კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდნენ საქართველოს ეკლესიას რუსი ეგზარქოსები

არაერთმა რუსმა საეკლესიო ჩინოვნიკმა უდიდესი ზიანი მიაყენა ქართველ ხალხს და ქართულ ეკლესიას. გთავაზობთ ფაქტებს ცნობილი რუსი პატრიოტის ნ. ნ. დურნოვოს წიგნიდან „ქართული ეკლესიის ბედი“, რომელიც ავტორმა 1907 წელს გამოაქვეყნა რუსულ ენაზე. 

ჩვენი განმარტებანი ფრჩხილებშია მოცემული ან მაქსიმალურად მცირეა, რადგან მკითხველმა თავად რუსი ადამიანისგან შეიტყოს სიმართლე. აქ მხოლოდ ნაწილს ვაქვეყნებთ, დანარჩენს შემდეგში შემოგთავაზებთ. 

მაქსიმალურად ვეცადეთ ნ. ნ. დურნოვოს ნაშრომის კომენტარისაგან თავი შეგვეკავებინა და ჩვენი ემოცია არ გამოგვეთქვა საქართველოს ეკლესიის, ქართველი ხალხის, საერთოდ კაცობრიობისა და მეტიც, ღმერთის წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებზე.  

ნ. ნ. დურნოვო გვიამბობს:

„გარყვნილი თეოფილაქტე (მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი, საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წლებში), რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმიდა ნინოს საფლავს.  

მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: ის მოკვდა წმიდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს. 

ევგენი ბაჟენოვი (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი ევგენი ბაჟენოვი, საქართველოს ეგზარქოსი იყო 1834-1844 წლებში) - მონასტრებისა და უდაბნოების გამჩანაგებელი. 

ისიდორე (იგულისხმება მიტროპოლიტი ისიდორე ნიკოლსკი, საქართველოს ეგზარქოსი 1844-1858 წლებში), რომელიც ეკლესიებს კუთვნილ მამულებს ართმევდა და ამით დასაბამი დაუდო საეკლესიო სიღატაკეს და სავანეების გატიალებას. 

ევსევი ილინსკი – უკიდურესად გარყვნილი, ცხოვრებაში თავშეუკავებელი, ავხორცი. ფული რომ დასჭირდა, თავისი დამქაშების მეშვეობით კათალიკოსების ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაყიდა. შესამოსლებს, მიტრებსა და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას. 

გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით. ამის შემდგომ ევსევმა ასეულობით ათასები ჩაიჯიბა.

მის საეგზარქოსოში (საქართველოში) დატაცებული იქნა ორ მილიონზე მეტად ღირებული საეკლესიო განძეულობა (მაშინდელი ორი მილიონი დღევანდელი ასეულობით მილიონია)... 

„გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა: მათ შორის იყო:

1) ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი მეთერთმეტე საუკუნის უძველესი ქართული სახარება.

ეს სახარება ეგზარქოს ევსევის ნებართვით, გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც ოქროს მოჭედილობა მოხსნა და საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით შეცვალა. 

ამჟამად (1907 წელს) ეს ძვირფასი ოქროს მოჭედილობა ინახება პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც ის გრაფ პანინმა ჩაიტანა.

ინგლისელები სახარების ოქროს მოჭედილობაში იძლეოდნენ ასი ათას ფუნტ სტერლინგს (სავაჭრო ფუნტი ინგლისში უდრიდა 0, 4336 კილოგრამ სუფთა ოქროს. ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. თუმცა, ჩვენთვის ის საგანძური შეუფასებელი და წმინდა გახლდათ).

2) ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტებით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი...

ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე (1453) იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გულქანდების დასამზადებლად გამოიყენეს (რუსული ფუნტი უდრიდა 0.4095 კილოგრამ სუფთა ოქროს).

განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებენ გრაფ პინინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისგან აიღეს.

ამავე დროს, ეგზარქოს ევსევის ხელშეწყობით სიონის ტაძრიდან, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ძვირფას მორთულობასთან ერთად, გაქრა მრავალი ძვირფასი ნივთი და საღვდელმთავრო ამფორებიდან და ბისონებიდან ფუთობით (ფუთი 16 კილოგრამია) მოხსნილი თვალ-მარგალიტი.

ზუსტად ასევე გაქრა, აურაცხელი ძვირფასეულობა:  

ოქროს ჭურჭელი, ჯვრები, და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. 

ამათ მიჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან...” 

ცოტა ხნის წინათ, ეპისკოპოს კირიონის (შემდეგში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე) თქმით, სიონის ტაძრის საეკლესიო სალაროში ინახებოდა მინიატურებიანი ხელნაწერები. „ისინი, ეგზარქოსის ნებართვით, წაიღო გრაფმა ბობრინსკიმ; ხელნაწერებიდან ამოჭრა მინიატურები. დაიკარგა მინიატურებიცა და ტექსტიც, რომელიც მინიატურების უკანა მხარეს იყო მოთავსებული” (იხ. საეკლესიო უწყებები. 1906, # 47, გვერდი 16).

„იმერეთის კათალიკოსის ... მარგალიტით მოოჭვილი მიტრა დამშვენებული იყო ბრილიანტის ჯვრით, რომელიც ერთ დროს მეფე ვახტანგის (446-491) გვირგვინს ამკობდა. ეს მსხვილი ბრილიანტი ვახტანგ მეფემ სპარსეთში ლაშქრობების დროს მოიპოვა (აქ ვახტანგ პირველი გორგასლის ცხოვრების წლები არასწორადაა მოცემული. უფრო სწორი უნდა იყოს 442-502).

ჯვარი, რომელიც იმერეთის კათალიკოსს მიუძღოდა წინ, მთლიანი ლალისა იყო. ამჟამად სარდიონის ქვითაა შეცვლილი. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ღირდა 50 ათასი მანეთი. მასში ჩაწყობილი გახლდათ წმინდანთა ნაწილები. წმიდა ხატი ცხრაკლიტულში იყო გადამალული. 1891 წელს, ეგზარქოს პალადის დროს (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი პალადი რაევი, ეგზარქოსი 1887-1892 წლებში), ის იპოვეს ამავე ეკლესიის სხვენზე, მაგრამ მოჭედილობა აღარ ჰქონდა. 

ეგზარქოს პავლეს დროს სიონის ტაძრიდან გაქრა ნინოწმინდის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ძვირად ღირებული ოქროს მოჭედილობა ამშვენებდა. 

საქმე უკეთესად არ იყო ეგზარქოს პალადის დროსაც. მან „თავის საყვარელ მხატვარ სომეხ საბინგუსს, თითქოსდა ახალი მოჭედილობის გასაკეთებლად, ნება დართო, სამეგრელოსა და გურიის მონასტრებიდან გაეტანა უძველესი ხატების საუკეთესო და ძვირფასი მოკაზმულობა. საბინგუსმა მარტვილის, ხობის, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან წაიღო ძვირად ღირებული და ოსტატურად შესრულებული მომინანქრებული ხატები. მანამდე კი, გელათის მონასტრის ხატებიდან „აწაპნა” არაჩვეულებრივი ტიხრული მინანქარი. 

მონასტრებიდან წამოღებული მთელი განძეულობა საბინგუსმა ეგზარქოს პალადის წარუდგინა, მან კი ნება მისცა, ყველაფერი ეს გაეყიდა”. 

ნაწილი მინანქრებისა შეიძინა ცნობილმა სიძველეთა მოყვარულმა გრაფმა ზვენიგოროდსკიმ. ამჟამად (1907 წელს) საქართველოს საუკეთესო და მდიდრული მანუსკრიპტები ინახება ლონდონის, პარიზის, ვენის, ბერლინის, რომის ბიბლიოთეკებში, სადაც ისინი საღდებოდა ფულის მოყვარულ ეგზარქოს ევსევის დროს. სამაგიეროდ, თბილისის მუზეუმებში შეიძლება, ნახოთ მინიატურებამოჭრილი უამრავი მანუსკრიპტი. ამას აკეთებდა ბევრი რუსი მაღალი წოდების პირი“. 

 

скачать dle 11.3