კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რას უნდა მოვარიდოთ ძაღლი ზაფხულში?

პასუხი: მოგეხსენებათ, რომ ზაფხული წლის ყველაზე ცხელი პერიოდია და როგორც პატრონებს, ასევე მათ ოთხფეხა მეგობრებს, აწუხებთ სიცხე. ამ პერიოდისთვის ცხოველები განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს და სიცხეს. ძაღლებში თერმორეგულაცია სულ სხვაგვარია. ადამიანისგან განსხვავებით, ძაღლის ორგანიზმში წარმოებული ჭარბი სითბოს გაცემა ამონასუნთქ ჰაერთან ერთად ხდება. ამიტომ, სიცხის ატანა განსაკუთრებით უჭირს გრძელ ბეწვიან ცხოველს. მზის პირდაპირი სხივების მოქმედებით შეიძლება, მზის დარტყმა განვითარდეს. ამიტომ, ზაფხულის სიცხის პერიოდში განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ცხოველები სიცხეს. ზაფხულში ხშირია შემთხვევა, მინდორში სეირნობისას ძაღლი ქვეწარმავალს გადააწყდეს. შხამიანი გველის ნაკბენი კი, საფრთხეს უქმნის ცხოველის სიცოცხლეს. ამიტომ უმჯობესია, თუ ამ პერიოდში მოერიდებით ძაღლის ისეთ ადგილებში  გასეირნებას, სადაც შხამიანი გველებია  გავრცელებული. თუ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, მაშინ დაკბენილი ცხოველი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში. 

კითხვა: რა ინფექციაა გავრცელებული წელიწადის ამ დროს?

პასუხი: ზაფხულის პერიოდში აქტიურდება კუჭ-ნაწლავის ინფექციები, განსაკუთრებით კი ენტეროვირუსები. ამ დროს ხშირია საკვებით მოწამვლა, რაც პროვოცირებას ახდენს ვირუსული ინფექციების განვითარებისთვის. ამ პერიოდში აქტიურდება ასევე სხვა ინფექციებიც. ამიტომ, აუცილებლად აცრილი უნდა გყავდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები ვირუსული და ბაქტერიული ეტიოლოგიის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით. სასურველია, გამოვიყენოთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ მოწოდებული ვაქცინები. 

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, ზაფხულის პერიოდში, კვებასთან დაკავშირებით თუ უნდა შევცვალოთ რამე?

პასუხი: ამ პერიოდისთვის დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კვებას. რაც მთავარია, უნდა იყოს ახალი საკვები, რადგან სიცხეში ადვილად ფუჭდება. სასურველია ცხოველს, ნაკლებად ცხიმიანი საკვები მისცეთ. ამ პერიოდში ზოგი ძაღლი ნაკლებს ჭამს, რაც ნორმალურია და ნუ შეგეშინდებათ. სიცხეში ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და მოძრაობაც შეზღუდულია. რადგან ძაღლს უჭირს სითბოს გაცემა, ამიტომ ნაკლებს მოძრაობს და ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს. გამომდინარე იქიდან, რომ მას ნაკლები საკვები სჭირდება,  ნახარშები და მალფუჭებადი პროდუქტი სიცხეში განსაკუთრებით უნდა შეზღუდოთ, ამით თავიდან აიცილებთ საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს.

კითხვა: ჩემი ძაღლი ხშირად იფხანს სხეულს. დავათვალიერე და რწყილები არ ჰყავს. რისი მიზეზი შეიძლება, იყოს ეს?

პასუხი: ქავილი, არ არის აუცილებელი, რწყილების და ზოგადად, ექტოპარაზიტების მიერ იყოს გამოწვეული. ქავილი შეიძლება, სხვადასხვა დაავადების სიმპტომიც იყოს. იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რა არის ქავილის მიზეზი, დაუყოვნებლივ მიიყვანეთ თქვენი ძაღლი ვეტერინართან. ის აუცილებლად გაარკვევს ქავილის მიზეზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. მოგცემთ კვალიფიციურ რჩევა-დარიგებას.  

 

скачать dle 11.3