კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცხოვრებისეული ტკივილები განიცადეს უფროსმა მიშა მესხებმა და რას შეაგუა მამამ წინასწარ უმცროსი მიშა მესხი

ბუნებრივი, თავისუფალი, ნიჭიერი, ინდივიდუალური, საყვარელი, ცნობილი – ასეთია საზოგადოებისთვის მსახიობი მიშა მესხი. ჩემი მხრივ, კიდევ იმას მივამატებდი რომ გახსნილი, გულახდილი და საინტერესო რესპონდენტია. თუ რას იხსენებს ის თავის წინაპარ მიშა მესხებზე, საკუთარ კარიერასა და გუკა რჩეულიშვილსა და ნუცა კუხიანიძესთან ერთად გატარებულ ამერიკულ დღეებზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

მიშა მესხი: ბაბუაჩემიდან დაიწყო ჩვენი სახელისა და გვარის ასპარეზზე გამოსვლა. ყველას მოეხსენება, რომ მიშა მესხი 2000 წელს საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. 

– მისი ქება, სიყვარული ყველგან გესმის, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

– აქ უფრო დაივიწყეს ბაბუაჩემი, ვიდრე სხვაგან. ბავშვობაში ვიყავი ჩასული მექსიკაში აცტეკას სტადიონზე. შიგნით მუზეუმივით არის გაკეთებული და რომ შევედი, ბაბუაჩემის დიდი სურათი ეკიდა – მონახაზი, რომლითაც ნაჩვენები იყო მისი ლეგენდარული ფინტი. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ცენტრალურ ამერიკაში ახსოვდათ ბაბუაჩემი.

– მამაზე რას გაიხსენებ?

– მამა იყო უნიჭიერესი, რომელმაც როგორც მსახიობმა თავისი მოღვაწეობა 6 წლიდან დაიწყო. ფილმებშიც თამაშობდა და ძლიერი ფეხბურთელიც იყო. სულ ამბობენ, გენი ისვენებს მამიდან შვილის შემდეგო, რაც არ ითქმოდა მამაჩემზე. ძველი თაობის გულშემატკივრები იმასაც ამბობენ, რომ მამას უფრო მეტი მონაცემი ჰქონდა, ვიდრე – ბაბუას. ძალიან ბევრსაც მუშაობდა, უბრალოდ, თავისუფალი ადამიანი იყო. მისი მოღვაწეობა 80-იან წლებს დაემთხვა, ჯინსების თაობას. თითქოს ეროვნულობისა და თავისუფლების აფეთქება ხდებოდა იმ პერიოდში. არავის  ეწყინოს და ძალიან ცოტა ფეხბურთელი მეგულება განათლებული. მამაჩემი უსაზღვროდ განათლებული ტიპები რომ არიან, აკადემიკოსის ხარისხში რომ აიყვანო, ეგეთი განათლებული იყო. თან, ძალიან მაგრად „ღადაობდა”. რეჟიმს კი არ უყვარდა ეგეთი ადამიანები. ვინც მაშინ რეჟიმის გარეთ გადიოდა, დიდი პორბლემები ექმნებოდა. ამის მაგალითი გახლდათ მამაჩემი. კრება იყო და ისეთი რაღაცეები თქვა, რომ თბილისის „დინამოდან” გააგდეს. ამის შემდეგ მოსკოვის „სპარტაკში“ აიყვანა ბესკოვმა, უძლიერესმა მწვრთნელმა. მამაჩემი გახდა „სპარტაკის” შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ამის მერე იმდენი უჩიჩინეს, მაინც ჩამოიყვანეს თბილისში და კიდევ არ ათამაშებდნენ. ნიჭიერი იყო, მაგრამ არ გაუმართლა ცხოვრებაში, ზღუდავდნენ და პატარა ბიჭს, ბორბლებში ჯოხს უდებდნენ. ბაბუაჩემიც სულ 29 წლის იყო, ფეხბურთიდან რომ გაუშვეს. ამბობდა, დუბლებში მაინც მათამაშეთო და პასუხობდნენ – მერე ხალხს რა ვუთხრათო.

– ფაქტობრივად, გააგდეს.

– ჰო. პორტუგალიის გუნდთან ჰქონდათ თამაში. პირველი ტაიმის შემდეგ, თურმე, ზურგზე შეისვეს და წრე დაარტყმევინეს. პორტუგალიის გუნდის ხელმძღვანელს უკითხვას: ეს რა წესი გაქვთ, ვინც ყველაზე კარგად თამაშობს ასე გაგყავთ პირველი ტაიმიდანო? ამათ კი უპასუხიათ:  არა, ეს ფეხბურთელი მიდის ფეხბურთიდანო. ეგ მიდის და ესენი რჩებიანო?! – უთქვამს პორტუგალიელს (იცინის). მეც თავისუფალ ტიპად გამზარდა მამაჩემმა იმ კომუნისტურ რეჟიმში. ყველაზე მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა მამაჩემთან მქონდა. 12 თუ 13 წლის ვიყავი, რომ გაიგო, სიგარეტს ვეწეოდი და ისე დამელაპარაკა, სულ დავანებე თავი, რომ გარდაიცვალა იმის მერე დავიწყე მოწევა. იცით, რა არის მთავარი? – მარტო რომ დავრჩი მამის გარეშე, 20 წლის ვიყავი, იმდენად შემაჩვია მის მაგალითზე, რომ რაღაცეები მოხდებოდა და მეც შემექმნებოდა წინააღმდეგობები გარემოსთან, მეგობრებთან დაკავშირებით, მეტწილად, შეგუებული და მომზადებულიც კი ვიყავი ამისთვის. ეგუები რაღაცეებს, რადგან იცი რომ ჭიდაობა არ ღირს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელობები ნაკლებად იჩენს ხოლმე თავს.

– თანამედროვე მიშა მესხს არ უფიქრია ფეხბურეთელის კარიერაზე?

– კი და იგივე ბარიერები მხვდებოდა მეც, რაც მამაჩემს. თან დღიურები ჰქონდა და რომ ვკითხულობდი, რამდენი მურტალი რაღაც გაიარა... მამაჩემმა ფეხბურთზე არ შემიყვანა შეგნებულად. 12-13 წლის ვიყავი, როცა ჩემით მივედი ვოვა ელოშვილის სკოლაში. კატეგორიულად არ უნდოდა, მეც იგივე ტკივილი განმეცადა.

– ისე, როგორ ფიქრობ, რა პროფესიის უნდოდა, რომ გამოსულიყავი?

– უპირველესად, კაცი უნდოდა, რომ გამოვსულიყავი.

– მსახიობის მონაცემებს თუ ხედავდა შენში?

– იცი, როგორ იყო?.. ბოლო „ყარაბახის” პრემიერაზე რომ მივდიოდი, მოწყენილი ვიყავი, ცრემლები წამომივიდა. დედაჩემი შემოვიდა, რა გჭირსო, მკითხა. მაგრად მინდოდა, რომ დღეს მიშიკო კინოში ყოფილიყო-მეთქი. ფილმებზე თვითონაც ტიროდა. გულჩვილი იყო, სენტიმენტალური – არა.

– როგორ ფიქრობ, შენი და იას შვილიც მიშა მესხი იქნება?

– არ ვიცი... ჩემს ბავშვზე ჯერ არ ვფიქრობ, სადღაც ერთ თვეში ბიძა გავხდები და ძალიან გახარებული ვარ, რომ მარი, ჩემი და ფეხმძიმედაა. ისეთი ბედნიერი ვარ, ბიჭს ველოდებით. მე შევურჩიე სახელი – გადაწყვეტილია, რომ საბას ვარქმევთ. ბავშვები ძალიან მიყვარს, საბას „იმენნა” მე გავზრდი.

– ვიცი, რომ ერთად ცხოვრობთ შენ ია და დედაშენი.

– ახალგაზრდა ქალია დედაჩემი. დაბადების დღე ჰქონდა დედას, სუფრასთან ვისხედით, ვსვამდი. უცებ მომეხვია და მითხრა: ერთად ვართ გაზრდილებიო (იცინის). პატარები, 17-18 წლის იყვნენ, მე რომ დავიბადე. პატარა გოგოსავით გამოიყურება. სადმე ვინმეს რომ გავაცნობ, დედაჩემია-მეთქი, ზოგს არ სჯერა. რაც შეეხება იას, მის ნიჭიერებაში, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება. ია წელს, თეატრალური სამყაროს გამოკითხვის შედეგად, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად დასახელდა, რითაც ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. 

იას და მანანას ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. გამომდინარე ჩემგან, მაგრამ ჩემზე ვაეჭვიანებ ხოლმე. ცოტა ეგოისტი ვარ... (იცინის).

– ეს უნდა მიამბო... როგორ აეჭვიანებ?

– რომ მოვყვე, მერე ვეღარ ვაეჭვიანებ, ჭკუას ისწავლიან (იცინის).

– „ცეკვავენ ვარსკვლავებში” სანამ მიიღებდი მონაწილეობას, თუ გქონდა ცეკვასთან რაიმე კავშირი.

– ბავშვობაში კარგად ვცეკვავდი. მამაჩემი რომ დალევდა, მეუბნებოდა: იცეკვე, იცეკვე... ჯერ ვცეკვავდი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... გავიზარდე. 14-15 წლისას რომ გეუბნებიან, იცეკვეო – როგორია?! ერთხელაც ვუთხარი: არ ვიცეკვებ-მეთქი. მურტლად ღადაობდა ხოლმე, გაბრაზდა და მითხრა: შენ, ამერიკაში, დაჟე პადიეზდშიც არ გაცეკვებენო (იცინის).

გავიდა წლები. ჩავდივართ ამერიკაში მე გუკა რჩეულიშვილი და ნუცა კუხიანიძე. მოვხვდით ლოს-ანჯელესის რაღაც კლუბში. სადაც ბარის დახლს, ზემოთ, მთელ გაყოლებაზე 6-7-კაციანი სცენაა, ზემოდან კი ამერიკის დროშაა აკრული. მაგარი მთვრალი ვარ და ავიწყვიტე, ისე ვიცეკვე თავის დროშებზე დაკიდებებით, თან ქვემოდან გოგოები რომ გექაჩებიან და ამოგყავს... იმ კლუბში ისე მაგრად „გავკლასე”, ჩემს სახელს ყვიროდნენ. რომ მოვრჩით, მოვდივარ და მაგრად ვბლატაობ, – ცხონებული მამაჩემი მეუბნებოდა: შენ, ამერიკაში, დაჟე, პადიეზდშიც არ გაცეკვებენო, და ნახეთ რა ვქენი-მეთქი. 

გადის კიდევ 2 კვირა და ნიუ-იორკში ვართ, ჩემი დაბადების დღეა. რაღაცა კლუბში შევედით. ცოტა დავლიეთ. ახსოვდათ 2 კვირის წინანდელი ამბები და მიშა, მიდი, ახლა გაკლასეო, მითხრეს. მეც ერთი ტიპი გავწიე, მერე – მეორე, სცენაზე ფეხი დავდგი და რას ვხედავ, ტიპები, რასაც მე ფეხებით ვაკეთებ, ამოტრიალებულები ხელებით აკეთებენ. შემრცხვა, მუხლი ამიკანკალდა. ცხონებული მამაჩემი მართალი ყოფილა, მე აქ პადიეზდშიც არ მეცეკვება-მეთქი (იცინის).

– რომელიმე პერსონაჟი თუ გგავს კინოროლებიდან?

– რა თქმა უნდა, ჩემხელა ადამიანს ვასრულებ, დაახლოებით იგივე მანერებით, როგორიც რეალობაში მაქვს – ვგულისხმობ „გასეირნება ყარაბახში”, პირველს და მეორეს. მესამეში კი უკვე დიდი ვართ. როგორაა იცი? მე და „ყარაბახები” ერთად ვიზრდებოდით (იცინის). 

ამ ფილმებში ძალიან ბევრი ტექსტია ჩემი მოგონილი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი პერსონაჟის თანასცენარისტი ვარ.

– რუსული განგებ დაამახინჯე?

– მოსკოვში ვარ გაზრდილი და რუსულად ძალიან კარგად ვლაპარაკობ (იცინის). „რუსულის მასწავლებელი როგორ გამიბახე ბიჭო?!“ – ეგეც ჩემი მოგონილია (იცინის).

– ახლა თუ გიღებენ რომელიმე ფილმში?

– გადაღება არ მაქვს და მაგიტომაც დავთანხმდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობაზე. ნოემ მთხოვა, სულაბერიძემ, პროდიუსერმა. 

– მშვენივრად მიიწევთ ფინალისკენ. მგონი, ამ წლის ბინა თქვენ გელოდებათ.

– გმადლობ. ღმერთმა ქნას.

 

скачать dle 11.3