კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  რა ფორმით ხორციელდება და რა შემთხვევაში ითვლება საცხოვრებელი ბინა საბოლოოდ შეძენილად?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ  ინდივიდუალური საკუთრების საგნის, ამ შემთხვევაში – საცხოვრებელი ბინის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ,  რას ნიშნავს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობები, რომლებსაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ ითვლება ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბუნდოვანებას?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ ის განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ,  დაეკისრება თუ არა სამოქალქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა  იმ პირს, რომელიც განზრახ ავრცელებს ისეთი სახის ინფორმაციებს კონკრეტული პიროვნების მიმართ, რომელიც აშკარად ხელს უშლის და ქონებრივ ზიანს აყენებს ამ პიროვნებას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისთვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია, აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას, რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  მაქვს თუ არა უფლება, მოთხოვნის შემთხვევაში, მივიღო საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია შეუზღუდავად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია, საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ საჯარო რეესტრში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, სისხლის სამართლის პროცესში რა გზით ხორციელდება პირთა მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ  პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება ხორციელდება  პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის გზით.

скачать dle 11.3