კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ტაქსის მძღოლი საკუთარი წარსულის მსხვერპლი და რატომ გაუხეთქა მას თავი მგზავრმა

  41 წლის ნიკოლოზ ხ-ძე  უგონო  მდგომარეობაში,  თავის არეში   ბლაგვი საგნით მიყენებული  დაზიანებებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის ოპერატიული შემოვლის დროს აღმოაჩინეს. მამაკაცი, რომელსაც თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საკუთარი ავტომობილის სიახლოვეს ეგდო.  იქვე ეგდო ქვის დიდი ლოდი, რომელზედაც დაზარალებულის სისხლის კვალი აღინიშნებოდა. როგორც ჩანდა, სწორედ ეს ქვა გახლდათ დანაშაულის იარაღი, რომლითაც მამაკაცს სხეულის დაზიანებები მიაყენეს. ავტომობილზე მიმაგრებული ტაქსის ტრაფარეტი მოწმობდა, რომ ის კერძო ტაქსის მძღოლი იყო. გამოძიების პირველადი ვერსიის მიხედვით, მძღოლი სავარაუდოდ, ძარცვის მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. მაგრამ,  მას ხელზე ეკეთა საათი, ოქროს ბეჭედი, ეგრეთ წოდებული „პერსტენი”  და   ასევე, თან ჰქონდა საფულე – 30  ლარით, ეს კი გამოძიების პირველად  ვერსიას საეჭვოს ხდიდა.       

სამართალდამცველებმა დაზარალებული მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს.  გამოძიებამ მისი პიროვნების შესწავლა და წრის გარკვევა დაიწყო. როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ნიკოლოზ ხ-ძე ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა გახლდათ,  თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ცოლთან გაშორებული იყო, ბავშვები მასთან არ იზრდებოდნენ. ნიკოლოზ ხ-ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქალთან, რომელიც მასზე 15 წლით იყო უფროსი.   რამდენიმე დღეში შესაძლებელი გახდა დაზარალებული მამაკაცის  დაკითხვა. მან თავიდან  განაცხადა, რომ თავს უცნობი მამაკაცი დაესხა, რომელმაც მისი გაძარცვა სცადა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, იმდენი ურთიერთგამომრიცხავი  გარემოება და საეჭვო კითხვა გაჩნდა, რომ ნიკოლოზ ხ-ძე მოგვიანებით იძულებული გახდა, ყველაფერი გაეხსენებინა – მან  ჩვენება შეცვალა. განაცხადა, რომ თავის არეში მიღებული ტრავმის გამო, გონება აერია. ახლა კი  დეტალურად „გაიხსენა” ინციდენტი და ის ადამიანიც, ვინც ათი წლის შემდეგ ასე სასტიკად  გაუსწორდა. 

როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, მამაკაცი, რომელიც ტაქსის მძღოლს გაუსწორდა,  იყო ვინმე ნოშრე და  დაზარალებული წარსულში მას იცნობდა. ნიკოლოზ ხ-ძის განცხადებით, მასთან კავშირი   ამ ისტორიამდე, დაახლოებით ათი წლით ადრე  ჰქონდა.  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ხ-ძე წარსულში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მუხლით დაკავებას გადაურჩა. ის პირობითი სასჯელით და ექვსი ათასი ლარით, მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაუპატიურებეული ქალის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, ამის გამო დაზარალებულმა ქალმა ჩვენება შეცვალა და  განაცხადა, რომ მამაკაცს ინტიმურ კავშირზე საკუთარი ნებით დათანხმდა. ამ „გარიგების”  სანამცვლოდ, ნიკოლოზმა ის ცოლად შეირთო, თუმცა ექვსთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქალს  ისე დაშორდა, მის კვალს ვერავინ მიაგნო. სწორედ ამ  ისტორიას უკავშირდებოდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც, ტაქსის  მძღოლი დაზარალდა.

დანაშაულიდან სამი დღის შემდეგ, პოლიციაში გამოცხადდა ნოშრე კ-შვილი, ვინც  ნიკოლოზ ხ-ძეზე განხორციელებული თავდასხმა აღიარა. როგორც სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, მას არანაირი ძარცვის და ყაჩაღობის მცდელობა არ ჰქონდა. დანაშაულის მოტივი იყო პირადი შურისძიება, რის შესახებაც დაკავებულმა   ნოშრე კ-შვილმა   დეტალურად აღწერა თავის ჩვენებაში.  ბრალდებულმა  საკუთარი ჩვენება დაადასტურა სასამართლო პროცესზეც. ის  წარდგენილ ბრალდებაში თავს  დამნაშავედ ცნობდა, თუმცა იმ გარემოებებსაც განმარტავდა, რასაც მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა მოჰყვა.     

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ნოშრევან კ-შვილი  ახალგაზრდა ასაკში დაობლდა.  მან  მარტომ გაზარდა უმცროსი და, რომელიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი დარჩა. შესაბამისად, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. რაიონიდან თბილისში სასწავლებლად წამოსულ გოგონას ძმამ ბინა უქირავა. სწორედ იქ გაიცნო მან მამაკაცი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. მამაკაცმა გოგონასთან  ორთვიანი შეხვედრების შემდეგ,  სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც გოგონას ახლობლებისგან მისი ძმისთვისაც გახდა ცნობილი. მოძალადე მამაკაცი  ნიკოლოზ ხ-ძე იყო, რომელმაც ციხეში მოხვედრას გოგონას ცოლად შერთვა ამჯობინა. ამით მან პასუხისგებასაც დააღწია თავი და მისი ძმის რისხვასაც, რომელმაც „მოძალადე სიძე” სულ ორჯერ ნახა საერთო ნათესავების წრეში.  ნიკოლოზ ხ-ძისა და მისი ცოლის ოჯახური თანაცხოვრება ცოტა ხანს გაგრძელდა, მამაკაცი ქალის ცხოვრებიდან ისე გაქრა, არც კი გამომშვიდობებია. ამ ისტორიიდან ათი წლის შემდეგ, ის შემთხვევით გადაეყარა ნოშრეს. მან, სიბნელის მიუხედავად, წლების შემდეგ მაინც  იცნო ნასიძარი და აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „ათი წლის წინ ნიკოლოზ ხ-ძემ მე და ჩემს დას ძალიან დიდი ტრავმა მოგვაყენა. მაშინ ნაცნობების წყალობით, ციხეს თავი დააღწია – მეორედ მოატყუა ჩემი და და ცოლად მოიყვანა. თუმცა, ექვს თვეში გაიქცა. მის ამბავს სულ ვკითხულობდი. გავიგე, რომ დაოჯახდა. ისიც გავიგე, რომ იმ ცოლს გაშორდა და თავისზე უფროს ქალთან ცხოვრობდა. ვერ ვიტყვი, რომ შურისძიება მაწუხებდა,  ეს რომ მდომოდა, მოვძებნიდი ალბათ, მაგრამ მეც და ჩემმა დამაც ჩვენი ცხოვრება გავაგრძელეთ. იმ დღეს, ნიკოლოზს რომ შევხვდი, მეგობრებთან ერთად რესტორანში ვიყავი დაბადების დღეზე. ცოტა ნასვამი გამოვედი, ტაქსი მეგობარმა გამიჩერა. მძღოლისთვის არც შემიხედავს, ისე დავჯექი მანქანაში. თუმცა, შევხედე თუ არა ნიკოლოზს, მაშინვე ვიცანი. მან, ალბათ, ვერ მიცნო, იმიტომ რომ, მშვიდად გააგრძელა გზა. უცებ გამოვფხიზლდი, უცნაურმა რაღაცამ შემიპყრო. გზიდან გადავახვევინე, რაღაც მოვიმიზეზე.  დაუსახელბელი ადგილი შევარჩიე, გზიდან გადავედი, იქვე დიდი ზომის ქვა შევნიშნე.  ავიღე ის ქვა, გვერდიდან შემოვუარე  ავტომობილს. კარი გამოვხენი და გადმოდი გარეთ-მეთქი, ვუთხარი. ვინ ხარ, რა გინდა ჩემგანო, – მკითხა ნიკოლოზმა და უცებ თვითონაც მიხვდა ყველაფერს. ქვა ჯერ სახეში ჩავარტყი, მერე მანქანიდან გადმოვათრიე და თავში რამდენჯერმე ჩავარტყი. ძირს დავარდნილს ორჯერ წიხლიც მივაყოლე. აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი,  ვერც ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი. ძალიან მალე დავტოვე იქაურობა, გზაზე გადმოვედი, მეორე ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. მეორე დღესვე ვაპირებდი პოლიციაში მისვლას, მაგრამ რაღაც საქმე მქონდა მოსამთავრებელი. ორ დღეში მოვაგვარე ჩემი საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ მივედი პოლიციაში, რომ ჩადენილი დანაშაული მეღიარებინა.”      

სასამართლომ ნოშრე კ-შვილი  დამნაშავედ ცნო და ჩადენილი დანაშაულისთვის  ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩა ნიკოლოზ ხ-ძეც, რომელიც საკუთარი წარსულის შესანიღბად დანაშაულის დეტალებს მალავდა. მას   ცრუ ჩვენების მიცემის და დანაშაულის დაფარვისთვის, ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა.  

 

скачать dle 11.3