კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

მთავარი პრიორიტეტია...

 

სქესთა შორის თანასწორობა მხოლოდ ცარიელი სიტყვები და ხმამაღალი განცხადებებია. ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში:  ქალის გასაკეთებელი საქმე, ისევ და ისევ, მხოლოდ ქალის გასაკეთებელია. ანუ, თავს ვიმშვიდებთ იმით, როცა ვამბობთ, რომ კაცთან გათანაბრებულები ვართ. ფაქტი ფაქტად რჩება: ჭურჭელს ვრეცხავთ ისევ ჩვენ; ვაუთოებთ ისევ ჩვენ; ბავშვებს ვაჩენთ და ვუვლით ისევ ჩვენ... სამზარეულოშიც წინ და უკან დავრბივართ ისევ ჩვენ და, სამწუხაროდ, ღალატსაც ვპატიობთ ისევ ჩვენ...

რა მივიღეთ სქესთა შორის თანასწორობით? ფაქტობრივად, არაფერი, გარდა ორმაგი დატვირთვისა და ვალდებულებებისა, შედეგად კი, წყალი კაცების წისქვილზე ისხმევა. ამიტომაც, მათ უმრავლესობას არაფრად უღირს, აღიაროს სქესთა თანასწორობა ფორმალურად. ხმამაღლა ეთანხმებიან ამას, მაგრამ, რეალურად ფიქრობენ: ქალი ვერასდროს იქნება კარგი მძღოლი, კარგი დირექტორი, კარგი მენეჯერი... – აი, რა არის რეალობა. ვერც ერთი მამაკაცი ვერ შეეგუება კაცთან ქალის თანასწორუფლებიანობას.

სამწუხაროდ, გენდერულმა თანასწორობამ ისევ ქალები დააზარალა, ისინი დააყენა არჩევნის წინაშე: ოჯახი თუ კარიერა... ან – ორივე ერთად. თუ ქალი სწორად ვერ განსაზღვრავს პრიორიტეტებს, მხოლოდ გენდერული თანასწორობის აღიარება ვერაფერში დაეხმარება.

 

კარგია თუ ცუდი?

 

დამოუკიდებლობა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი, პრინციპულობა, მიზანდასახულობა და ლიდერის სხვა თვისებები ქალის ხასიათს ცვლის. არსებობს სტერეოტიპიც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ძლიერი სქესის დამახასიათებელი თვისებებია. მამაკაცები ხშირად არიან უკმაყოფილონი იმით, რომ ფინანსურმა დამოუკიდებლობამ, რომელიც სუსტმა სქესმა დიდი ხანია, მოიპოვა, მათთან ურთიერთობა გაართულა. გაართულა იმით, რომ ქალებს ათქმევინა უარი მათ მთავარ კოზირსა და ღირსებაზე – კომპრომისის ხელოვნებაზე. ფაქტია, რომ ქალებმა მშვენივრად მოირგეს როგორც მამაკაცის ტანსაცმელი, ისე მათი პროფესიები. ერთი შეხედვით, ცუდი ამაში არაფერია. თუკი ქალს აქვს უნარი, იყოს წარმატებული ამა თუ იმ სფეროში, ვინ უნდა შეუშალოს ამას ხელი?! როგორც ჩანს, კაცებს არ მოსწონთ ის, რომ ქალები ყველაფერში თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს მათი პრობლემაა. რაც შეეხება ქალების ხასიათში მომრავლებულ მამაკაცურ თვისებებს, ზოგიერთი არცთუ უსაფრთხოა – ისინი ქალებს სასტიკ, მბრძანებლურ და ჯიუტ არსებებად აქცევენ და უკვე ძნელად გასარკვევი ხდება მისი ქალურობა. შეიძლება, არსებობდეს მამაკაცი, რომელსაც ასეთი არსება მოეწონება, მაგრამ, თავად ქალებს აღარ მოსწონთ მორჩილი, დამთმობი, უინიციატივო, რბილი ხასიათის მამაკაცები. თუმცა, ვერც ძალიან ძლიერ მამაკაცებს ეგუებიან.

რატომ არ უნდა ვიყოთ ისეთები, როგორებიც მოვეწონებით მამაკაცებს?! რატომ არ უნდა მივიღოთ აქსიომად ის, რომ ქალსაც აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება, იზრუნოს თავის მამაკაცზე?!. ზოგჯერ უნდა ენდო კიდეც მას. სხვათა შორის, ნდობის გამოჩენაც ძლიერთა უპირატესობაა.

 

ჭეშმარიტება – ჭეშმარიტებად!

 

თქვენი ოცნების მამაკაცს ყველგან შეიძლება შეხვდეთ, მაღაზიაშიც კი და ეს სულაც არ იქნება ტიპური შემთხვევა, თუმცა, არც განსაკუთრებული. ამიტომ, მნივშნელობა აქვს, როგორ ჩაიცვამთ და როგორ გამოიყურებით, თუნდაც ერთი საათით აპირებდეთ სახლიდან გასვლას. 

ჭეშმარიტებაა ისიც, რომ კანონზომიერება კაცს საშუალებას არ აძლევს, დაინახოს ქალი იმის მიღმა, რაც თვალწინ აქვს. თუ გიხდებათ, რატომაც არა – ჩაიცვით მაისური, ჯინსი და კედები. მაგრამ, თუ ამით საკუთარ ქალურობას დამალავთ, უარი თქვით მასზე. არაფერია იმაში სასაცილო, როცა მეგობარი ამბობს – ვერ წამოვალ საყიდლებზე იმიტომ, რომ ჩასაცმელი არაფერი მაქვს, ანუ, მას ესმის მთავარი – ერთი შეხვედრა ზოგჯერ ყველაფერს წყვეტს! არათუ მამაკაცები, არამედ, ქალებიც კი, შთაბეჭდილებას ადამიანზე სწორედ პირველი დანახვით იქმნიან, რადგან, თვალი ზედმეტად მგრძნობიარე ორგანოა, ძალიან ფაქიზი და, იქნებ, ცოტათი ჭირვეულიც – ის აწვდის ინფორმაციას გულსაც და ტვინსაც და, ზოგჯერ, სრულიად არაობიექტურს.

შემაფასებელი მზერა ყოველთვის უსიამოვნოა – ესეც ჭეშმარიტებაა. მაგრამ ცხოვრება არის ცხოვრება და, დროა, რეალობას თვალებში ჩავხედოთ, რადგან, მას ვერსად გავექცევით და სირაქლემის პოზაში ყოფნა, მხოლოდ გაგვირთულებს ყველაფერს. ამიტომ, შეეცადეთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში იყო ეფექტური, მომხიბვლელი და საინტერესო...

 

მამაკაცური პასუხისმგებლობა

 

მამაკაცები ხშირად გაურბიან პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას საკმაო მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე, რათა იგრძნოს, რას ელოდებიან მისგან გარშემო მყოფები. კიდევ ერთი ნიუანსი: თანამედროვე მამაკაცების დიდი უმრავლესობა, ფაქტობრივად, დაავადებულია ნარცისული მიდრეკილებებით. თქვენ ეს იცით, რადგან, ისინი საკმაოდ შესამჩნევი არიან, მაგრამ, ქალბატონების დიდ ნაწილს მხოლოდ ეჩვენება, რომ ეს „უწყინარი“ ნაკლია. 

ნარცის მამაკაცს საკუთარ პერსონაზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს; გადაჭარბებით აფასებს იმ მონაცემებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც რეალურად აქვს. ვერ იტანს, როცა ვინმეს ადარებენ, როცა შენიშვნას აძლევენ, როცა თუნდაც უმნიშვნელო პრობლემას ან დისკომფორტს უქმნიან. როგორ ექნება პასუხისმგებლობა მამაკაცს, რომლისთვისაც ბავშვობაში ჩადენილი ყველაზე ცუდი საქციელის გამოც კი არ მოუთხოვიათ პასუხი?! ამის შემდეგ, რა გასაკვირია, თუ ის ყველანაირად შეეცდება, გაექცეს და დაემალოს პასუხისმგებლობას? შეიძლება, მას შეუყვარდეს ქალი, მაგრამ, პასუხისმგებლობის გარეშე. ნუ იფიქრებთ, რომ ამასთან შეგუება არ გაგიჭირდებათ. დიდი დრო არ გაივლის, რომ აღმოაჩენთ – ეს ის კაცი არ არის, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება. ნარცისი უფრო ხშირად ზარმაცი, პასიური და უინიციატივოა როგორც საქმეში, ისე ალერსში. საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუ ეყოლებათ მეუღლე, ოჯახი, შვილები, მაგრამ, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

скачать dle 11.3