კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა შეარჩიოთ სწორად წამლის მიღების დრო და რა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს არასწორად დალეული სამკურნალო აბები

ქრონოფარმაკოლოგია მედიცინის სპეციალური დარგია, რომელიც სწავლობს ბიოლოგიური რიტმების გავლენას წამალთა შეთავსებაზე. ყველამ კარგად იცის, რომ წამლის მოქმედება ინდივიდუალურია, თუმცა ცოტას აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წამლის მოქმედება, ამა თუ იმ ორგანოზე, დღის გარკვეულ საათებში განსხვავებულია. თქვენ წარმოიდგინეთ, არასწორ დროს დალეულმა წამალმა, შესაძლოა, დადებითი ეფექტის ნაცვლად, ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს და ეს მისი გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს. 

როგორც, თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი რამაზ გახოკიძე ამბობს, წამალში მრავალი საიდუმლოა ჩადებული და ის გარკვეული წესით უნდა მივიღოთ. ეს კი უნდა იცოდეს ექიმმაც და რასაკვირველია, პაციენტმაც. თუ რომელი წამლის დალევა იკრძალება ნაბახუსევზე, რა დროს რა მედიკამენტი უნდა მიიღოთ და ზედ რა მიაყოლოთ, ამაზე ბატონი რამაზი საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით.


რამაზ გახოკიძე: წამლებით მკურნალობისას ადამიანზე ზემოქმედების ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია ბიორიტმების გავლენა. ორგანიზმის თითოეული უჯრედი გრძნობს დროს, დღე-ღამის მონაცვლეობას, წელიწადის დროების ცვლილებას. ადამიანის ორგანიზმის 300-ზე მეტ ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე, კერძოდ, არტერიულ წნევაზე, პულსის სიხშირეზე, სხეულის ტემპერატურაზე, სისხლში ჰორმონების კონცენტრაციაზე, ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის აქტიურობაზე და ასე შემდეგ, ზემოქმედებს დღეღამური და სეზონური რხევები. 

–  ხშირად, მსმენია ექიმებისგან, რომ არსებობს წამლების ჩამონათვალი, რომელთა მიღება ჭამის წინ, ან ჭამის შემდეგ უნდა მოხდეს, რათა უფრო ეფექტურად იმოქმედოს კონკრეტულ დაავადებაზე. ამაზე რას გვეტყვით?

–  წამლის მოქმედება, უპირველესად, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხვდება ის ორგანიზმში. წამლები ძლიერად მოქმედებს მშიერ კუჭზე, ჭამის შემდეგ მისი მიღება კი ორგანიზმისთვის ნაკლებად საზიანოა, თუმცა ეფექტი ბევრად ნაკლებია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჭამამდე ის წამლები უნდა მივიღოთ, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, მაგალითად, ანტიბიოტიკები, ონკოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები. ხოლო, ტკივილგამაყუჩებელი წამლების მიღება კი ჯობია ჭამის შემდეგ, რადგან ძლიერად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე. ცხიმში ხსნადი ვიტამინების, როგორებიცაა: A, D, E, F და K მიღება აუცილებელია ჭამის შემდეგ ცხოველური და მცენარეული ცხიმებით მდიდარ საკვებთან ერთად. ეს აჩქარებს მათ შეწოვას. წყალში ხსნადი C და B ჯგუფის ვიტამინები კი, ჭამამდე ან ჭამის დროს უნდა მიიღოთ. რაც შეეხება კომპლექსურ პოლივიტამინურ პრეპარატებს, ისინი ჭამისთანავე უნდა დალიოთ. ასპირინი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ამიტომ მიიღეთ ჭამის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა: გასტრიტი, კუჭის წყლული და ასე შემდეგ. ასპირინის მიღებამდე, ერთი საათის განმავლობაში, არ უნდა ჭამოთ ცხარე საკვები და ციტრუსები. არ შეიძლება, ასპირინს დააყოლოთ ფორთოხლის ან სხვა მჟავე წვენი. წამლის უმრავლესობა ინიშნება ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, რადგან ამ დროს კარგად ხდება მათი შეწოვა. მაგალითად, ჭამამდე ინიშნება კორდარონი, პულსნორმი, ობზიდანი, ტრაზიკორი, პანანგინი, იზოპტინი, ჭამის დროს – პეფსინი, ფესტალი, დიგესტალი, პანზინორმი და სხვა მსგავსი პრეპარატები, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ჭამის დროს უნდა მიიღოთ ასევე, ანტიარითმიული და მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასთმის საწინააღმდეგო საშუალება, ლევომიციტინი – ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. კვების დროს კუჭის მჟავიანობა ძალიან მაღალია, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს წამლების მდგარადობასა და სისხლში მათ შეწოვაზე. მჟავა გარემოში ქვეითდება ერითრომიცინის, ლინკომიცინისა და სხვა ანტიბიოტიკების მოქმედება. 

–  ჭამის შემდეგ რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ წამალი მივიღოთ და მან სასიკეთოდ იმოქმედოს?

–  წამალი თუ ჭამის შემდეგ არის დანიშნული, საუკეთესო თერაპიული ეფექტის მისაღებად, დაიცადეთ არანაკლებ ორი საათი. ჭამისთანავე, ძირითადად, ისეთ პრეპარატებს იღებენ, რომლებიც აღიზინებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს. ასეთებია, მაგალითად, ფუროსემიდი, ასპირინი, ბუტადიონი, ასკოფეინი, ციტრამონი, სტრეპტოციდი, ფტალაზოლი, ალოხოლი, დიგიტოქსინი და ასე შემდეგ. 

–  აქვს თუ არა გავლენა წამლის მოქმედებაზე, იმ საკვებს, რომელსაც ადამიანი მკურნალობის პერიოდში იღებს?

–  რასაკვირველია, აქვს, რადგან წამლის ეფექტურობა დამოკიდებულია, ასევე, საჭმლის შედგენილობაზე. ზოგიერთი წამალი ადვილად შეიწოვება და კარგად მუშაობს ცხიმიან საკვებთან ერთად, სხვა კი, პირიქით. მკურნალობის ეფექტზე შეიძლება, გავლენა მოახდინოს წყლის ტემპერატურამაც.

–  იმას თუ აქვს მნიშვნელობა, წამალს წყალს მივაყოლებთ, ყავას, წვენს თუ რძეს? ახდენს თუ არა გავლენას ეს, მკურნალობის ეფექტურობაზე?

–  გეტყვით, რომ სითხე, რომელსაც აყოლებთ წამალს, პირდაპირ არის დამოკიდებული კონკრეტული წამლის თვისებებზე. წამლის თვისება კი განსაზღვრავს, თუ რა უნდა დავაყოლოთ მას უკეთესი სამკურნალო ეფექტის მისაღებად. დაუშვებელია, სამკურნალო პრეპარატების მიღება სპირტიან სასმელებთან ერთად, რადგან ეს იწვევს ტრაგიკულ შედეგებს. მაგალითად, ალკოჰოლი ინსულინთან ერთად, იწვევს ჰიპოგლიკემიურ კომას; არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებთან ერთად კი, სისხლძარღვების კოლაფსს, გონების დაკარგვას; პარაცეტამოლთან ერთად ღვიძლის დაზიანებას; ასპირინთან ერთად გასტრიტს და კუჭის წყლულოვან დაავადებას. ზოგიერთი წამალი კი წყლის ნაცვლად, სხვა სითხესთან ერთად უნდა მიიღოთ. მაგალითად, ინდომეტაცინზე ან რეზერპინზე, ქიმიური თავისებურებების გამო, რეკომენდებულია რძის მიყოლება. ეს ეხება იოდის პრეპარატებსაც. ტუტემინერალური სასმელების მიყოლება რეკომენდებულია ასპირინზე. არ შეიძლება რძის მიყოლება ტეტრაციკლინზე, რადგან ამ დროს სუსტდება პრეპარატის აქტიურობა. ხილის, განსაკუთრებით კი, მჟავე წვენები ეფექტს უკარგავს ანტაციდურ, ანუ კუჭის მჟავიანობის შემამცირებელ პრეპარატებს. არ შეიძლება, წვენების ან კომპოტების მიყოლება საგულე გლიკოზიდებსა და სულფანილამიდებზე, რომლებიც წარმოადგენს ტუტეს თავისი ქიმიური ბუნებით. ასევე, არ შეიძლება, პენიცილინისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებსა და რკინის შემცველ პრეპარატებზე რძის, ყავის, კოკა-კოლას, ბროწეულის წვენის დაყოლება. ციტრამონის და ასპირინის მიღებამ ყავით კი, შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლის და სხვა, სასიცოცხლო ორგანოების მდგომარეობის, კიდევ უფრო გაუარესება. 

–  ჩაის სამკურნალო თვისებებზე ბევრი იწერება. ის თუ შეიძლება წამალს მივაყოლოთ?

–  გირჩევთ, ნუ დააყოლებთ წამლის აბებს ჩაის, რადგან, მასში შემავალი ტანინი წარმოქმნის უხსნად ნივთიერებებს და გამოლექავს ბევრ წამალს. აბების დასაყოლებლად ერთადერთი უნივერსალური საშუალებაა ოთახის ტემპერატურის და არა მაცივარში გაყინული წყალი. 

–  რაც შეეხება წამლის მიღების წესებს?

–  ახლავე მოგახსენებთ დროს, როცა ადამიანმა უნდა მიიღოს ამა თუ იმ ორგანოს და სისტემის სამკურნალო აბები: პირველიდან 3 საათამდე ფილტვების, 3-დან 5-მდე მსხვილი ნაწლავის; 5-დან 7-მდე კუჭის; 7-დან 9-მდე ელენთის, კუჭქვეშა ჯირკვლის; 9-დან 11-მდე გულის; 11-დან 13-მდე წვრილი ნაწლავის; 13-დან 15-მდე შარდის ბუშტის; 15-დან 17-მდე თირკმელების; 17-დან 19-მდე სასქესო ორგანოების, სისხლძარღვების; 19-დან 21-მდე სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასქესო ორგანოების; 21-დან 23-მდე ნაღვლის ბუშტის; 23-დან 1-მდე ღვიძლის; ხოლო სადღეღამისოა შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ცენტრალური ნერვული სისტემების. 

 

скачать dle 11.3