ათვისება მოხდა. აღნიშნული სესხი  კომპანიამ გასული წლის დეკემბერში წინსწრებით დაფარა, რაც გაყიდვების მაღალი ტემპის შედეგად გახდა შესაძლებელი. პროექტის სამშენებლო ფართმა 60.724 კვადრატული მეტრი შეადგინა, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა კი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით განხორციელდა. გარემონტდა 525 ბინა. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია 1.375 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი და 11.047 კვადრატული მეტრი მიწისქვეშა ავტოსადგომი. სარეკრეაციო ზონაში კეთილმოეწყო შიდა ეზო, სპორტული მოედანი, საბავშვო ზონა. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომპლექსი უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვით;  სადარბაზოების, ლიფტებისა და სარეკრეაციო ზონების დასუფთავებით და მოვლით.

 ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ობლიგაციების მეორე ემისია.  m2-ის ობლიგაციების პირველი განთავსება, დიდი წარმატებით განხორციელდა 2014 წლის აპრილში და ერთი თვის განმავლობაში ეს პროცესი სრულიად დასრულდა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას და, შესაბამისად, m2-მა ობლიგაციების მეორე ემისია განახორციელა. ამერიკულ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ერთწლიანი მოცულობა 10 მილიონ დოლარს შეადგენს, ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება კი – 1 000 დოლარს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც დააბანდებს თავისუფალ სახსრებს ხსენებულ ობლიგაციებში, მიიღებს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს – 8.42 პროცენტს (გადასახადებით დაბეგვრამდე). ობლიგაციის გამოშვებით m2 ახდენს მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას და საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას. ზოგადად, ობლიგაციების გამოშვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. 

 

скачать dle 11.3