კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბროლაძე 

ქართველებს გვაქვს ქართული გვარი გოზალიშვილი, რომლის ფუძედ გამოყენებულია თურქული სიტყვა – გოზალ, რაც ლამაზს ნიშნავს. ამ გვარს ჩამოაშორეს სუფიქსი შვილი და დაუმატეს ოვი, ანუ, მოყვა რუსულ წნეხში. გოზალოვებთანაა დაკავშირებული გვარები – ბროლაძე და წერეთელი. 

გვარი ბროლაძე მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ბროლა. გარკვეული ნაწილი გოზალიშვილებად მონათლეს – ბროლაძეებს კათოლიკობა მიაღებინეს და გვარი გოზალიშვილებად უთარგმნეს. 

„ბროლაძე ბეჟიტას ჰყავს ძმები – ნინიკა და შოშიტა. მიჰყიდა მამულის ნახევარი დღის ნაფუძარი მიწა, ეს მოხდა 1652 წელს“. 

საქართველოში 761 ბროლაძე ცხოვრობს: თბილისში – 243, ქობულეთში – 130, მცხეთაში – 82.  არიან სხვაგანაც.

ოთარიშვილი

საგვარეულოს ფუძეა სახელი ოთარი, რომელიც წინაპრებს უსესხებიათ არაბულიდან. არაბულად ოთარ იგივეა, რაც წამალი, სურნელოვანი, ნელსაცხებელი. ოთარის მოფერებითი ფორმაა ოთია, აქედან წარმოიშვა გვარები ოთიაშვილი, ოთინაშვილი, ოთინაძე, ოთაროვი (ოთარაშვილ-ოთარიშვილთა რუსიფიცირებული ფორმა).

ოთარიშვილთა გვარი სათავეს იღებს ბარათაშვილ-გერმანოზიშვილთა საგვარეულოდან. გვარის ათვლა დაწყებულია ოთარ გერმანოზიშვილიდან. კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილი და გერმანოზი იყრებიან და ნიკოლოზის მამის, ოთარისგან ჩნდება გერმანოზისშვილ-ოთარისშვილთა საგვარეულო. ეს მოხდა 1750-1760-იან წლებში.

გერმანოზიშვილებიდან გაჩნდა გვარი დათუაშვილი. მაშასადამე, მივიღეთ გვარები: ბარათაშვილი – გერმანოზიშვილი – ოთარიშვილი – დათუაშვილი – გერმანოზიშვილი – ბახურაული.

ოთარაშვილების გვარი გაჩენილია, ასევე, ამილახვართა (ამილახორი) საგვარეულოდან: „ამილახორთა გვარი 4 ძმისგან 4 ნაწილად დანაწილდა. სოფელ ჭალაში მათ შესაბამისად ოთხი გალავანი გაშენდა: შუა სოფელში – გივიანთი (ციციშვილები), თაყაანთი (თაყაშვილები), ავთანდილაანთი (ავთანდილაშვილები) და ოთარაანთი (ოთარაშვილები).

„ოთარასშვილების ნაქონი გოგოლაური მამული ანდუყაფარ, ქრისტეფორე და ვახტანგ ამილახორიშვილებმა უბოძეს აზნაურ დათუნა ტარსაიჭაშვილს“.

საქართველოში 87 ოთარიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, რუსთავში – 11, თელავში – 7. არიან სხვაგანაც.

აბესალამაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის სახელი აბესალომ, აბესალა. „აბესალას მიწა ესაზღვრებოდა გოგია ქოსაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილის მიყიდულ მიწას“ (1688 წელი).

აბესალამაშვილი-აბესალამიანი ცხოვრობდნენ დარბასჭალაში, მათი მამული წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს 1537-1538 წელს.

აბესალამშვილებიდან იღებს სათავეს შტო-გვარი მურადაშვილი.

მურადაი ნასესხებია არაბულიდან და ნიშნავს სურვილს, სასურველს.

„აბესალამაანთ ესტატე, იგივე აბესალამაანთ მურადაშვილი ესტატე, ძმა აბესალამაანთ მურადაშვილ ხოჯინასი“. აბესალამაანთ მურადაშვილი ხოჯინა მოიხსენიება 1679-1693 წლებში. ჰყავს ძმა ესტატე. მან მიჰყიდა აშოთან მუხრანის ბატონიშვილს სახლები 1683-1693 წლებში.

აბესალამაანთ ყორხმაზასშვილი (საკუთარი სახელიდან – ყორხ-მაზ) ბეჟუამ მიჰყიდა თავის ბიძას ფასინას მამული სახლ-კარით, 1680 წელს.

მურადაშვილი გვხვდება სხვა ქართული გვარიდან ნაყარ შტო-გვარადაც.

ყორხმაზაშვილი დღეს, ფაქტობრივად, აღარ გვხვდება.

საქართველოში 195 აბესალამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 103, ონში – 14, რუსთავში – 10. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

 

скачать dle 11.3