კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიპარნენ ფეხბურთელები პაემანზე გუნდურად და რატომ შეეცოდათ თბილისის დინამოელის სახლში შესულ ქურდებს ბინის პატრონი

სიჭაბუკის „ცოდვები“

მაშინ საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი. საკავშირო ჩემპიონატზე უკრაინის ერთ „ქვანახშირულ“ ქალაქში გვაქვს ადგილობრივ გუნდთან შეხვედრა. დავბინავდით სასტუმროს მეორე სართულზე. მკაცრი უფროსი გვყავდა – ელოშვილი, თითქმის ყოველ საათს გვამოწმებდა, რომ განრიგი და საერთოდ, დისციპლინა არ დაგვერღვია. მაგრამ, მოგეხსენებათ, ქართველი ბიჭები და უკრაინელი გოგოები ისტორიულად „უგებენ“ ერთმანეთს და ესროდნენ ეს ნაზი სქესის წარმომადგენლები წვრილ კენჭებს ჩვენს ფანჯრებს (პაროლი, გამოწვევა).

სასტუმროს შემოსასვლელი მკაცრად იყო დაცული, მთელი ჩვენი უფროსობა იქ იყო და გასვლა გამორიცხული გახლდათ. ერთი მეკარე გვყავდა, რაციონალიზატორი იყო ამ საქმეში. გადააბა ერთმანეთს რამდენიმე „პროსტინა“ და პირსახოცი. ამოდის ჩვენს სართულზე მწვრთნელი და... სადღა არიან ბიჭები?! მარტო მე და წურწუმია (თანაგუნდელი) შევრჩით ხელში. გაგიჟდა კაცი, ხან აქეთ ეცა, ხან – იქით და გადაიხედა ყოველი შემთხვევისთვის ფანჯრიდან. კინაღამ დასაბმელი გახდა, გადაბმულ „ლიფტზე“, ერთ ქართულ მულტფილმში რომ გინახავთ, წრუწუნები როგორ ეხმარებიან ქვევრში ჩავარდნილ გმირ წრუწუნას – ისე გადაბმულან მთელი ჩვენი გუნდის ბიჭები და „გუნდურად“ მიდიან პაემანზე.

ატყდა ამბავი, მაგრამ ახალგაზრდები იყვნენ და ამჯერად აპატიეს. ჩვენც შეგვაქეს, კარგი ბიჭები ხართ, მაგათ რომ არ აჰყევითო.

არ ავყევით კი არა... ვერ მოვასწარით.

„ვაი, შე გაჭირვებულო“

მაშინ ოროთახიანი ბინა მივიღე და გავფართოვდი. გაფართოება, იცოცხლე, კარგია, მაგრამ, რად გინდა? ცეკვა დიდად არ მიტაცებდა და რად მინდოდა ცარიელი ოთახები? რაზე ვამბობ, ჩემო ბატონო და რომ გადავედი, მგონი, მთელი მეზობლები ჩემზე იცინოდნენ. ჩემი ძველი ბინიდან წამოღებული ბარგი-ბარხანა ორ გზობაზე ავზიდე „გრუზავიკიდან“ მარტომ. მოკლედ, ამ ოროთახიან ბინაში განვათავსე ორი საწოლი მოწყობილობა – ერთი ტახტი და ერთ „სეტკიანი კრაოტი“, ორი სკამი – „სტუმრის და ჩემი“, ერთი „ტუმბოჩკა“ და 39 თეფში და ჭიქა.

„დინამოს“ ფეხბურთელებზე მაშინ ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, მილიარდერები თუ არა, მილიონერები მაინც რავა არ იქნებიანო.

ასეთი წარმოდგენის ხალხი საქართველოს მასშტაბით არცთუ ცოტა იყო და ალბათ, ამის ბრალიც გახლდათ, რომ ვიღაცას წამოსცდა, ალბათ, ფირუზ კანთელაძის ბინაში განძი ინახებაო.

ერითხელ, გასვლითი თამაში რომ გვქონდა რუსეთში, გამოვკეტე ამ ახალმიღებული ბინის კარი და წავედი ორი დღით.

ვაი, იმ ჩამოსვლას, რომ დავბრუნდი.

კარი ღია დამხვდა.

შევედი და რას ვხედავ? – ყველაფერი არეულ-დარეულია. ლეიბ-საბანი და ბალიში სულ დეტალ-დეტალ დაუმუშავებიათ.

ყურადღება მიიქცია ქურდების მიერ მაგიდაზე დატოვებულმა წერილმა:

„ბატონო ფირუზ! არ გვეგონა, თუ ისეთ გაჭირვებულ ფეხბურთელს ვძარცვავდით, როგორიც თქვენ ბრძანებულხარ. გიტოვებთ 10 მანეთს საჭმლისთვის, ერთი ორი დღე გეყოფათ, მერე რამეს მოვიფიქრებთ თუ მანამდე არ დაგვიჭირეს. თუ დაგვიჭირეს, შენით უნდა მოიპოვო შენი ლუკმა.

პატივისცემით, „ა“, „ბ“ და „შ“ – მეგობრები...“

ის ათი მანეთი დღესაც შენახული მაქვს.

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელის  ფირუზ კანთელაძის ნაამბობის

მიხედვით 

 

скачать dle 11.3