კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია დაბადების წელი ადამიანის თვისებებთან

ასტროლოგიური თვალსაზრისით, დაბადების წელს ადამიანის სექსუალურობასა და კარიერულ წინსვლასთან პირდაპირი კავშირი აქვს. 

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველები ვირთხის, მაიმუნისა და გველეშაპის წლებში დაბადებული ადამიანები არიან. ისინი საპირისპირო სქესს სასიყვარულო-რომანტიკული საიდუმლოებებით აჯადოებენ და ახვევენ თავბრუს. მათ შესწევთ უნარი, თავი დააკარგვინონ სასურველ ადამიანს და თავის ჭკუაზე ატარონ. აგრეთვე, შეუძლიათ, თავადაც ჩაიდინონ სიგიჟეები სიყვარულის გამო, თუმცა, მათი სასიყვარულო ურთიერთობა ინტიმურ-სექსუალურ გაგრძელებას ყოველთვის არ ითვალისწინებს. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ლოდინის ტაქტიკას მიმართავენ და არ უყვართ ურთიერთობებში სისწრაფე. ხშირად უპირატესობას პლატონურ სიყვარულს ანიჭებენ. არიან გონიერები და აზროვნებენ საღად. მათ მატერიალური კეთილდღეობა და სიმშვიდე სჭირდებათ. აღელვებთ ახლობლების მდგომარეობა და პრობლემები. თუ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებენ, აგრესიულები და ფეთქებადები ხდებიან. ვირთხის, მაიმუნისა და გველეშაპის წლებში დაბადებული ადამიანები, ასევე, კარგი მეოჯახეები არიან.

ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წლებში დაბადებული ადამიანები არიან ძალიან რომანტიკულები, ნებისყოფიანები და მეოჯახეები. გამოირჩევიან კარგი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით. აქვთ სხარტი გონება და განვითარებული ინტელექტი, რაც მათ ყველა სფეროში ეხმარებათ. ხშირად რჩებიან მარტო და ვერ იტანენ წინააღმდეგობებს. არასდროს კმაყოფილდებიან მიღწეულით და წინ იხედებიან. სასიყვარულო სფეროში მეტად ვნებიანები არიან. არ არის გამორიცხული, სანამ სასურველ შედეგს მიაღწევენ, ბევრი წინაღობის, განსაცდელისა და ტკივილის გადალახვა მოუწიოთ, მაგრამ, ბრძოლით მაინც აღწევენ შედეგს.

ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებული ადამიანები ძლიერი ბუნებით გამოირჩევიან. არიან ნებისყოფიანები, ოღონდ, ცვალებადი ბუნების; შესწევთ იმის ძალა, რომ საყვარელი ადამიანის ყურადღების მოსაპოვებლად ბევრი იბრძოლონ, თუმცა, ამის გამო ხშირად ცდებიან, რადგან, ვეღარ ამჩნევენ თავიანთი რჩეულის ცუდ თვისებებს, ნაკლოვანებებსა და მძიმე ხასიათს. უყვართ ლიდერის პოზიციაში ყოფნა და საკუთარ თავზე პასუხსიმგებლობის გაუაზრებლად აღება, რის გამოც ხშირად უწევთ კამათი გარშემო მყოფებთან. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ადვილად ახერხებენ, იყვნენ წარმატებულები როგორც კარიერაში, ისე სასიყვარულო სფეროში, მათი უმრავლესობა კი ყოველთვის აღწევს  დასახულ მიზანს. 

კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები დამოუკიდებლობით გამოირჩევიან. ისინი ხშირად ამოუცნობები არიან გარშემო მყოფთათვის. ახასიათებთ გარეგნული სიმშვიდე, მისტიკური აზროვნება, შეუპოვრობა და საპირისპირო სქესთან ბატონობის უნარი. ისინი ბუნებით თავისუფლები არიან და არ უყვართ, როცა საყვარელი ადამიანი რამეს უკრძალავს. ამ წლებში  დაბადებულები გამოირჩევიან სექსუალურობითა და თბილი ბუნებით. შეუძლიათ საყვარელი ადამიანის გამო მსხვერპლზე წასვლა, ასევე, სრული ჰარმონიის დამყარება როგორც სულიერ, ისე ინტიმურ სფეროში. კარიერაში დიდი ძალისხმევით აღწევენ წარმატებებს და ამ დროს შესწევთ უნარი, მოთოკონ პირადი გრძნობები.

скачать dle 11.3