კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჟუკი”. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ძრავას სახურავს, საიდანაც ზეთი უნდა ჩაასხა, ბუშტუკები აქვს. რის ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი:  უპირველესად, უნდა ნახოთ, ხომ არ იკლებს წყლის დონე ავტომობილის რადიატორში და პარალელურად (ხშირ შემთხვევაში), ძრავაში ზეთის დონე ხომ არ იმატებს. თუ ის იკლებს, ნიშნავს, რომ ძრავას ეგრეთ წოდებული „გალოვკის პრაკლადკაა” დაზიანებული. თუ წყალი (ანტიფრიზი) არ იკლებს და ამ დროს ზამთარია და ცივა, ადვილი შესაძლებელია, ძრავაში უბრალოდ, გაცხელება გაცივების შედეგად მიღებული წყლის წვეთების მსგავსი ბუშტუკები შეინიშნებოდეს. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და თავისუფლად შეგიძლიათ ამუშაოთ ავტომობილი.

კითხვა: მინდა, აკუმულატორის გამოცვლა და როგორც ამიხსნეს, არსებობს აკუმლატორები წყლით და ჟელეთი. ზამთარში უმჯობესია, ჟელეიანი აკუმლატორი ჩააყენო, რადგან არ იყინება, ზაფხულის სიცხეში კი, ჟელე ხმება და წყლიანი ჯობიაო. რა შეიძლება, რომ ამ დროს გავაკეთო, რომელზე გავაკეთო არჩევანი?

პასუხი:  უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ტიპის აკუმულიატორი არ იყინება და ამ დეტალზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯობია, ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. მაგალითისთვის, თუ ავტომობილს ბოლომდე არ ენდობით და არის იმის შანსი, ზედმეტად გადამუხტოს აკუმულატორი, რაც მის გაშრობას და საბოლოოდ, დაზიანებას გამოიწვევს, მაშინ სითხის ჯობია. პერიოდულად მასში გამოხდილ წყალს დაამატებთ და ამით თავს იოლად გაიტანს, დიდხანს გააძლებინებთ. თუ ელექტრული სისტემა იდეალურად მუშაობს, ჯობია, ეგრეთ წოდებული მშრალი აკუმულატორი შეიძინოთ, რადგან, როგორც მინიმუმ, ასეთი ტიპის აკუმულატორიდან მჟავა არ ჩამოიღვენთება და არ დაგვიჟანგავს მის ირგვლივ ადგილებს.

კითხვა: მაინტერესებს, რომელი ავტომობილი ჯობია ოჯახისთვის ჩვენს პირობებში – „ჰონდა ოდისეი” თუ „დოჯი” „ქარავანი”? თუ შეიძლება, ამ მოდელების გადაკეთება ისე, რომ გაზზე იმუშაოს?

პასუხი: პასუხის გაცემას უკუმიმართულებით დავიწყებ. გაზზე გადაკეთება შესაძლებელია ნებისმიერი ბენზინზე მომუშავე ავტომობილის. გაცილებით რთული იქნება, ამ ორი ავტომობილიდან რომელიმე გირჩიოთ, არა იმიტომ, რომ ერთმანეთზე უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ ორივე თავისებურად პრეტენზიული და არაპრაქტიკულია საქართველოს პირობებში. მე შევეცდებოდი, ისეთი ავტომობილი შემეძინა, რომელიც, როგორც მინიმუმ, ევროპაშიც გვხვდება. ასეთი ავტომობილები კი საკმაოდ მძიმეა და დატვირთვაც მეტი აქვს. როგორც ვხვდები, თქვენ ავტომატური კოლოფი გაქვთ მიზანში ამოღებული, ამიტომ, უპირველესად, შეძენისას სწორედ კოლოფის გამართულობას მივაქცევდი ყურადღებას

скачать dle 11.3