კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

გრიგოლ დადიანმა აკაკი სადილად მიიწვია და სხვათა შორის, თავის მამულის ღვინო –  „კალოშისა“ დაალევინა.

– როგორ მოგწონს, აკაკი, ეს ღვინო?

– ახლა, ბატონო, კახური მირჩევნია, მაგრამ ზამთარში კი კალოში უნდა სჯობდესო, – უპასუხა აკაკიმ.

***

თბილისის ქუჩაზე ორი კაცი მასლაათობდა. ამ დროს წინ გამოუტარეს მიცვალებული ქართველი თავადიშვილი. პატარა ხანს შემდეგ სომხის მიცვალებულიც გაატარეს. ერთმა მეორეს უთხრა:

– უთუოდ ამ კნიაზს ამ სომხის ვალი ჰმართებია, უკან რომ გამოსდგომიაო...

***

ი. ა-მ სთხოვა აკაკის: მარაოზე ლექსი მინდა დავაწერო და გამომითქვიო.

აკაკიმ უპასუხა:

– თუ ლამაზი ქალისთვის გინდა, ეს დააწერეო:

„ხელში აიღე მარაო,

ნუ მენაზები, კმარაო!“

***

ქუთაისში ერთსა და იმავე დროს მსახურობდნენ პრინცი, ბეგი და კნიაზევი. იმ ხანებში გუბერნატორმა ჰკითხა აკაკის:

– რა აზრისა ხარ ჩემს გუბერნიაზეო? 

– დიდი არისტოკრატიული გუბერნიააო, – მიუგო პოეტმა, – აქ სამსახურში ამწესებენ პრინცებს, ბეგებს, კნიაზებს და საწყალი ქართველისთვის ადგილი აღარ რჩებაო.

***

საბჭოთა პერიოდის პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მოწოდებები, მათ შორის ასეთიც იყო: „ყველამ მივბაძოთ ამხანაგ ჩერნენკოს! (მაშინდელი საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცეკას გენერალური მდივანი)“.

ნოდარ დუმბაძე იმ პერიოდში უკვე ძალიან ავად იყო, მაგრამ არც ამჯერად უღალატია ჩვეული იუმორისთვის. ჰოდა, საბჭოთა პრესის ამ მოწოდებას ასე გამოეხმაურა:

– მე, რაც შემიძლია, ვბაძავ, ძამა: ვეღარ დავდივარ, ვეღარ ვლაპარაკობ და ვეღარც ვსუნთქავ...

скачать dle 11.3